წიფელი ამაღლებს გამძლეობას სტრესის მიმართ და კონცენტრირების უნარს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას - ხეთა სამკურნალო ძალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წიფელი ამაღლებს გამძლეობას სტრესის მიმართ და კონცენტრირების უნარს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას - ხეთა სამკურნალო ძალა

ახდენს ჰაერის იონიზებას, ახალისებს და ეხმარება შინაგანი წონასწორობის აღდგენას. მისი წვენი საუკეთესო ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებად მიიჩნევა.

წიფელი – ამაღლებს გამძლეობას სტრესის მიმართ და კონცენტრირების უნარს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

მუხა – ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს გამოჯანსაღების პროცესს, ეხმარება ადამიანს სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში და ავსებს მას ენერგიით.

წაბლის ხე – კურნავს რევმატიზმს და უძილობას, ხსნის ნერვულ დაძაბულობას და ფანტავს შიშს.

ფიჭვი – ამშვიდებს, ხსნის ფსიქიკურ დაძაბულობას, ფიჭვნარში სეირნობა კი კურნავს ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს. ფიჭვს მძიმე, მკვრივი ბიოენერგია აქვს, ამიტომ მათთვის, ვისაც გულის ან თავის ტკივილი აწუხებს, ფიჭვნარში სეირნობა რეკომენდებული არ არის.

ცაცხვი – ამ ხის დადებითი ენერგია გულჩათხრობილ ადამიანებს გულისნადების გამხელაში ეხმარება. ცაცხვს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, რომლებიც კონცენტრირებულია ყვავილებსა და ყვავილის ფოთლებში. ყვავილებში თავმოყრილია პოლიფენოლები (ფლავონოიდები), ლორწოვანი ნივთიერებები და მცირე რაოდენობით ეთეროვანი ზეთი, არომატული მჟავები და ტანინები. ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებით პოპულარულია ცაცხვის ჩაი, რომელიც დაბლა სწევს ტემპერატურას და აცხრობს ხველას. ცაცხვის ნახარში შესანიშნავად ასუფთავებს ფილტვებს მიკრობებისგან. ცაცხვს ხშირად რთავენ სააფთიაქო ფიტონარევების შემადგენლობაში გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალებად. ცაცხვის ჩაი შეიძლება მიიღოთ ორგანიზმის მოსამაგრებლადაც. ფარმაცევტული პრეპარატები, რომლებიც ცაცხვის ყვავილებისა და ფესვებისგან არის დამზადებული, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და გამწმენდი მოქმედებით გამოირჩევა. თუ ანთება გაქვთ, გირჩევთ, ვერხვს ან ალვის ხეს ჩაეხუტოთ.

აკაციის ბიოენერგია ადამიანს ახალისებს და სიმსუბუქეს მატებს. აკაცია უნივერსალური დონორია. ის ყველას სჭირდება.

ცირცელს აკაციის მსგავსი ბიოენერგია აქვს, მაგრამ გაცილებით სუსტი.

ბროწეული – კარგი იქნება, თუ მას სახლში ან სახლის ახლოს გაახარებთ. ის ადამიანის იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და სტიმულს აძლევს მას.

ლიმონის ხე – წმენდს ჰაერს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, გვეხმარება არასასურველი გარეგანი ფაქტორების შედეგად დასუსტებული ბიოველის აღდგენაში.კაქტუსი – რაც მეტია ეს მცენარე ირგვლივ, მით უკეთესი.

კაქტუსი ანეიტრალებს რადიაციულ ზემოქმედებას. გარდა ამისა, მისი ბიოველი სტიმულს აძლევს ეროგენულ ზონებს. უმჯობესია, კაქტუსი ფანჯარასთან რაც შეიძლება ახლოს განვათავსოთ.