ფაღარათის დროს რეკომენდებული ფიტორეცეპტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფაღარათის დროს რეკომენდებული ფიტორეცეპტები

.

* მოზრდილებისა და აგრეთვე ბავშვებისათვის (5 წლის ზემოთ) ფაღარათის საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია დაფქვილი სახით "კუტი კულას" – ქათმის კუჭის შიგნითა გარსის მიღება. ამისათვის სასურველია აღნიშნული გარსი წინასწარ გქონდეთ მომზადებული, ის ნაზად უნდა მოაცილოთ ქათმის კუჭს, კარგად გარეცხოთ და გააშროთ (გაახმოთ). გამოყენების წინ ქვასანაყში კარგად დანაყოთ და ფხვნილის სახით მიიღოთ 2-ჯერ დღეში თბილი წყლის მიყოლებით.

სასურველია ოჯახში გქონდეთ წინასწარ მომზადებული შოთხვის ნაყენი, რომელსაც საჭიროებისამებრ ფაღარათის დროს გამოიყენებთ.

მომზადების წესი:

აიღეთ 2 ჩაის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული შოთხვის ქერქი, დაასხით 1 ჭიქა არაყი, გააჩერეთ 2 კვირა. ფაღარათის დროს მიიღეთ დღეში 4-ჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით.

  • სასარგებლოა მოცვის ნაყენის მიღებაც. მოცვის ნაყოფს უნდა დაასხათ მდუღარე წყალი, ცოტა ხანი გააჩეროთ ჩაის ნაყენის მსგავსად და შემდეგ მიირთვათ.
  • კარგი საშუალებაა ფაღარათის დროს ცირცელის ახლად გაწურული წვენი _ დღეში 3-ჯერ 1/3 ჭიქის მოცულობით.
  • მუხის ქერქის ნაყენი მხოლოდ მოზრდილებისათვის (ბავშვებს ნუ დაალევინებთ) --- აიღეთ 1 სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული მუხის ქერქი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული შეგრილებული წყალი, გააჩერეთ 8 საათი, გადაწურეთ და დღეში 3-ჯერ ჭამის წინ მიირთვით ყლუპ-ყლუპად.

* * *

ცნობილია ნოსალების რეცეპტი, რომელიც წამლის მომზადების შედარებით რთულ წესს მოიცავს: შედგება ორი ა და ბ ნაწილისაგან.

ა ნაწილი (I ნარევი) _ აბზინდა, მინდვრის შვიტა, ასისთავა და ანგელოზა (5-5 გრამის ოდენობით)

ბ ნაწილი (II ნარევი) _ პიტნის ფოთოლი და კატაბალახას ფესვი (2-2 გრამის ოდენობით);

I ნარევს უნდა დაასხათ 500 მლ წითელი ღვინო, შემოდგათ ნელ ცეცხლზე, მიიყვანოთ ადუღებამდე, დაამატოთ მეორე ანუ ბ ნარევი, გააჩეროთ 30 წუთი, კარგად გაწუროთ და დღეში 3-ჯერ ჭამის წინ მიიღოთ მისი წყალხსნარი (მიღების წინ მომზადებული წამლის 3-4 სადილის კოვზი უნდა გახსნათ ერთ ჭიქა წყალში).

ავტორი თინათინ გოცაძე