ენდრო და მისი გამოყენება მედიცინაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ენდრო და მისი გამოყენება მედიცინაში

მას მიწაში ჰორიზონტალურად მდებარე მძლავრი ფესვი აქვს (ე.წ. მთავარი ფესვი), რომლისგანც მრავალი შედარებით წვრილი ფესვი და ფესურა იტოტება. ფესვებიც და ფესურებიც სქელი მრავალშრიანი ადვილად აშრევებადი მოწითალო-მორუხო ფერის ქერქითაა დაფარული. საღებავების მისაღებად გამოიყენება ორწლიანი მცენარის ფესვები. ენდროსაგან სხვადასხვა ფერის საღებავს იღებენ - წითელს, ვარდისფერს, ნარინჯისფერსა და ყავისფერს.

ენდრო მედიცინაში

ენდროს სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ ავიცენა უწევდა რეკომენდაციას მისი ფესვებისაგან მომზადებულ სასმელს. ეს უკანასკნელი თაფლით დამტკბარ წყალზე მზადდებოდა და გამოიყენებოდა საჯდომი ნერვის ანთების, ქსოვილთა მგრძნობელობის დაკარგვის და პარეზების სამკურნალოდ. ენდროს ნაყოფისგან ასევე თაფლის დამატებით ამზადებდნენ გადიდებული ელენთის სამკურნალო წამალს. ენდროს ფესვებისაგან მიღებული პრეპარატები (ნაყენები, ნახარშები, მშრალი ექსტრაქტი, იგივე გამონაწვლილი და სხვა) ტრადიციულია  ფიტოთერაპიაში, თუმცა თანამედროვე მედიცინაშიც წარმატებით იყენებენ. განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ,  რადგან წარმოადგენს საუკეთესო ნეფროლიზურ და სპაზმების მომხსნელ საშუალებას. გამოდევნის წვრილ ქვებსა და ქვიშას საშარდე გზებიდან. ცნობილია, რომ ენდროს პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურია ფოსფატური და ოქსალატური ბუნების კენჭების დასაშლელად.

ენდროს ფარმაკოლოგიური მოქმედება

ენდროს ფესვების ექსტრაქტი, ასევე ფხვნილი და სხვა გალენური პრეპარატები შლიან შარდის ბუშტსა და თირკმელებში არსებულ კენჭებს, განსაკუთრებით - კალციუმისა და მაგნიუმის ფოსფატების, აგრეთვე ოქსალატების შემცველ კენჭებს. მცენარის გალენურ ფორმებს აქვს სპაზმების მომხსნელი და შარდმდენი მოქმედება. გარდა ამისა, ენდროს პრეპარატები ამცირებს თირკმლის ფიალებისა და შარდსაწვეთების ტონუსს და აძლიერებს მათი კუნთოვანი ელემენტების პერისტალტიკურ შეკუმშვას, რითაც ხელს უწყობს კენჭებისა და ქვიშის  გადაადგილებას საშარდე გზებში. ფესვებისა და ფესურებისაგან მიღებული მშრალი ექსტრაქტი შედის პრეპარატ ცისტენალის შემადგენლობაში. ჰომეოპათიაში გამოიყენება მცენარის ფხვნილი, ელენთის ტკივილითა და გადიდებით მიმდინარე ანემიების დროს კი ნაყენი. ტიბეტურ მედიცინაში ანგინისა და დიფტერიის სამკურნალოდ მოწოდებული რთული რეცეპტების შემადგენლობაში ენდრო ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ინდოეთის მედიცინა წარმატებით იყენებს ამ მცენარეს ამენორეისა  (მენსტრუაციის უქონლობა) და ანურიის (თირკმელების მიერ შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტა) სამკურნალოდ, კორეული მედიცინა  (მრავალკომპონენტიანი ნახარშების შემადგენლობაში) - გულის სარქვლოვანი უკმარისობის დროს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც ენდროს ფხვნილი, ასევე ნაყენი, ნახარში და ექსტრაქტი თირკმელების, საშარდე გზების, ღვიძლის, ელენთის, სასუნთქი სისტემის, ნაწლავთა და ძვლის ტუბერკულოზის, რაქიტის, ოსტეომიელიტის, ამენორეის, ანემიის, ასციტის, დიზენტერიის, იშიასისა და პოდაგრის თერაპიაში.  გარეგანი მოხმარებისათვის- წყლულების, დერმატომიკოზების, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ.  ნახარში ეფექტურია გარეგანი გამოყენებისათვის კანის კიბოს დროს. თურქმენეთში კი მას მეხსიერების დარღვევების დროს იყენებენ. მცენარის ღეროებისაგან თურქმენეთში მზადდება მალამო (კვერცხის გულთან და შაბთან ერთად) გარეგანი გამოყენებისთვის - ამოვარდნილობების, მოტეხილობებისა და დაჟეჟილობების სამკურნალოდ.

სასარგებლო რეცეპტები

  • ენდროს ნახარში:  აიღეთ 10 გრამი დაქუცმაცებული ენდროს ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე თავდახურული ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 15 წუთი და გადაწურეთ. მიირთვით ერთი სადილის კოვზი დღეში 3-5-ჯერ.
  • ენდროს ექსტრაქტი: რეკომენდებულია შარდკენჭოვანი დაავადების დროს. 3-4 წვეთი დააწვეთეთ შაქრის ნატეხზე და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით დღეში სამჯერ. კოლიკის  ანუ შეტევისებური ტკივილის დროს ჭამის შემდეგ ერთჯერადად 20 წვეთის მიღებაც კი შეიძლება. მკურნალობის კურსი 20-30 დღეს მოიცავს. კურსის განმეორება შეიძლება 4-6 კვირის შემდეგ.
  • ენდროს ნაყენი: აიღეთ ერთი ჩაის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ენდროს ფესვი, დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 10 საათი, შემდეგ 5 წუთი ადუღეთ და გადაწურეთ. შარდკენჭოვანი დაავადების დროს, კერძოდ, თირკმელებში ფოსფატური კენჭების არსებობის შემთხვევაში მთელი ულუფა ცხელ-ცხელი მიიღეთ დილით.