სახსრების მკურნალობა დაფნის ფოთლის ნაყენით
ჩემმა მძახალმა ეს რომ გაიგო, ძალიან უბრალო, მაგრამ უებარი საშუალება მასწავლა:
ჭიქაში უნდა ჩააგდოთ 1 ცალი დაფნის ფოთოლი და დაასხათ მდუღარე წყალი. როცა შეგრილდება, გადაწუროთ და დალიოთ. მეორე დღეს 2 ფოთოლს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე, მესამე დღეს - 3-ს და ასე ახვიდეთ 10 ფოთლამდე, შემდეგ ასეთივე თანმიმდევრობით ჩამოხვიდეთ 1 ფოთლამდე.
ან ნაყენით შეგიძლიათ უმკურნალოთ ოსტეოქონდროზს, ართრიტს, ართროზს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დაფნის ნაყენი სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, ამიტომ მისი მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
ამ კურსს ვიტარებ 6 თვეში ერთხელ. ვისაც იგივე პრობლემა გაქვთ, სცადეთ, ეგებ თქვენც მოგიხდეთ.
ჯ. ფანცულაია