დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

აიღეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ნივრის ახალგამოწურული წვენი, შეურიეთ 150 გ მდუღარე წყალი და გააგრილეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. ყოველ ჯერზე მოამზადეთ ახალი. შეგიძლიათ, დაამატოთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. სვით სრულ განკურნებამდე. დამიჯერეთ, შედეგი არ დააყოვნებს.

ეთერ რურუა

როგორ მოვიცილოთ ძირმაგარა

მოგესალმებით, ძვირფასო რედაქციავ. მართალია, დღეს აფთიაქებში ათასნაირი მალამო იყიდება ძირმაგარას მოსამწიფებლად, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ერთი შინაური წამალი გასწავლოთ. ეს წამალი მართლაც სასწაულმოქმედია, მე პირადად ერთი დადება მყოფნის ძირმაგარას მოსამწიფებლად და ფესვიანად ამოსაგდებად. ის ადვილადაც მზადდება და იაფიც ჯდება: ერთმანეთში აურიეთ ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და სიმინდის ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. ამ მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულა, მიიწებეთ ძირმაგარაზე, გადაიხვიეთ და ორი დღე დაიტოვეთ. როცა მოიხსნით, ძირმაგარას ადვილად ამოაგდებთ. თუ ბოლომდე არ ამოვარდა, კიდევ ერთხელ მიიწებეთ ეს ცომი - აუცილებლად გიშველით. ეს წამალი ბებიამ მასწავლა. მან ისიც მითხრა, რომ ის ყოველგვარ ჩირქგროვას (მათ შორის - დაჩირქებულ სარძევე ჯირკვალსაც) შველის. მე ჯერჯერობით მხოლოდ ძირმაგარაზე გამოვცადე და კმაყოფილი ვარ.

ცისანა გაგლოშვილი

თმის ცვენას და ქერტლს ასე უშველით

მართალია, თმის ცვენა და ქერტლი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მაგრამ იმდენად დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანს, მით უმეტეს, ქალს, რომ შესაძლოა, ნევროზამდე მიიყვანოს და, აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობაც შეულახოს. მე თვითონ ვიყავი ასეთ დღეში. რა არ ვცადე, რა ვიტამინები არ ვსვი, რა შამპუნით არ ვიბანე თავი... ერთხანს მშველოდა, მერე კი თმა ეჩვეოდა შამპუნს და ახლის ძებნა მიწევდა. მეზობელმა მასწავლა, თმაში ჭინჭრის ნახარში შეიზილეო. ვცადე და მართლაც შეუდარებელი ეფექტი მივიღე. ნახარში ასე მზადდება: 1 სუფრის კოვზ ჭინჭარს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. გააჩერეთ 1,5 საათი და გაწურეთ. შეიზილეთ თმის ძირებში კვირაში ერთხელ შეძლებისდაგვარად დიდხანს.

მარიამ კუსრაშვილი

ჭარბი ოფლიანობის დროს დეზოდორის ხმარება არ კმარა

ბავშვობიდან მახასიათებს ჭარბი ოფლიანობა. ეს ალბათ გენეტიკურია, რადგან დედასაც აწუხებდა და ბებიასაც. სწორედ დედამ მასწავლა, რომ მარტო ჰიგიენის დაცვით საქმეს ვერ ვუშველიდი და რომ აუცილებელი იყო შინაგანი მკურნალობაც. ამისთვის პერიოდულად, წელიწადში 2-ჯერ მაინც, ერთი თვის განმავლობაში ვსვამდი სალბის ფოთლების ნაყენს. მინდა, მისი რეცეპტი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო - დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გამოადგება. 1 სუფრის კოვზ სალბის ფოთოლს დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ. გარდა ამისა, ყოველ საღამოს, შხაპის ან აბაზანის შემდეგ, კარგად გამშრალებულ იღლიებზე მიიფქრვიეთ სოდა ან ტალკი, დილით კი დეზოდორები ისხურეთ.

მედეა კასრაძე

დაიბრუნეთ კარგი მხედველობა

ისეთი სამუშაო მაქვს, თითქმის ყოველდღე რამდენიმე საათს ვატარებ კომპიუტერთან. ამის გამო მხედველობა ნელ-ნელა გამიფუჭდა, თავად განსაჯეთ - ორი წლის განმავლობაში ორჯერ დამჭირდა სათვალის ნომრის შეცვლა.  მეგობარმა მასწავლა მხედველობის გასაუმჯობესებელი რეცეპტი. ეს დასალევი საშუალება იყო და ეჭვი შემეპარა, რომ მიშველიდა, რადგან მეგონა, თვალების მკურნალობა მხოლოდ წამლის ჩაწვეთებით იყო შესაძლებელი, მაგრამ მაინც ვცადე და ფაქტია, მომდევნო ორი წლის განმავლობაში სათვალე არ გამომიცვლია.  აი ეს რეცეპტი: 1 სუფრის კოვზ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით 200 მლ ცხელი წყალი და ადუღეთ 30-40 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან, გააცივეთ, გაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით თავდაპირველ მოცულობამდე (ანუ 200 მლ-მდე) და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. იცოდეთ, ეს ნახარში საკმაოდ ძლიერმოქმედია, ამიტომ ეცადეთ, დოზას არ გადააჭარბოთ, თორემ შესაძლოა, წნევა დაგიგდოთ.

ბიძინა კიკვიძე