ქიშმიში ოსტეოპოროზის განვითარებას აფერხებს
მაგნიუმის შემცველობის გამო კი მას ნევროპათოლოგებიც უწევენ რეკომენდაციას. ქიშმიშს ურჩევენ ნერვულ და ადვილად აღგზნებად ადამიანებს. ბორის დიდი შემცველობის გამო მას სამკურნალოდ იყენებენ ორთოპედები. ის აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას. ქიშმიშში დიდი რაოდენობითაა მანგანუმი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლისთვის. ნუ შეიძენთ ჩირს, თუ მეტისმეტად ხმელია ან ღვინის გემო დაჰკრავს - ეს უხარისხობის ნიშანია, შავი წერტილები კი მწერების მიერ დაბინძურებაზე მიუთითებს.