შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო რეცეპტები "კარაბადინიდან" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო რეცეპტები "კარაბადინიდან"

შეგახსენებთ, რომ გამოსულია ამ წიგნის პირველი და მეორე ნაწილი, ამასთან არსებობს თითოეული ნაწილის ილუსტრირებული და არაილუსტრირებული ვერსიები. შესაბამისად განსხვავებულია ფასიც. წიგნების შეძენა შეგიძლიათ წიგნის მაღაზიათა ქსელში "ბიბლუსი".

"კარაბადინში" თითქმის ყველა სისტემის დაავადებათა სამკურნალო რეცეპტებს ნახავთ, რომლებიც ხალხში გამოცდილი და აღიარებულია.

mkurnali.geდიდი ხანია შაქრიანი დიაბეტი მაწუხებს. დიაბეტის სამკურნალო წამლებსაც ვსვამ, მაგრამ ზოგჯერ შაქარი სისხლში ისე თამაშობს, არავითარ წამალს არ ემორჩილება. ამიტომ გადავწყვიტე, წამლებისთვის მცენარეებიც მიმეშველებინა. თქვენს გაზეთშიც წავიკითხე რამდენიმე რეცეპტი, რომლებიც შაქრის დასაქვეითებლად გამოიყენება; ახლა კი ჩემ მიერ გამოცდილი, მეტად ეფექტიანი რეცეპტებიც მინდა გავუზიარო მკითხველს. როცა შაქარი სისხლში მომატებული გაქვთ, შეგიძლიათ რამდენიმე მარტივი მცენარეული წამალი მოამზადოთ და მონაცვლეობით გამოიყენოთ. შედეგი აუცილებლად გაგაოცებთ: 1) 2 ს/კ დაფქული გამხმარი ასკილის ნაყოფი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დააყოვნეთ 6 საათი. შემდეგ გაწურეთ. ეს ნაყენი ერთ დღეში უნდა დალიოთ. სვით 100-100 გრამი ჭამამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა სისხლში შაქრის დონეზეა დამოკიდებული; 2) 4-5 ცალ საშუალო ზომის ხახვს მოაცილეთ კანის ზედა ფენა, გარეცხეთ და კანის დარჩენილ ფენასთან ერთად წვრილად დაჭერით. დაასხით თბილი ანადუღარი წყალი და დატოვეთ მთელი ღამით. სვით 1/3 ჭიქა ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სხვათა შორის, ხახვის ნაყენი ძალიან კარგი ყოფილა არა მხოლოდ დიაბეტიანების სამკურნალოდ, არამედ შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისთვისაც; 3) დღის განმავლობაში შეჭამეთ 3 მცირე ზომის ხახვი შავ პურთან ერთად - ყოველი ჭამის წინ თითო თავი; 4) 1 ს/კ თეთრი ფითრის ტოტებსა და ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა არაყი, დადგით ბნელ ადგილას 7 დღე, შემდეგ გადაწურეთ და ნალექიც გამოწურეთ. სვით 2 ჩ/კ წყალთან ერთად 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე; 5) ამ რეცეპტებიდან ყველაზე ეფექტიანია წიწიბურისა და მაწვნის ნარევი: 2 ს/კ წიწიბურის ფქვილს დაასხით 1 ჭიქა მაწონი და დადგით 10 საათი. ამ ფაფით უნდა ისაუზმოთ და საღამოს - ივახშმოთ. ჩაის მაგივრად სვით ვარდკაჭაჭასა და კალენდულას ნაყენი. მას შემდეგ, რაც მცენარეულ საშუალებებს ვიყენებ, შაქრის დონე სისხლში სულ წესრიგში მაქვს.

პატივისცემით, ნ. ბ.

ექიმის კომენტარი: ფიტოთერაპიას მეორე ტიპის (ანუ არაინსულინდამოკიდებული) შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას მართლაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება თვითნებურად ანტიდიაბეტური პრეპარატების მიღების შეწყვეტა და მხოლოდ მცენარეული საშუალებების იმედად ყოფნა - ფიტოთერაპია ამ შემთხვევაში მხოლოდ დამხმარე მეთოდია და არა ძირითადი.

ახლა კი მოკლედ მიმოვიხილოთ მოწოდებულ რეცეპტთა ზოგიერთი კომპონენტი:

ასკილი უნიკალური მცენარეა თავისი მრავალფეროვანი ქიმიური შემადგენლობით და მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტებით. იგი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ორგანული მჟავებით, ფლავონოიდებით და სხვა აქტიური ნივთიერებებით. მისი პრეპარატები ააქტიურებს ორგანიზმის ფერმენტულ სისტემებს, დაცვის უნარს სხვადასხვა ინფექციისა და მავნე ფაქტორების ზემოქმედებისას, აქვს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და ნაღველმდენი მოქმედება. გარდა ამისა, ასკილი აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას, ჰორმონების სინთეზს და დადებითად მოქმედებს ნახშირწყლების (შაქრების) ცვლაზე.

ხახვი და მისი პრეპარატები ფიტოთერაპიაში გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო, ათეროსკლეროზის სამკურნალო, ჰიპოტენზიურ საშუალებად, ხველის, კანის ჩირქოვანი პროცესების დროს, თუმცა ხახვის შაქრის დამწევი ეფექტის შესახებ ჩვენთვის უცნობია.

ფითრს აქვს ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო და წნევის დამწევი ეფექტი, წმენდს ორგანიზმს აზოტოვანი ნარჩენებისგან - ეს მცენარე, როგორც ჩანს, დიაბეტის გართულებების თავიდან ასაცილებლად არის ეფექტიანი.

რაც შეეხება წიწიბურისა და მაწვნის ნარევს, ამ რეცეპტის შესახებ ჩვენ "კარაბადინში" ადრეც გვისაუბრია - ეს საკმაოდ ეფექტიანი საშუალებაა დიაბეტის, წნევის, მარილების, ათეროსკლეროზის სამკურნალოდ.

ვარ 65 წლის ქალი. ბოლო დროს შემაწუხა ხშირმა შარდვამ და წყურვილის გრძნობამ, გული ხშირად მიჩქარდებდა, წნევაც მაქვს. სისხლის ანალიზმა მომატებული შაქარი აჩვენა. ძალიან შემაშინა ამ დიაგნოზმა, მაგრამ შემდგომ, როდესაც შევიტყვე, თურმე დღეს ძალიან გახშირებულია ასაკოვან ადამიანებში მსგავსი შემთხვევები, ყველა ნაცნობს ვუამბე ჩემი გასაჭირი. ერთმა ქალბატონმა მირჩია, ნივრის თესლის სპირტიანი ნაყენი მიიღეო.

ნივრის თესლი ძალიან მცირე ზომისაა - 2-3 მმ-მდე, მაგრამ ეფექტიანი ნაყენის მოსამზადებლად სულ 7-8 ცალი თესლი დაგჭირდებათ. მას უნდა დაასხათ ნახევარი ლიტრი არაყი, დადგათ გრილ, ბნელ ადგილას 5-6 დღე და წამალიც მზადაა. ნახევარ ჭიქა თბილ წყალში გახსენით ნაყენის 5-5 წვეთი. სვით დილაობით, უზმოზე და საღამოობით, ძილის წინ. დაუჯერებელია, მაგრამ ამ ერთი შეხედვით უბრალო ნაყენმა სისხლში შაქარი ისე მომიწესრიგა, რომ უკვე მესამე თვეა, წამალი აღარ მჭირდება. წნევაც აღარ მაწუხებს, თავის ტკივილი და გულის ფრიალიც მომეხსნა.

პატივისცემით, ირინა დ.

ექიმის კომენტარი: ნივრის სამშობლოდ სამხრეთი აზია ითვლება. ძველ ქართულ სამედიცინო ხელნაწერებში მოხსენიებულია ნიორი, ნივრის ქერქი, თესლი, ყვავილი. ნიორი იხმარებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება თავის ტკივილის, საერთო სისუსტისა და სხვა მრავალი დაავადების დროს. კბილის ტკივილისას ხმარობდნენ ნივრიან სავლებს. ნივრით მკურნალობდნენ კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, ბუასილს.

სამედიცინო გამოკვლევით დადგინდა, რომ ნივრის ბოლქვი შეიცავს საკმაო რაოდენობით ეთერზეთ ალიცინს, რომელსაც აქვს სპეციფიკური სუნი და ბაქტერიციოდული (ბაქტერიების გამანადგურებელი) მოქმედება. გარდა ამისა, ნიორი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ფიტოსტერინებს, ასკორბინის მჟავას და B ჯგუფის ვიტამინებს.

დღეს ნივრის პრეპარატებს იყენებენ ღვიძლის, ბრონქების, ფილტვების დაავადებათა სამკურნალოდ, ნაწლავებში დუღილისა და ლპობის პროცესების დასათრგუნავად, გრიპისა და სხვა ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისათვის. აგრეთვე ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადების, ტროფიკული წყლულების, ტრიქომონადული კოლპიტების, ჭიებით ინვაზიის სამკურნალოდ.

ნივრის მშრალ ექსტრაქტს შეიცავს პრეპარატი "ალოქოლი", რომელსაც იყენებენ ჰეპატიტების, ქოლანგიტების, ქოლეცისტიტების და ქრონიკული ატონიური ყაბზობის სამკურნალოდ.

რაც შეეხება ნივრის თესლის სპირტიანი ნაყენის მიღებისას სისხლში შაქრის მომწესრიგებელ ეფექტს, რაზეც მკითხველი საუბრობს, ამის შესახებ ხალხურ მედიცინასა და ფიტოთერაპიულ ცნობიერებაში არაფერია ნათქვამი, თუმცა ბოლოდროინდელი კვლევებით დადგინდა, რომ ნივრის შემადგენლობაში შემავალ ამინომჟავებს აქვს პირდაპირი ჰიპოგლიკემიური მოქმედება, აძლიერებს სისხლში არსებული ინსულინის მოქმედებას და გლიკოგენის სინთეზს ღვიძლში, რაც ხელს უწყობს ნახშირწყლოვანი ცვლის მოწერიგებას ისევე, როგორც ამას აკეთებს დიაბეტის სამკურნალო ოფიციალური პრეპარატები. ნიორში შემავალი ალიცინი ასტიმულირებს პანკრეასის უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციას, ამიტომ ნივრის პრეპარატები წარმატებით აწესრიგებს შაქარს, განსაკუთრებით მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს, ჭარბი წონის მქონე პაციენტებში. ნიორში შემავალი ქრომის იონები კი ზრდის ქსოვილთა დაქვეითებულ მკურნალობას გლუკოზისადმი. ასე რომ, დიაბეტით დაავადებულ ადამიანს შეუძლია ჩართოს რაციონში ნიორი და ამასთან ერთად გამოიყენოს მკითხველის მიერ შემოთავაზებული რეცეპტი.

mkurnali.ge

სელის თესლით ძალიან ეფექტიანად ვმკურნალობ ისეთ სერიოზულ დაავადებას, როგორიც შაქრიანი დიაბეტია.

2 ს/კ სელის თესლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წთ, გადმოდგით, შეაგრილეთ და თბილ-თბილი დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეში კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობაში დადებითი ცვლილებები ხდება და ეს ცვლილებები იმდენად შესამჩნევია, რომ დიაბეტიანებს ზოგჯერ უწევთ ინსულინის დოზის დაკლებაც კი. სელის ნაყენის სმა საჭიროა ერთი წლის განმავლობაში. ამასთან ერთად, პერიოდულად უნდა სვათ ვარდკაჭაჭას ნაყენი. იგი აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში და წმენდს ორგანიზმს დიაბეტის დროს წარმოქმნილი შხამებისგან. დიაბეტიანებს ვურჩევ ხშირად პრასის ჭამას. ეს მცენარეც აწესრიგებს შაქრის დონეს.

პატივისცემით, ლია ნ.

ექიმის კომენტარი: სელი, ისევე როგორც ხორბალი, ერთ-ერთი უძველესი კულტურათაგანია. სელი საქართველოშიც უძველესი დროიდან მოჰყავთ. ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ხმარობდნენ სელისგან დამზადებულ ქსოვილებს. სტრაბონის ცნობით, კოლხიდაში ბევრი სელი ითესებოდა. ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ ეგვიპტის შემდეგ სელის ბოჭკოს ღირსებით განთქმული იყო საქართველო. ამ კულტურას ყოველმხრივ იყენებდნენ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამკურნალო საქმეშიც. ძველი ქართული სამკურნალო წყაროებიდან ვიგებთ, რომ სამკურნალოდ გამოიყენებოდა სელის თესლი, ზეთი, წვენი, აგრეთვე ქსოვილი - ზოგიერთი ავადმყოფის ტანისამოსი და ხელსახოცი სელის ტილოს ნაჭრისა უნდა ყოფილიყო. სელი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ცილებით, A ვიტამინით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, ლორწოთი, გლიკოზიდ ლინამარინით. სელში შემავალ ლორწოს და გლიკოზიდ ლინამარინს აქვს ლორწოვანი გარსის შემომგარსველი ეფექტი, ამიტომ სელის ნაყენი ეფექტიანია გასტრიტებისა და ენტეროკოლიტების სამკურნალოდ. ეს ნაყენი აგრეთვე ხელს უშლის ნაწლავიდან ინფექციური ტოქსინების შეწოვას. სელში შემავალ ცხიმოვან მჟავებს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა რეგენერაციის გამაძლიერებელი, მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. სელის ნაყენს უნიშნავენ კუჭისა და თორმეტგოჯას პეპტიკური წყლულის, საყლაპავის დაავადებების, ენტერიტებისა და კოლიტების დროს. საუცხოოა სელი ატონიური ყაბზობისა და სიმსუქნის დროს. სელის ზეთში შემავალი ლინეტოლი ანტისკლეროზული ეფექტით ხასიათდება. მკურნალობის ეფექტი მხოლოდ ხანგრძლივი უწყვეტი მკურნალობის შედეგად აღინიშნება. ლინეტოლი გამოიყენება აგრეთვე კანის სხივური დაზიანებისა და თერმული დამწვრობის დროს. ჩვენთვის უცნობია სელის ანტიდიაბეტური ეფექტის შესახებ.

ვარდკაჭაჭაც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ქართულ მედიცინაში. მას სხვადასხვაგვარი დანიშნულებით იყენებენ. ამჟამად არჩევენ ვარდკაჭაჭას ჯიშების ორ ჯგუფს: ერთი, რომელთა ფოთლები ეძლევათ საჭმელად, სალათის სახით, დიაბეტით დაავადებულებს და მეორე, რომლის ფესვები იხმარება საშაქარლამო წარმოებაში ციკორიუმის მოსამზადებლად.