ფურისულას ფესვები ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფურისულას ფესვები ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს

300 მგ პროცენტზე მეტი ჩ ვიტამინი იშვიათად თუ აღინიშნება. გაზაფხულის ფურისულას ფოთლებში კი ჩ ვიტამინის შემცველობა 700 მგ პროცენტს აღწევს, ზოგი მეცნიერი კი 600 მგ პროცენტს ასახელებს.

გაზაფხულის ფურისულას ფესვები მედიცინაში გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება, განსაკუთრებით ბრონქიტის დროს. ფოთლებს სალათისა და ნაყენის სახით იყენებენ ჰიპო და ავიტამინოზის დროს.

გაზაფხულის ფურისულას ფესვების წყლიან გამონაცემს ან ნახარშს (30-40 გ 1 ლ წყალზე) ამოსახველებელ საშუალებად იღებენ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დღეში 3-3-ჯერ მშრალი ხველისა და ბრონქიტის დროს.

ყვავილების წყლით გამონაწვლილს (20 გ 1 ლ წყალზე) ან მთლიანი მცენარის წყლიან ნაყენს (40-60 გ 1 ლ წყალზე) იღებენ ხველების, ბრონქიტის, სურდოს და საერთოდ ყოველგვარი გაცივებით გამოწვეული დაავადებებისას, აგრეთვე ცხვირის ნესტოებში გამოსავლებად. მასვე სვამენ ქრონიკული კუჭაშლილობის და მიგრენის სამკურნალოდ, აგრეთვე როგორც შარდმდენ საშუალებას. იგი ბავშვებში სუსტად მოქმედ საძილე საშუალებადაც ითვლება. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მიგრენის (შაკიკის) დროს ამ გამონაწვლილის ხმარების შედეგად წყდება სინათლის გამაღიზიანებელი მოქმედება და თავის ტკივილი თანდათანობით წყნარდება.

ფურისულას ფესვებს გააჩნია შარდმდენი (სუსტი) და ოფლისმომგვრელი თვისება. აძლიერებს კუჭის სეკრეციას და საერთოდ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

გაზაფხულის ფურისულას იყენებენ წყლის გამონაწვლილის სახით. 10 გ (დაახლოებით 2 სუფრის კოვზ) ხმელ ყვავილს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 15 წუთის შემდეგ წურავენ (დღეღამის დოზა ნევროზის და უძილობის დროს), ან ერთ სუფრის კოვზ (დაახლოებით 5 გ) ხმელ დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა წყალს და 15 წუთს ხარშავენ ნელი დუღილით, უმატებენ შაქარს ან თაფლს და დღეში 4-5-ჯერ იღებენ თითო სუფრის კოვზს სასუნთქი ორგანოების დაავადებისას.

ფესვებს შემოდგომით, ფოთლების დაჭკნობის შემდეგ აგროვებენ, ფოთლებს კი ყვავილობის დროს. იხილეთ ვრცლად