დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

პაროდონტოზს მცენარეული ნაკრებით ვუშველით

რამდენიმე წლის წინ შევამჩნიე, რომ კბილების გამოხეხვისას მდიოდა სისხლი. თავდაპირველად ყურადღება არ მიმიქცევია, ვიფიქრე, თავისით გაივლის-მეთქი, მაგრამ როდესაც უკეთესობა ვერ შევამჩნიე, მივმართე სტომატოლოგს, რომელმაც პაროდონტოზის დიაგნოზი დამისვა, თანაც ამიხსნა, რამდენად სერიოზული იყო ეს დაავადება. მეგობარმა ერთი მცენარეული წამალი მირჩია. მისი წყალობით ღრძილებიდან სისხლდენა შემიწყდა. გთავაზობთ რეცეპტს:

  • აიღეთ და დააქუცმაცეთ 1 პეშვი ნაძვის წიწვი, 1 სუფრის კოვზი ხახვის ფურცელი და ასკილი. ყველაფერი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1,5 ლ წყალი, ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, გამოივლეთ პირის ღრუშიც.
ლეილა კობალაძე, ქობულეთი

ეს ჩაი ჭიებს მოგაცილებთ

ისე მოხდა, რომ განავალში ჭიის კვერცხები აღმომაჩნდა. ვიცოდი, რომ ჭიის საწინააღმდეგო წამლები ძალზე ტოქსიკურია, ამიტომ გადავწყვიტე, მესინჯა შინაური, მცენარეული წამალი, რომელიც მეზობელმა მასწავლა:

  • ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და ერთმანეთში აურიეთ 1/4 ჩაის კოვზი ნიგოზი, კოჭა, ტკბილი წითელი წიწაკა, კარდამონი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი და დაფქული ყავა. ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ და დალიეთ. მიიღეთ თითო ულუფა დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ.
ნატო ქარქაშაძე, თელავი


მათთვის, ვისაც გული და უძილობა აწუხებს

რამდენიმე წელია, შემაწუხა გულმა, დამჩემდა ქოშინი, გულისცემის გახშირება, უძილობა. ექიმმა გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი დამისვა. ზაფხულში, აგარაკზე, ერთმა დამსვენებელმა მირჩია ამ მცენარეული ნაყენის მიღება, რომელიც ძალიან მომიხდა:

  • ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 1/2 ჩაის ჭიქა კამის თესლი, 1 სუფრის კოვზი კატაბალახას ფესვი, დაასხით ნარევს 1 ლიტრი მდუღარე წყალი, კარგად შეფუთეთ და გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. შემდეგ ამ ნაყენში გახსენით 1 ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, სანამ ნაყენი არ გათავდება.
კოტე გუგუშვილი, გორი

მცენარეები პანკრეტიტსაც შველის

პანკრეატიტი მეტად უსიამოვნო დაავადებაა. ამ დროს არ შეიძლება ბევრის ჭამა, მეტადრე - ღამით, ასევე უნდა ვერიდოთ ცხიმიან და შემწვარ კერძებს. დაავადების პროგრესირების შეჩერება მცენარეული წამლებითაც შეიძლება:

  • წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ თანაბარი ოდენობის ნეგოს ბალახი, გულყვითელას ყვავილი, სიმინდის ფუჩეჩი და ასკილი. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. 40 წუთის შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ 2 კვირის განმავლობაში.
ლევან მაჭარაშვილი, ხაშური

  • ჭარბი ოფლიანობა აღარ მაშინებს
ვერ ვიტან სიცხეს. ზაფხულში თავს იმის უფლებასაც კი ვერ ვაძლევდი, სხვების თანდასწრებით ცხელი ჩაი ან ყავა დამელია, რადგან მაშინვე ძლიერი ოფლდენა მეწყებოდა. ძლიერ ვოფლიანდებოდი მაშინაც, როცა ვნერვიულობდი. ვერავინ დამეხმარა, ვიდრე თავად არ მივაგენი ხალხურ საშუალებას, რომლის წყალობითაც ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი. როგორც კი თბილი ამინდები დადგება, მაშინვე ვიწყებ სპეციალური ჩაის სმას, რომელიც იოლად მზადდება სალბის ფოთლებისგან: უნდა აიღოთ 1 ჩაის კოვზი სალბი და დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგათ 20 წუთი, გაწუროთ და სვათ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ. ცხელი ამინდების დადგომამდე ორი-სამი კვირით ადრე ვიწყებ და ერთი თვის განმავლობაში ვსვამ ტყის მარწყვის ფოთლების ჩაის. მისი დამზადებაც საკმაოდ ადვილია: 1 სადილის კოვზ ფოთოლს უნდა დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე, ნახევარი საათი გააჩეროთ და დღის განმავლობაში სვათ. ყველას, ვისაც გაძლიერებული ოფლდენა პრობლემად ქცევია, ვურჩევ, ზაფხულობით დღეში ორჯერ მიიღოს კონტრასტული შხაპი. საღამოობით სასარგებლოა მცენარეთა აბაზანები.

  • ბუნებრივ ანტიპერსპირანტად გამოგადგებათ მწვანე ჩაი: 2 ჩაის კოვზს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ, დაუმატეთ 1 ლიმონის წვენი, გაფილტრეთ და ამ ნაყენით დაიზილეთ სხეულის ის პრობლემური ადგილები, რომლებიც ყველაზე ძლიერ გიოფლიანდებათ.  ამგვარი პერსპირანტის გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ, მთელი დღე მშვიდად იყოთ.
სწორედ ასე დავამარცხე ჩემი პრობლემა, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ნაკლებად მაწუხებს. გიგა გობეჩია, თბილისი