რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
კარტოფილი აახალგაზრდავებს კანს და გვიცავს ჭაღარისგან
კარტოფილი აახალგაზრდავებს კანს და გვიცავს ჭაღარისგან
ბრიტანელი დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები კარტოფილის ჯადოსნურ თვისებებზე მიუთითებენ. მათი აზრით, ამ კულტურით მართლაც შეიძლება ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებების ჩანაცვლება.
ექიმი დერმატოლოგი ემა უელჯუორტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კარტოფილის წვენის სამკურნალო თვისებებზე. ეფექტის მისაღებად საკმარისია წვენსაწურში მოათავსოთ 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი. მიღებული წვენი შეიცავს ანტიოქსიდანტებისა და ნატურალური პოლიფენოლების მაღალ კონცენტრაციას, რაც ბევრ სიკეთესთან ერთად კანს ელასტიკურობასა და სიმტკიცესაც ანიჭებს. კარტოფილის წვენში არის ნივთიერებები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის რთული უჯრედული მექანიზმის ფუნქციობაში და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას.

ბევრი სასარგებლო ელემენტია კარტოფილის კანშიც. ამიტომაც კარტოფილი
You must have Flash Player installed in order to see this player.
კანიანად უნდა გაწუროთ. ხარშვისა და შეწვის დროს კარტოფილი C ვიტამინის მნიშვნელოვან რაოდენობას კარგავს. გამომდინარე იქიდან, რომ უმ კარტოფილს არავინ მიირთმევს, უმჯობესია მისი ახალგაწურული წვენის დალევა. დიდ ეფექტს იძლევა აგრეთვე კანზე უმი კარტოფილის რბილობის დაფენა. ის კურნავს პრობლემურ უბნებს და აცხრობს ანთებას.

საყურადღებოა ისიც, რომ კარტოფილი შეიცავს განსაკუთრებულ ენზიმს - ბუნებრივ მათეთრებელს, რომელიც ებრძვის ასაკობრივ პიგმენტურ ლაქებს და საზოგადოდ, აღიავებს კანს.

მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ კარტოფილის კანის გამოყენება შეიძლება ჭაღარისგან თავდასაცავად. ამისათვის ხუთი დიდი ზომის კარტოფილის კანი მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში 30 წუთის განმავლობაში და თავის დაბანის შემდეგ თმა ამ ნახარშით დაისველეთ, 20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ. ვისაც ეს პროცედურა გამოუყენებია, აცხადებს, რომ ჭაღარა საგრძნობლად შეუმცირდა. გარდა ამისა თმა რბილდება, ჯანსაღდება და აბრეშუმივით ბზინვარე ხდება.

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
დასრულდა 2017 წლის ეროვნული გამოცდები, თუმცა ჯერ არ დამცხრალა ვნებათაღელვა, რაც ამ პროცესს ახლავს ხოლმე თან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ზღვისპირა კურორტებზე კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა უარი თქვა იქ დასვენებაზე
ბრიტანელ სპეციალისტთა განცხადებით, პირები, რომლებიც რეგულარულად სეირნობენ ველოსიპედით, მრავალი პათოლოგიისაგან იცავენ ორგანიზმს,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გოგრის თესლში უხვად არის მიკროელემენტები: თუთია, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ასეთი შემადგენლობის წყალობით გოგრის თესლს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის.
ნიორი უნიკალური ანტიბიოტიკია. კლავს სხვადასხვა სახეობის ბაქტერიას. ექსპერიმენტული კვლევებით ნაჩვენებია, რომ ნიორი თავისი თვისებებით არ ჩამოუვარდება, მეტიც, ზოგიერთი მოქმედებით აღემატება კიდეც ყველასათვის კარგად ცნობილ პრეპარატ ტეტრაციკლინს. ნიორს, გარდა იმისა, რომ აქვს იმუნომასტიმულირებელი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, ფლობს ფართოდ გამოხატულ ანტისეპტიკურ, შარდმდენ და ოფლმდენ თვისებებს.
ბროწეული - სამოთხის ხილი, კვიპროსზე აფროდიტას მიერ დარგული ხის ნაყოფი, რომლის წვენიც „სიყვარულის ნექტარის“ სახელითაა ცნობილი, უამრავი მითითა და ლეგენდით მოცული უძლიერესი აფროდიზიაკი.
მშრალი ხველის შეტევა, განსაკუთრებით ღამით, გარკვეულწილად საფრთხის შემცველია. არაპროდუქტიული ხველის შეტევამ შესაძლოა აპნოემდე მიიყვანოს ადამიანი. აპნოე სუნთქვის შეჩერებაა.
სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა. სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული სტომატიტი მძიმე მდგომარეობაში აგდებს ადამიანს. ამ დროს პაციენტებს არა თუ ჭამა, წყლის დალევაც კი უჭირთ.
თურმე, თუ დარიჩინშერეულ თაფლს პურს წაუსმევთ და ყოველდღიურად საუზმეზე მიირთმევთ, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას თავიდან აიცილებთ. თაფლში შერეული დარიჩინი არტერიებში ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს და განამტკიცებს გულის კუნთს.
07 აგვისტო 2016
არასწორად შენახულმა საკვებმა პროდუქტებმა, განსაკუთრებით ზაფხულში, შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. მაცივარში არ შეიძლება შევინახოთ პური, რადგანაც ის სწრაფად გამოშრება და გაფუჭდება.
10 აგვისტო 2017
ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს ძლიერი სქესის წარმომადგენლებში გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების ნიშნები. როგორც ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, ეს გაზრდის დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ალბათობას, რაც კიბოს პრევენციის საშუალებაა.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დღის განმავლობაში ბავშვებთან მშობლების საუბარი ჩაიწერეს და კომპიუტერული პროგრამით შეადარეს, როგორ საუბრობდნენ დედა და მამა ბავშვებთან და მოზრდილებთან. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დედები ბავშვებთან ბავშვის ხმით საუბრობდნენ.
სპორტი მამაკაცებს უნაყოფობის დაძლევაშიც კი ეხმარება - ამ დასკვნამდე ირლანდიელი მეცნიერები რამდენიმე პრაქტიკული კვლევისა და თეორიული გათვლის შემდეგ მივიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ
ზოგიერთს დეფეკაციის პროცესში თვალებიდან ცრემლები მოდის. ასეთი რეაქცია პარასიმპათიკური ნერვული სისტემის არაკორექტული მუშაობითაა განპირობებული: