დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • ერთ სუფრის კოვზ არყის ფოთოლს ან კვირტს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ ორთქლის აბაზანაში ნახევარი საათი, გააცივეთ და ანადუღარი წყლით ერთ ჭიქამდე შეავსეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე.
  • თუ ღვიძლი გაწუხებთ, ჩაიგუბეთ პირში მზესუმზირას ზეთი და კანფეტივით წუწნეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ზეთი ჯერ გასქელდება, შემდეგ გაწყალდება. ამის შემდეგ გადმოღვარეთ, არ გადაყლაპოთ. თუ ხსნარი რძესავით თეთრია, მაშასადამე, პროცედურა დასრულებულია. თუ მოყვითალო ფერი დაჰკრავს, ნაადრევად გადმოგიღვრიათ და მთელი პროცედურა თავიდან გაიმეორეთ. ბოლოს კი პირში წყალი გამოივლეთ. გააკეთეთ ეს დღეში ორჯერ -  დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ. ამ პროცედურის დროს ორგანიზმი შეიწოვს სასარგებლო ნივთიერებებს, ხოლო ზეთი თქვენი ორგანიზმიდან გამოიტანს დაავადებულ მიკროფლორას.
  • ღვიძლს ძალიან უხდება ახალამოსული ვარდკაჭაჭა. დაკრიფეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გაწურეთ, დაამატეთ შაქრის ფხვნილი და დღეში სამჯერ მიიღეთ 20-20 გრამი.
ირინე ქავთარაძე, რუსთავი

რა მოარჩენს ძირმაგარას?

ჩემი მეუღლე მშენებელია და სამუშაოს საშოვნელად ხშირად უწევს სხვადასხვა ქალაქში სიარული. ერთხელ, როდესაც მშენებლობიდან შინ დაბრუნდა, გულს შემომეყარა: გაციებულს მთელ სხეულზე ძირმაგარები ჰქონდა მოდებული. ერთი რომ შეხორცდებოდა, მეორე ჩნდებოდა. პოლიკლინიკაში უთხრეს, ვიტამინები გაკლიაო. მანაც დაიწყო ვიტამინების კოლოფებით სმა, მაგრამ დაავადება არა და არ  იხევდა უკან. ერთ მშვენიერ დღეს ბებიაჩემის ჩანაწერებში აღმოვაჩინე რეცეპტი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, გადაგვარჩინა. გთავაზობთ ამ რეცეპტს, იქნებ ოდესმე გამოგადგეთ:

  • აიღეთ 5 გრამი (1 სავსე ჩაის კოვზი) ფარსმანდუკი, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 2 საათით და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • ძირმაგარების მომწიფების დასაჩქარებლად კი ლობიოს ფქვილისა და თაფლისგან ვაკეთებდი პატარა ბურთულებს და მტკივან ადგილებზე ვადებდი.

ორ კვირაში უკეთესობა იგრძნო, ერთი თვის შემდეგ კი ყველა ძირმაგარა მოურჩა. დარჩა მხოლოდ პატარა ვარდისფერი ლაქები, რომლებიც თანდათან გაბაცდა და გაქრა.

ნათელა კასრაძე, ქუთაისი


ცისტიტის დროს გამოგადგებათ

მინდა, გასწავლოთ ცისტიტის შესანიშნავი წამალი. ის არაერთხელ გამომიცდია როგორც საკუთარ თავზე, ისე ოჯახის წევრებზეც და იმედი არასოდეს გამცრუებია. აი, მისი რეცეპტიც:

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით ძირტკბილას ფესვი, სიმინდის ულვაში, ჭანგას, არყისა და დათვისკენკრას ფოთლები. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, დააყენეთ 6 საათით, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. გაყავით რამდენიმე ულუფად და მთელი დღის განმავლობაში სვით.

იმკურნალეთ დაავადების ჩაცხრობამდე. თუ რამდენიმე დღეში უკეთესობა ვერ იგრძენით, ექიმის დახმარება დაგჭირდებათ.

ნუნუ ცერცვაძე, სამტრედია

ჩაი დამწვრობასაც უხდება

რამდენიმე წლის წინ აგარაკზე ჩემს უმცროს შვილს ხელ-ფეხზე ადუღებული წყალი გადაესხა. ტკივილისგან, საწყალს, ხმის ამოღების თავიც არ ჰქონდა, დამწვარი ადგილები კი ისე გამოიყურებოდა, როგორც თონიდან ახალგამოღებული გოჭის ზურგი. ღამდებოდა, სანამ სოფელში ფეხით ჩავიდოდი და ამოვიდოდი, გათენდებოდა კიდეც. ბედად, გამახსენდა ბებიაჩემისგან ნასწავლი მეთოდი - ჩაის საფენები. სასწრაფოდ მოვამზადე მაგარი ჩაის ნაყენი და ბავშვს დამწვარზე დავაფინე. რამდენიმე საათში ტკივილმა იკლო, მეორე დღეს კი საერთოდ გაქრა, კიდევ რამდენიმე დღეც და ბავშვს ხელ-ფეხი ისე მოუშუშდა, დამწვრობის კვალიც აღარ დარჩა. გაგაცნობთ ჩემს რეცეპტს:

  • მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი შავი ან მწვანე ჩაი, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და დააყენეთ. შემდეგ გააგრილეთ 13-14 გარდუსამდე, დაასველეთ მასში დოლბანდის ტამპონი და დამწვარ ადგილზე დააფინეთ. თუ სხვანაირად არ მაგრდება, დოლბანდითვე გადაახვიეთ. ნახვევი ცვალეთ ისე, რომ გამოშრობამდე არ მიიყვანოთ. ასე იმკურნალეთ, სანამ ტკივილი არ დაცხრება და დამწვარი ადგილები მოშუშებას არ დაიწყებს. შესაძლოა, ამისთვის 10-12 დღეც დაგჭირდეთ. ჩაის საფენები კარგია მზით დამწვრობის დროსაც. გაითვალისწინეთ, ყოველი პროცედურისთვის უნდა მოამზადოთ ახალი ნაყენი.
ნელი ბატიაშვილი, თბილისი

თუ ფრჩხილები სოკომ დაგიზიანათ

ამას წინათ წავიკითხე თქვენი ერთი მკითხველის წერილი, რომელსაც თურმე ფეხის სოკო აწუხებს. მინდა, გავუზიარო სოკოს სამკურნალო სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი:

  • კარგად დაიბანეთ ხელ-ფეხი თბილი წყლით (ხშირად ხელებიც დაზიანებულია, თუმცა მათი დაზიანება ასე მალე არ იჩენს თავს). აიღეთ წიწვოვანი ხეების ფისი, დააქუცმაცეთ, გააბრტყელეთ დაზიანებული ფრჩხილის ოდენაზე, დაიდეთ და დოლბანდით გადაიხვიეთ. დაიტოვეთ 1-2 დღე.

გაიმეორეთ, სანამ სოკო არ გაქრება და ჯანმრთელი და სუფთა ფრჩხილები არ ამოგივათ. გისურვებთ გამოჯანმრთელებას.

ნანული ცეცხლაძე, ბათუმი