ლავანდის ზეთი კანისა და ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ
ის ეფექტურია კანისა და ფრჩხილის სოკოს შემთხვევაში.
კოიმბრის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პორტუგალიის სამხრეთის Lavandula viridis -ის ლავანდის ზეთის დისტილირება და რამოდენიმე პათოგენურ სოკოს ნიმუშზე ტესტირება მოახდინეს. როგორც ცნობილია, სოკოვანი ინფექცია განსაკუთრებით საშიშია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.
ლავანდის ზეთს აღმოაჩნდა დამამშვიდებელი, ანტისპაზმური, ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებები. ის ანადგურებს სოკოების ფართო სპექტრს.
დღეისათვის არსებულ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს ბევრი უსიამოვნო გვერდითი ეფექტი გააჩნია. ამასთან ძალიან გახშირდა სოკოვანი ინფექციები. ამიტომ მედიცინა ახალი, ეფექტური საშუალებების მწვავე ნაკლებობას განიცდის.
ლალი ჩხიკვაძე