ზაფრანა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფრანა

დინგების შეგროვება სექტემბერ-ნოემბერში ხდება: მათ ყვავილებს გაფურჩქვნისთანავე აცლიან და უმალვე აშრობენ. 100 000 ყვავილიდან საშუალოდ 1 კგ სანელებელს იღებენ. ყველაზე მაღალხარისხოვანი მუქი წითელი ფერის ან მოწითალო-მოყავისფრო ზაფრანაა. მას აქვს მძაფრი და საუცხოო სურნელი, ოდნავ მომწარო და ასევე გამორჩეული გემო.

ცოტა რამ ისტორიიდან

ზაფრანის სამშობლოდ მცირე აზია, ახლო აღმოსავლეთი და ინდოეთი მიიჩნევა. ეს სანელებელი ჯერ კიდევ შუმერულ წყაროებშია მოხსენიებული. ფინიკიელები თურმე წარმატებით ვაჭრობდნენ ამ სანელებლით, კერძოდ, ჩაჰქონდათ ის პორტ ტირში, საიდანაც ზაფრანა ხვდებოდა თურქეთსა და საბერძნეთში. ზაფრანის სამკურნალო თვისებების შესახებ ინფორმაცია მრავლად მოიპოვება ჩინურ და ეგვიპტურ სამედიცინო წყაროებშიც, რომლებიც შესაბამისად ძვ. წ. აღ.-ით 2600 და 1500 წლებით თარიღდება. ამ სანელებელს იყენებდნენ როგორც ძვირად ღირებულ წამალს და ნელსურნელებას. მას, როგორც საგანგებო და ძვირფას საჩუქარს, მიართმევდნენ ხოლმე იმპერატორებს, მეფეებსა და მღვდელმთავრებს. ძველი რომაელები ამ მცენარით კატარაქტას მკურნალობდნენ. მდიდარი რომაელებისთვის ზაფრანა ფუფუნების საგანი იყო. მისგან ამზადებდნენ სურნელოვან წყალს, ზეთსა და საცხს. გაბატონებული იყო შეხედულება, რომ ზაფრანას შხამის დათრგუნვის უნარი ჰქონდა. ზაფრანისფერი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით შემოსვა სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა.

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ზაფრანისადმი ინტერესი შენელდა. ესპანელები პირველი ევროპელები იყვნენ, რომლებმაც ზაფრანის მოშენება დაიწყეს (ყველაზე ცნობილი პლანტაციები მადრიდის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო გაშენებული). ესპანეთში ზაფრანა IX საუკუნეში არაბთა წყალობით მოხვდა, იქიდან კი საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა. დღეს ეს მცენარე მოჰყავთ საბერძნეთში, იტალიასა და ირანში, კავკასიასა და უკრაინაში.

ქიმიური შედგენილობა

ახალმოკრეფილი ზაფრანა შეიცავს კაროტინოიდული ბუნების გლიკოზიდს პროტოკროცინს, რომელიც გახმობისას შედარებით მარტივ გლიკოზიდებს - კროცინსა და პიკროკროცინს წარმოქმნის. კროცინი წარმოადგენს საღებავ ნივთიერებას. სწორედ ის აძლევს ზაფრანას სპეციფიკურ ყვითელ ფერს. პიკროკროცინი მომწარო ნივთიერებაა. ზაფრანის ეთერზეთის ძირითადი კომპონენტია საფრონალი. გარდა ამ ნივთიერებისა, ზაფრანის ეთერზეთი შეიცავს პინენსა და ცინეოლს. მცენარის დინგი მდიდარია ლიკოპენით, კაროტინით, B ჯგუფის ვიტამინებით, ფლავონოიდებით, ცხიმოვანი და აზოტოვანი ნაერთებით, შეიცავს წყალს, შაქარს, ცვილს, კალიუმს, კალციუმს.

სამკურნალო თვისებები

ზაფრანას დამწვრობის სამკურნალოდ ჯერ კიდევ ავიცენას დროს იყენებდნენ. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, ანადგურებს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ასაკთან ერთად უფრო და უფრო მრავლად წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში. ზაფრანის მცირე რაოდენობით გამოყენება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხალხური მედიცინა ზაფრანას იყენებს როგორც ტკივ¬ილგამაყუჩებელ, შარდმდენ, ოფლმდენ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და საგულე საშუალებას. რეკომენდებულია მადის გასაუმჯობესებლად, ღვიძლისა და კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ, ძლიერი ხველის შეტევების მოსახსნელად.

გარდა ამისა, ზაფრანას ახასიათებს მატონიზებელი თვისება, კვებავს ორგანიზმის უჯრედებს, ძირითადად - სისხლს, წმენდს შარდის ბუშტსა და თირკმელებს, აუმჯობესებს სახის ფერს, ამაგრებს გულის კუნთს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სასუნთქ და ნერვულ სისტემებზე. ამაღლებს გუნება-განწყობას, ხალისსა და სასიცოცხლო ტონუსს მატებს ადამიანს. მისი საფენები კარგია თავის ტკივილისაგან თავდასაღწევად, თაფლთან ერთად მას თირკმელებსა და შარდის ბუშტში არსებული კენჭების დასაშლელად იყენებენ, ცხელ რძესთან კომბინაციაში კი ხელს უწყობს ტვინის მუშაობას, მეხსიერებისა და მგრძნობელობის გაუმჯობესებას.

ფარმაცევტულ წარმოებაში ზაფრანა ტინქტურების, ექსტრაქტებისა და თვალის წვეთების დასამზადებლად გამოიყენება.

ზაფრანის გამოყენება აკრძალულია ორსულობის პერიოდში - შესაძლოა, აბორტი გამოიწვიოს!