ვაშლი და ჩვენი ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაშლი და ჩვენი ჯანმრთელობა

მინერალებიდან ვაშლი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რკინას. ვიტამინებიდან – C, E, B1, B2, B6, PP ვიტამინებს, კაროტინსა და ფოლიუმის მჟავას. რაც მთავარია, აღნიშნული კომპონენტები ვაშლში ადვილად შესათვისებელი ფორმით და ჩვენი ორგანიზმისათვის მეტად ოპტიმალური კომბინაციითაა წარმოდგენილი.

თურმე, ადამიანმა წელიწადში 48კგ ვაშლი უნდა მიირთვას. ამასთან, 40% გადამუშავებული, უპირველესად – წვენის სახით. ამას ინგლისელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მეტად საინტერესო შედეგები უდევს საფუძვლად. როგორც მიღებული მონაცემები მოწმობს, ვაშლის რეგულარულად მომხმარებელთა ფილტვები ბევრად უკეთ ფუნქციობს, ვიდრე იმ ადამიანებისა, ვინც ვაშლს იშვიათად ჭამს. ვაშლის მოყვარულებს ნაკლები რისკი აქვთ ბრონქული ასთმითა და საზოგადოდ, რესპირატორული დაავადებებით დასნებოვნებისა. ვაშლი მიჩნეულია ერთ-ერთ მძლავრ ანტიოქსიდანტად, რომელიც ფილტვებს იცავს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე შენაერთების ზემოქმედებისაგან. ამაზე განსაკუთრებულად უნდა გაამახვილონ ყურადღება მწეველებმა და რეგულარულად მიირთვან ვაშლი.

ვაშლში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ამცირებენ ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. კერძოდ, ხილის ამ სახეობაში (ასევე მის წვენში) უხვად წარმოდგენილი ფიტონუტრიცევტული ნივთიერებები წითელი ღვინის ანალოგიური თვისებებით გამოირჩევა – ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ვაშლის წვენი აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, სასარგებლოა გონებრივი შრომით დაკავებული ადამიანებისათვის. თუ საუზმემდე ყოველდღიურად (დამატებით ჩვეულ დღიურ რაციონთან) ორ ვაშლს მიირთმევთ, გულის დაავადებათა რისკს 20%-ით შეამცირებთ. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ვაშლში შემავალი ფლავონოიდები და პოლიფენოლები სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა – ბოჭავს რა ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე თავისუფალ რადიკალებს. აღნიშნულ ნივთიერებებს ბევრად უფრო მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვთ, ვიდრე იმავე ვაშლში შემავალ ჩ ვიტამინს. ვაშლის გარდა, ფლავონოიდების ძირითადი წყაროა ხახვი.

ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვაშლის რეგულარულად გამოყენება აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ნაწლავთა მიკროფლორას.

ახალი წვნიანი ვაშლი იდეალური ჯანსაღი საკვებია – ის ადვილად ავსებს კუჭს, დაბალკალორიულია და მდიდარია ფრუქტოზით. ეს უკანასკნელი უფრო ტკბილია, ვიდრე საქაროზა, სამაგიეროდ, ნელა შეითვისება ნივთიერებათა ცვლის პროცესში და ამდენად, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას.

დიეტის ან სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით ვაშლის გამოყენებისას მისი სახეობა (ჯიში) თვისებების მიხედვით, აუცილებლად ჩვენების შესაბამისად უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, გასტრიტის, კოლიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს რეკომენდებულია მომჟავო-მოტკბო ჯიშები. ასეთი ვაშლის ფაფა დილით საუზმის ნაცვლად უნდა მიიღოთ. მისი მიღებიდან 4-5 საათის განმავლობაში კი თავი შეიკავოთ სხვა საკვებისა თუ სითხის მიღებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, კუჭში აირები დაგიგროვდებათ. ეს კი უფრო მეტად გაგიმწვავებთ დაავადებას. ასეთი მკურნალობა ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა ჩაიტაროთ. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მწვავე და ქრონიკული კოლიტების დროს ინიშნება გახეხილი ტკბილი ვაშლი დღეში 1,5-2კგ, 5-6 მიღებაზე, ორი დღის განმავლობაში. ვაშლი გახეხვისთანავე უმალ უნდა ჭამოთ.

რა უნდა ვიცოდეთ

  • ვაშლის თესლი მდიდარია იოდით. ამიტომაც ვაშლი კურკებიანად უნდა ჭამოთ. 5-6 კურკა შეიცავს ორგანიზმის იოდზე დღეღამური მოთხოვნილების შესაბამის დოზას.
  • რკინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ვაშლი შეუცვლელია ანემიების მკურნალობაში. ამ მიზნით რეკომენდებულია დღეში 400-600 გრამი ნაყოფის მიღება.
  • ვაშლი ამცირებს ცხიმების შეთვისებას, გამოირჩევა სუსტი შარდმდენი მოქმედებით. მასში შემავალი უჯრედისი კი იწვევს დანაყრების შეგრძნებას, ამიტომაც წონის დაკლების მსურველებმა ვაშლი აუცილებლად უნდა ჭამონ. ამისათვის ყველაზე კარგია განტვირთვის ანუ „ვაშლის დღეების“ მოწყობა, როდესაც დღის განმავლობაში 1,5-2 კგ ვაშლს მიირთმევთ 5-6 მიღებაზე. ასეთი დღეები მეტად სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადების მქონე ადამიანებისთვისაც.
  • ვაშლი უმჯობესია ცოცხლად ჭამოთ, რადგანაც მისი თერმული დამუშავებისას ფლავონოიდების 70% იკარგება. ძირითადი სასარგებლო ნივთიერებები ვაშლის კანსა და უშუალოდ მის ქვეშ არსებულ ფენაშია თავმოყრილი, ამიტომაც გათლილი (კანგაცლილი) ვაშლის საკვებად გამოყენებას არ გირჩევთ. მწვანე ვაშლში ჩ ვიტამინი უფრო დიდი რაოდენობითაა, ვიდრე წითელში.

ვაშლი და ჩვენი გარეგნობა

ვაშლის რეგულარულად გამოყენება, ჯანმრთელობის გარდა, ადამიანის გარეგნობაზეც აისახება. ის აფერხებს ნაოჭების განვითარებას, ასტიმულირებს თმის ზრდას. ვაშლისაგან სახის კანისათვის მეტად სასარგებლო ნიღბები მზადდება. გახეხილი ვაშლი საუკეთესო დამატენიანებელ ეფექტს ავლენს.

1. ნიღაბი ნორმალური კანისათვის – გახეხეთ ერთი საშუალო ზომის ვაშლი, შეურიეთ მას ერთი ჩაის კოვზი არაჟანი ან ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი სახამებელი. წაისვით სახესა და კისერზე. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. ნიღაბი ცხიმიანი კანისათვის – წვრილად დაჭრილი ვაშლი მოხარშეთ მცირეოდენ რძეში. მიღებული მასა წაისვით სახესა და კისერზე. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

3. ნიღაბი მშრალი კანისათვის – გახეხეთ საშუალო ზომის ერთი ვაშლი, შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი სადილის კოვზი დაფქული შვრიის ფანტელი. წაისვით სახესა და კისერზე. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.