დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • ნახევარი ჩაის ჭიქა თაფლი შევათბოთ ორქლის აბაზანაში.

მტკივან სახსარზე 15-20 წუთით დავიდოთ სათბური. პერიოდულად მდგომარეობა ვუცვალოთ, რომ სახსარი მთლიანად და კარგად გათბეს. გამთბარი თაფლი პატარ-პატარა ულუფებად წრიული მოძრაობით რბილად შევიზილოთ სახსარში. პროცედურა დაახლოებით 20 წუთს უნდა გაგრძელდეს. შემდეგ სახსარზე ვიფენთ დოლბანდს და თბილად ვიხვევთ. 2 საათის შემდეგ საფენს ვიხსნით და ფეხს თბილი წყლით ვიბანთ. მკურნალობის კურსი 10 სეანსს შეადგენს. პირველი სამი ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს, ხოლო მომდევნოები - 2-3 დღეში 1-ხელ.

დაღლილობის დამარცხებაში ასფურცელა დაგეხმარებათ

გაზაფხულზე ადვილად დაღლა და ზოგადი სისუსტე ჩვეულებრივი რამაა. გთავაზობთ ჩაის, რომელიც ორგანიზმს დაღლილობის დამარცხებასა და დატვირთვის ატანაში ეხმარება.

  • 1 სადილის კოვზ ასფურცელას გამხმარ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 2 საათით გააჩერეთ.

მიიღეთ 1 სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. სვით მანამდე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ დაღლილობა იოლად ვეღარ გერევათ.

თუ მეხსიერება გღალატობთ

  • აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის სტაფილო და წვრილად გახეხეთ. 100-150 გრამს უხვად დაასხით მზესუმზირას ზეთი. მიღებული მასა გაყავით ორად. ნახევარი უნდა მიირთვათ დილით, უზმოზე, ნახევარი - სამხარზე.

მკურნალობა გრძელდება 2-3 კვირა. ეს წამალი ეკრძალებათ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულებს.

მათთვის, ვისაც დაბალი ჰემოგლობინი აქვს

რამდენიმე ხნის წინ მძიმე ოპერაცია გადავიტანე. ერთი მხრივ - ავადმყოფობის, მეორე მხრივ კი მკურნალობის გამო ჰემოგლობინი ძალიან დამიქვეითდა. მეგობარმა ამ წამლის მომზადება მირჩია. მისი წყალობით სამიოდე კვირაში ჰემოგლობინის მაჩვენებელი თითქმის ნორმამდე ავიდა. სიამოვნებით გიზიარებთ რეცეპტს:

  • 1 ლიტრი შავი ღვინო შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ ალკოჰოლი არ აორთქლდება. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ და დაუმატეთ 1 კგ სტაფილოს, ამდენივე ჭარხლისა და ბროწეულის წვენი, ასევე - 1 ჩაის ჭიქა თაფლი. კარგად აურიეთ, ჩაასხით მინის ჭურჭელში და შედგით მაცივარში. მიიღეთ ყავის ფინჯნით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ქრონიკული ჰეპატიტის მკურნალობა ქერითაც შესაძლებელია

ჩემს მეუღლეს ქრონიკული ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს. მდგომარეობა ძალზე სერიოზული იყო, რეალური გახლდათ ციროზის განვითარების საშიშროება. ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს იღებდა, მაგრამ მაინც ვეძებდი ხალხურ წამლებს და მივაგენი კიდეც:

  • 3 კგ ქერს დავასხათ 6 ლიტრი წყალი, 2 საათით გავაჩეროთ, შემდეგ ნელ ცეცხლზე შევდგათ და ვადუღოთ, სანამ წყალი არ განახევრდება. გადმოვდგათ ქურიდან, გავაცივოთ, გადავწუროთ და გამოვწუროთ. მივიღოთ მეოთხედი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

გაიწმინდეთ ორგანიზმი ვიტამინებით

გთავაზობთ მეტად სასარგებლო რეცეპტს, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმს ყველაზე საჭირო ვიტამინების დახმარებით გაიწმენდთ.

  • აიღეთ 1 კგ საშუალო ზომის სტაფილო და 1 კგ უკურკო ქიშმიში. სტაფილო დაჭერით 2 სმ სიგანის რგოლებად და ქიშმიშთან ერთად ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით 2,5 ლ ნადგამი წყალი და შემოდგით ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, ცეცხლს დაუკელით და კიდევ საათ-ნახევარი ხარშეთ.

უნდა გამოვიდეს დაახლოებით 7 ჭიქა ნახარში, რომელსაც გადაწურავთ და მაცივარში შედგამთ. მიღების წესი ასეთია: ნახევარი ჭიქა ნახარში შეათბეთ და დალიეთ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით, ღამის 12 საათის შემდეგ. სტაფილო და ქიშმიში სამად გაყავით და სამი დღის განმავლობაში მიირთვით. ნახარში ეფექტიანად წმენდს ნაწლავებს, თირკმელებსა და ღვიძლს. ორგანიზმის გაწმენდა ასეც შეიძლება:

  • 1 ცალი ლიმონი გარეცხეთ და კანიანად გახეხეთ. დაუმატეთ ასევე გახეხილი 1 საშუალო ზომის ნივრის თავი. მოათავსეთ ეს ყველაფერი ლიტრიან ქილაში, დაასხით 2 ჭიქა გაცივებული ანადუღარი წყალი და 45 საათით დადგით სიბნელეში.

მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. თუ ორკვირიან კურსს წელიწადში 3-ჯერ ჩაიტარებთ, გაგეწმინდებათ ნაწლავები, 4-5-ჯერ ჩატარებისას კი მთელი ორგანიზმი გათავისუფლდება მავნე წიდისგან.