News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ფეხების ტკივილისა და შეშუპების სამკურნალოდ

მუხლზე მიღებული ტრავმის ხანგრძლივად მკურნალობის შემდეგ დამეწყო ტკივილი და შეშუპება. ანალოგიური პრობლემის მქონეთ ვურჩევ:

  • 3 მოზრდილი კბილი ნიორი დანაყეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 5 წუთი ნელ ცეცხლზე. გაცივების შემდეგ ეს ნახარში წაისვით მტკივან კიდურზე დილას და საღამოს. ტკივილი თანდათანობით უკან დაიხევს, ერთი თვის შემდეგ კი ფეხები აღარ შეშუპდება.
ლალი პატაშური, ახმეტა

კოჟრს ადვილად მოიშორებთ

  • კოჟრისგან მოგვრილ ტკივილსა და დისკომფორტს ადვილად გაუმკლავდებით, თუ ძილის წინ ფეხებს წყალში დაილბობთ და შემშრალების შემდეგ კოჟრზე ლიმონის კანს რბილობიანად დაიდებთ. 5 დღის შემდეგ კოჟრი მოგშორდებათ.
ლიკა რევაზიშვილი, ხაშური

როცა შაკიკი გვიტევს

რამდენიმე წელია თავის ტკივილი მაწუხებს. ექიმმა შაკიკის დიაგნოზი დამისვა და მკურნალობაც დამინიშნა, თუმცა პერიოდული შეტევები მაინც მაქვს. გადავწყვიტე შინაური საშუალებაც მეცადა. შედეგით კმაყოფილი დავრჩი.

  • აიღეთ 3 სუფრის კოვზი ასკილი, 2 სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილი და 1 ჩაროზის კოვზი პიტნა. ამ ნარევის 1 სუფრის კოვზი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ სარქველი და გააჩერეთ 30-35 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა 2-ჯერ დღეში, ჭამის დროს.
ქეთი მძინარიშვილი, გორი

ფეხების შეშუპებას სელის თესლის ნახარში მოგიხსნით

სამსახურის სპეციფიკის გამო მთელი დღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება მიწევს და ფეხები მისივდება, განსაკუთრებით ზაფხულობით. პრობლემას სელის თესლის ნახარშით ვუმკლავდები.

  • 4 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 10-15 წუთით. ქურიდან გადმოდგმის შემდეგ ქვაბი შეფუთეთ თბილ ნაჭერში და გააჩერეთ 1 საათით. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა თბილი ნახარში 2-საათიანი ინტერვალებით, დღეში 6-8-ჯერ.
ლელა ლეკვეიშვილი, ქუთაისი

ტოქსინებისგან გასაწმენდი შინაური საშუალება

დღევანდელ მძიმე ეკოლოგიურ პირობებში მნიშვნელოვანი ხდება ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა, რისთვისაც საუკეთესო საშუალება სელის თესლის ნახარშია.

  • 1 ჩაის ჭიქა სელის თესლს დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი და ხარშეთ 2 საათი ორთქლის აბაზანაზე. გააცივეთ 40 გრადუსამდე და მიიღეთ დღეში 1 ლიტრი 2-3 კვირის განმავლობაში.
ნატო ლოლაშვილი, ახმეტა