ფიტოთერაპია პროსტატის დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიტოთერაპია პროსტატის დაავადებების დროს

  • თითქმის არ ახასიათებს გვერდითი ეფექტები;
  • შეიძლება მათი ხანგრძლივი გამოყენება, აუცილებლობის შემთხვევაში - 1-2 წლის განმავლობაშიც კი;
  • ქრონიკული ფორმების დროს არ იწვევს ჰიპოვიტამინოზსა და დისბაქტერიოზს;
  • კარგად შერჩეული კომბინაციებით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ორგანოს მკურნალობაც.

სამკურნალო მცენარეების თერაპიულ ეფექტს აძლიერებს ფიტოპრეპარატის ელექტრო-, ფონო- და მაგნიტოფორეზი.

თერაპიული ეფექტი

შარდსასქესო ორგანოთა დაავადებების დროს ფიტოპრეპარატების ეფექტი ეფუძნება მათ ანტიმიკრობულ, ფიტონციდურ, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზურ, ტკივილგამაყუჩებელ თვისებებს. მათ შეუძლიათ იმუნური სტატუსისა და სასქესო ფუნქციის მოწესრიგება. მწვავე ინფექციური პროცესის - გონორეის, ქლამიდიოზის, ურეაპლაზმოზისა და სხვათა დროს აუცილებელია სათანადო მედიკამენტური მკურნალობის ჩატარებაც. ბევრს მიაჩნია, რომ ფიტოპრეპარატებით შესაძლებელია ნებისმიერი ქიმიური მედიკამენტის შეცვლა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უმჯობესია, ფიტოთერაპია დაიწყოთ მედიკამენტური მკურნალობის ბოლოს, როდესაც პროცესი გამოჯანმრთელებისკენ მიდის.

ფიტოპრეპარატის მომზადება და გამოყენება

გამომშრალ და დანაწევრებულ ნედლეულს ათავსებენ საგანგებოდ მომზადებულ ჭურჭელში, ასხამენ მდუღარე წყალს, ახურავენ თავსახურს და დგამენ მდუღარე წყლის აბაზანაში. ნაყენი, ნახარში და ჩაი უნდა მიიღოთ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. საჭიროებისამებრ, შეიძლება შეთბობაც. თუ პრეპარატის მიღების პირველ დღეებში დისკომფორტი იგრძენით, უმჯობესია, დოზა გაანახევროთ.

რეკომენდებული მცენარეები

ჟენ-შენი. უმჯობესია 8-10 წლის მცენარის ფესვის გამოყენება. იგი აძლიერებს ორგანიზმში აღგზნება-შეკავების პროცესებს, ზრდის დაავადებებისადმი წინააღმდეგობის უნარს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და გონადოტროპული ეფექტი, აჩქარებს ქსოვილთა აღდგენის პროცესს. ნაყენის მომზადება რეკომენდებულია 70%-იან სპირტზე თანაფარდობით 1:10. უნდა მიიღოთ 15-20 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

კრაზანა. სამკურნალოდ ყვავილობის დროს უნდა შეაგროვოთ მცენარის ზედა ნაწილები, რომლებსაც შარდმდენი და ანტიმიკრობული თვისებები აქვს, აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას, ხსნის სისხლძარღვთა სპაზმს, აუმჯობესებს პროსტატის სისხლით მომარაგებას, სასქესო ჰორმონების, განსაკუთრებით - ანდროგენების გამოყოფას, რაც, თავის მხრივ, ზრდის სქესობრივ აღგზნების ხარისხსა და სქესობრივი აქტივობას. რეკომენდებულია მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში შეგუბებისა და იმპოტენციის დროს. ნაყენის მოსამზადებლად ორ სადილის კოვზ კრაზანას დაქუცმაცებულ ყვავილს უნდა დაასხათ ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი და ორი საათით დააყენოთ. ქრონიკული პროსტატიტის დროს უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.

ჭინჭარი. ჭინჭრის ყვავილობისას დაკრეფილი ფოთლებისგან მომზადებულ წამალს აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელი ეფექტი. იგი აფერხებს ორგანიზმში ტესტოსტერონის დაშლას, რაც აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლის ნორმალური მოქმედებისა და სქესობრივი აქტივობისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარის თესლიც. 5 სადილის კოვზ თესლს უნდა დაასხათ ნახევარი ჭიქა პორტვეინი, ადუღოთ 5 წუთი, გააცივოთ და გაწუროთ. მიიღოთ 50 მლ ძილის წინ.