კავკასიელ მამაკაცთა ხანგრძლივი პოტენციის საიდუმლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კავკასიელ მამაკაცთა ხანგრძლივი პოტენციის საიდუმლო

, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. კამა იმდენად მდიდარია უჯრედისით, რომ ზოგჯერ ხატოვნად ნაწლავების ჯაგრისსაც კი უწოდებენ. ის შესანიშნავად წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

მათთვის, ვინც მუდმივად ცომეულსა და მშრალ საკვებს მიირთმევს, რეკომენდებულია დღეში ერთი კონა კამის შეჭმა. კავკასიელ მამაკაცთა ხანგრძლივი პოტენციის საიდუმლოც კამა ყოფილა. თურმე ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში ამზადებდნენ კამისგან პოტენციის ასამაღლებელ საშუალებას. აზიელებთან ერთად კამას პატივს მიაგებდნენ ეგვიპტელები და სამხრეთამერიკელებიც.

კამას იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე დაავადებათა პროფილაქტიკისთვისაც, რადგან მას არაერთი სასარგებლო თვისება აქვს:

• ბაქტერიციდული - აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში;

• სპაზმოლიზური - ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს;

• სისხლძარღვთა გამაფართოებელი - აადვილებს სისხლის მიდენას ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსკენ;

• ჰიპოტენზიური - აქვეითებს წნევას სისხლძარღვებში;

• შარდმდენი - ასტიმულირებს შარდის გამოყოფას;

• ანთების საწინააღმდეგო - აცხრობს ყოველგვარ ანთებას;

• კარდიოტონური - აქვს გულის მუშაობის მატონიზებელი ეფექტი;

• სედაციური - აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს;

• ბრონქოლიზური - რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში ზრდის ბრონქიოლებისა და ალვეოლების ზომას, ამცირებს მათში ჰაერის წინააღმდეგობას და, საზოგადოდ, შეგუბებით პროცესებს სასუნთქ გზებში;

• ამოსახველებელი - ათხიერებს სქელ, წებოვან ნახველს, ხელს უწყობს მის გამოძევებას;

• ნაღველმდენი - აადვილებს ნაღვლის გამოყოფას;

• საფაღარათო - აუმჯობესებს პერისტალტიკას, კარგია შეკრულობისას;

• რეპარაციული - აჩქარებს წყლულების, პოსტოპერაციული ჭრილობებისა და ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებას.

კამა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, შარდის გამომყოფი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის წარმომქმნელი სისტემებისთვის, სტაფილოს წვენთან ერთად - თვალებისთვის, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის უძილობას, აქვეითებს არტერიულ წნევას ჰიპერტონიული დაავადების დროს, აცხრობს გულის არეში არსებულ ტკივილებს ქრონიკული კორონარული უკმარისობისას. ერთი ჩაის კოვზი გამხმარი კამა ხსნის კრუნჩხვასა და კოლიკას, მუცლის ძლიერ ტკივილს. ამავე ოდენობის ხმელი კამის დაღეჭვა (და არა გადაყლაპვა) აცხრობს ხველასა და მოხრჩობის შეგრძნებას. ეფექტიანია ბრონქული ასთმის დროს.

ცალკე უნდა აღინიშნოს კამის ლაქტოგენური ანუ რძის წარმოქმნის მასტიმულირებელი მოქმედება. ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში სასარგებლოაკამის თესლის ნაყენი.

კამის წყალს პატარებს კოლიკის მოსახსნელად ასმევენ. კამის ეთერზეთები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას და ნაწლავებიდან აირთა გამოდევნას. კამას წარმატებით იყენებენ მარილთა ჩალაგების პროფილაქტიკისთვის, დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალოდ. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს სტენოკარდიის, ნევროზის, მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმის დროს.

ხალხური მედიცინა გირჩევთ:

1) თუ უძილობა გაწუხებთ, აიღეთ ერთი სადილის კოვზი კამის გამხმარი თესლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. გადაწურულ ნაყენს დაამატეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი და ისე მიირთვით. ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს ეს ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, 2 სადილის კოვზი, მეტეორიზმის დროს კი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე 1/2 ჭიქა.

2) თუ თავის ტკივილები გაგიხშირდათ, კამის ნაყოფის ნაყენი უნდა სვათ: ერთ სადილის კოვზ ხმელ კამას უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენოთ 15 წუთს და გადაწუროთ, კარგად გამოწუროთ ბალახი. უნდა მიიღოთ 1 სადილის კოვზი დღეში 5-6-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, ცივი.

3) ჰიპერტონიული დაავადების დროს კარგი იქნება, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიირთვათ კამის 1 ჩაის კოვზი მწიფე გამომშრალი ნაყოფი, დააყოლოთ 1/4 ჭიქა თბილი წყალი და კამის ნახარში. ამ უკანასკნელის მოსამზადებლად 3 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ კამას დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთს ადუღეთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ და მდუღარე წყლით თავდაპირველ ოდენობამდე შეავსეთ.

4) ცისტიტის დროს 1 სუფრის კოვზი კამის თესლი დაფქვით, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააგრილეთ და დალიეთ ნალექიანად. უმჯობესია დღეში ორჯერ მიიღება. სვით 2 კვირის განმავლობაში.