სამკურნალო მცენარეები უგუნებობის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო მცენარეები უგუნებობის დროს

  • ძალიან კარგი ანტიდეპრესანტია კრაზანა. შეიძლება 1/4 ჭიქა ნახარშის (1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და წამოადუღეთ) დღეში 3-4-ჯერ, თაფლით ან შაქრით დალევა.
  • ხანში შესული ქალბატონებისთვის სასარგებლო იქნება კუნელის, გვირილისა და კრაზანას (1:1:1) ნარევის ჩაი: 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 15-20 წთ და გაფილტრეთ. სვით თაფლით, დააგემოვნეთ ყოველი ყლუპი.
  • ნერვული გამოფიტვისა და სისუსტის დროს რეკომენდებულია მატიტელას ნაყენი: 1 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში გაგრილებამდე. დალიეთ ჭამის წინ.
  • კიდევ ერთი პოპულარული საშუალებაა კატაბალახა - 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ კატაბალახას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 საათით, არ გაფილტროთ. სვით დილით და შუადღისას თითო სუფრის კოვზი, საღამოობით კი 1/4 ჭიქა.
  • კარგი ანტიდეპრესანტებია მანჯურიული არალია, ჟენ-შენი, ზაფრანა. ამ მცენარეების ნაყენი მიიღეთ როგორც ნერვული სისტემის მატონიზებელი და დამამშვიდებელი საშუალება - 15-20 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.
  • ძლიერი სისუსტისა და ნერვული სისტემის დაავადებების დროს კარგია ნაღველა: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახსა და ფესვს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 10 წუთი და ოდნავ რომ შეგრილდება, მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • დეპრესიისა და უძილობის დროს სასარგებლოა ასეთი საშუალება: 10 გ ბარამბოს ხმელ ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი არაყი, დაამატეთ 1 გ ანგელოზას დაქუცმაცებული ფესვი, 1 ლიმონის კანი, მწიკვი დაჩეჩქვილი ჯავზი, ქინძის თესლი და ორი ცალი მიხაკი. გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გაფილტრეთ და ბოთლებში გადაასხით. მიიღეთ 15 წვეთი დღეში 3-ჯერ ჩაისთან ერთად.