რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებები
ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებები

ქრისტესისხლა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. იქ მას “რუსულ ჟენშენს” უწოდებენ. სამკურნალოდ გამოიყენება მისი მიწისზედა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ მაისსა და ივნისში, ყვავილობისას, აუცილებლად მშრალ ამინდში. ქრისტესისხლას ტოტებს აჭრიან ან ამტვრევენ მიწიდან 10-15 სმ სიმაღლეზე.


ქრისტესისხლას გამორჩეული სამკურნალო თვისებები აქვს. მის პრეპარატებს იყენებენ ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგოდ, ჭრილობების შესახორცებლად და მოსაწვავად, ანტიმიკრობული დანიშნულებით.

ახალგამოწურული წვენითა და დაქუცმაცებული ბალახით შეიძლება ხალების, კონდილომების, კოჟრებისა და ჭორფლის მოცილება, დახეთქილი მტევნებისა და ქუსლების მოშუშება. პროცედურას იტარებენ დღეში 3-4-ჯერ. სამკურნალოდ იყენებენ როგორც ფესვებში, ასევე ღეროსა და ფოთლებში არსებულ წვენს. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ქრისტესისხლას ძირითადად სპაზმის მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული თვისებები აქვს. ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოირჩევა მცენარეში შემავალი ალკალოიდები. მაგალითად, ქელიდონინი ავლენს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ ეფექტს. გარდა ამისა, ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას გლუვი კუნთების შემცველ ორგანოებზე. შესაბამისად, აქვს ჰიპოტენზიური (წნევის დამაქვეითებელი) და ბრადიკარდიული (პულსის გამაიშვიათებელი) ეფექტი. მეორე მნიშვნელოვანი ალკალოიდი, რომელსაც ქრისტესისხლა შეიცავს, ჰომოქელიდონინია. მას საპირისპირო მოქმედება ახასიათებს - აღმგზნები და კრუნჩხვის გამომწვევი. ახდენს აგრეთვე ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ (ანესთეზიურ) ეფექტს. ალკალოიდი პროტოპინი ამცირებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის რეაქტიულობას და აძლიერებს გლუვი კუნთების ტონუსს, ქელერიტრინისთვის კი მკვეთრად გამოხატული ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედებაა დამახასიათებელი. ქრისტესისხლას წვენით მკურნალობენ ცხვირ-ხახის პათოლოგიებს, ადენოიდებს, პოლიპებს, ნუშურებს, კოჟრებს, ხორცმეტებს, ნახეთქებს, სხვადასხვა წარმოშობის მუწუკებს, ფურუნკულებს, ეგზემას, ღრძილებს, ჰერპესულ ინფექციას (განსაკუთრებით - ტუჩებზე), აგრეთვე - ცეცხლის ალით, ორთქლით, ცხელი რძით, მზის სხივებით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით გამოწვეულ დამწვრობას. ქრისტესისხლას წარმატებით იყენებენ ჰიპერტონიის, ასთმის, ლეიკოზის, ათეროსკლეროზის, ფიბრომის, გრიპის, მსხვილი ნაწლავის პოლიპოზის, ბუასილის, გასტრიტის, ჩიყვის, პოდაგრის, რევმატიზმის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, აგრეთვე თირკმელებისა და გულის დაავადებათა სამკურნალოდ.


სამკურნალო წვენის მომზადება
ქრისტესისხლას ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასას ორფა დოლბანდში წურავენ და წვენს მჭიდროდ თავდაცულ ბოთლში ასხამენ. ბოთლიდან დროდადრო უშვებენ აირებს. 5-7 დღის შემდეგ წვენი საბოლოოდ დადუღდება და გამოსაყენებლად მზადაა.
 

ქრისტესისხლას გამოყენება
ცხვირ-ხახისა და წიაღების პათოლოგიების დროს: 2-3 წვეთი წვენი ჯერ ერთ ნესტოში უნდა ჩაიწვეთოთ, 5 წუთის შემდეგ, როდესაც წვის შეგრძნება გაგივლით - მეორეში, აუცილებლად დაწოლილმა. თუ წვენი ყელში გადაგივიდათ, შეგიძლიათ გადაყლაპოთ. დაავადებული ღრძილების სამკურნალოდ: წვენი დღეში 2-3-ჯერ უნდა წაისვათ ღრძილებზე, თითო ჯერზე - ხუთჯერ (ანუ წაისვამთ - შეიშრობთ, ისევ წაისვამთ და ასე ხუთჯერ), ან კიდევ პირის ღუში დაიგუბოთ ღრძილებზე კონცენტრირებით, 20-25 წუთის შემდეგ კი გადააფურთხოთ. პოდაგრისა და რევმატიზმის დროს: მტკივან ადგილებზე უნდა წაისვათ წვენი, ხოლო ნაყენი დალიოთ. გრიპის საწინააღმდეგოდ: პირის ღრუში ხუთჯერ უნდა გამოივლოთ წვენი და დალიოთ ნახევარი ჭიქა ნაყენი. ქვედა კიდურების თრომბოფლებიტის დროს: 3-5-წუთიანი შუალედებით (სანამ არ მოხდება მაქსიმალური შეწოვა) ხუთჯერადად უნდა წაისვათ წვენი, დალიოთ 100 გრამი ნაყენი ჭამამდე 10 წუთით ადრე.


ქრისტესისხლას ნაყენი
ქრისტესისხლას ნაყენი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ძილსა და მადას. 7 დღის განმავლობაში მისი რეგულარული გამოყენების შემდეგ საჭიროა ორდღიანი შესვენება.

You must have Flash Player installed in order to see this player.
ნაყენის სმის პერიოდში რეკომენდებულია დღეში ერთი სადილის კოვზი გახეხილი სტაფილოს მიღება. ნაყენის მომზადება: ჩაყარეთ 500-გრამიან ქილაში ახალდაკრეფილი ბალახი - იმდენი, რომ ქილა სანახევროდ გაივსოს; დაასხით მდუღარე წყალი და დაახურეთ თავსახური. თუ ნაყენის მოსამზადებლად გამხმარ ბალახს გამოიყენებთ, ნედლეულმა ქილა მეოთხედამდე უნდა შეავსოს. გაცივების შემდეგ ნაყენი მზადაა. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, 100 მლ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. ნაყენს მუქი ფერი და მწარე გემო აქვს. ნაყენი შეიძლება საზამთროდაც შეინახოთ. ამისათვის ზემოთ აღწერილი მეთოდით გამოწურულ ერთ ლიტრ წვენს უნდა დაასხათ 500 მლ არაყი ან 250 მლ სპირტი. ქრისტესისხლას ნაყენის ჭინჭარსა და გულყვითელასთან კომბინაცია აფერხებს მეტასტაზების ზრდა-განვითარებას. ამ მიზნით თანაბარი რაოდენობით იღებენ სამივე ბალახს, აქუცმაცებენ, ერთმანეთში ურევენ და ერთ სადილის კოვზ ნარევს ყრიან თერმოსში, ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 1-2 საათით აჩერებენ. ნახევარ ჭიქა ნაყენს დილით, უზმოზე იღებენ, ნახევარს კი - ვახშმამდე ერთი საათით ადრე.


გაითვალისწინეთ!!!
ქრისტესისხლას წვენით მკურნალობის პერიოდში სხვა მცენარეების და მედიკამენტების გამოყენება არ შეიძლება! ქრისტესისხლას წვენი შხამიანია, ამი­ტომ მის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. წვენის ზედოზირებით ანუ ჭარბი მიღებით შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოთ ჯანმრთელობას. ქრისტესისხლას წვენის გამოყენებისას საჭიროა დიდი სიფრთხილე - მისმა უკუნტროლო და ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა ნაწლავთა დისბაქტერიოზი გამოიწვიოს. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსის გამეორება რეკომენდებულია მეორე წელიწადს, მაისში, როდესაც მცენარე ყვავილობის ფაზაშია და მისი მაკურნებელი თვისებები პიკს აღწევს. სწორედ ამ პერიოდში ამზადებენ წვენს მთელი ზაფხულისთვის. ქრისტესისხლას პრეპარატები უკუნაჩვენებია ეპილეფსიის დროს. მათ დიდი სიფრთხილით იყენებენ სტენოკარდიის, ბრონქული ასთმისა და ნევროლოგიური პათოლოგიების დროს.


 

თარიღი : 15-10-2016
daji
სპირტიანი ნაყენის დამზადება წერია თვითონ სტატიაში...1ლ წვენს ასხამ 500მლ არაყს ან 250მლ სპირტს. ნაყენის დამზადებაც ასევე წერია სტატიაში და წაიკითხეთ
თარიღი : 30-06-2015
lia
ძალიან გთხოვთ დაწერეთ როგორ დავამზადო სპირტზე და წვეთებით როგორ დავლიო?ძალიან მჭირდება
თარიღი : 29-06-2015
lia
ძალიან გთხოვთ დაწერეთ როგორ მზადდება ქრისტესისხლა სპირტზე გამხმარი ფოთლებით ძალიან მჭირდება მასტოპატიისტვის დასალევად წვეთებიტ რომ სვავენ
თარიღი : 24-04-2015
iza
ცჰემს ახლობელს 13 წლის ბავსჰვს დაუსვეს დიაგნოზი დზვლის სარკომა . იკნებ ვინმემ რამე გამოსავალი იციტ?.იკნებ რამე დაგვაკვალიანოტ. გტხოვტ,
თარიღი : 02-03-2015
nona
მეც ვიცი ადამიანი, რომელსაც ონკოლოგიურში მისცეს რეკომენდაცია ქრისტესისხლაზე, ჰქონდა იღლიის ქვეშ ჯირკვალი, მას მერე 20 წელი გავიდა, ჯირკვალი არ იზრდება, არც გადაგვარებულა, მე თვითონაც მიმიღია, ძალიან კარგია ქალური პრობლემების დროს, ასევე პროსტატის დროს და მას ჩვილ ბავშვებშიც ხმარობენ როგორც საყმაწვილოს წამალს. მტავარია დავიცვათ დოზები, დოზები კი წერია ქრისტესისხლას ყუთზე, რომელიც იყიდება აფთიაქებში გამხმარი სახით და ღირს 2(ორი) ლარამდე.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
“კუნთების ატროფია კუნთური ქსოვილის განლევაა, რომელსაც ხშირად კუნთების ნერვული რეგულაციის დარღვევა განაპირობებს. კუნთების ატროფიის მიზეზი სხვადასხვა რამაა, მათ შორის - სიბერე, ინფექციური და სხვა დაავადებები”, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა მცენარეთა განხრით ოთარ წიწილაშვილმა, რომელიც რედაქციაში გვესტუმრა და ამ საკმაოდ მძიმე პრობლემის მკურნალობის კიდევ ერთი ახალი გზა გაგვაცნო.

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.
გარგრის კურკა აქტიურად გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების დროს. სპეციალისტების თქმით, მას აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისება. გარგრის კურკას ტეხენ და მას მიირთმევენ ცოცხალი სახით დღეში 7-20 ცალს.
მართალია, ჩვენი წინაპრები თანამედროვეს მსგავსი ტექნიკური საშუალებებითა თუ სამეცნიერო მიღწევებით (ვგულისხმობ თეორიულ საფუძვლებს) არ სარგებლობდნენ, მაგრამ დაკვირვების, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე დაასკვნეს, რომ მცენარეები, რომლებიც მზის ენერგიის, ნოყიერი მიწიდან მიღებული ვიტამინებისა და სასარგებლო მიკროელემენტების აკუმულირებას ახდენდნენ, ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალება იქნებოდა. და იყენებდნენ კიდეც. გავიდა წლები. მეცნიერებმა უამრავი მცენარე შეისწავლეს და წარსულის გამოცდილების საფუძველზე მათგან მრავალი წამალი შექმნეს.

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.


წნევის ამწევი საშუალებები

შტოში და ასკილი
არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის საკმარისია დილით, უზმოზე, დალიოთ შტოშის ვაჟინი: 2 ჭიქა შტოშის წვენს დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაცივდება და მიირთვით. დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.


ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.


წნევის ამწევი საშუალებები

შტოში და ასკილი
არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის საკმარისია დილით, უზმოზე, დალიოთ შტოშის ვაჟინი: 2 ჭიქა შტოშის წვენს დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაცივდება და მიირთვით. დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.


08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.