პიტნა - ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური, ანტისეპტიკური - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პიტნა - ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური, ანტისეპტიკური

, სულ რაღაც 10-12 დღეშიც კი მოიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის ფუნქციას, მოიხსნით მეტეორიზმს.

ნევროზით დაავადებულთათვის რეკომენდებულია პიტნის აბაზანები; როგორც დამაწყნარებელი საშუალება ის სხვა მცენარეებთან ნაკრებშიც შეიძლება იქნას გამოყენებული.

სამკურნალო თვისებები

ბაღის პიტნას საოცარი სურნელი და მძაფრი გემო აქვს, ღეჭვისას პირის ღრუში გახანგრძლივებულ სიცივის შეგრძნებას ტოვებს.

მცენარის ყველა მიწისზედა ორგანო მდიდარია ეთერზეთებით, რომელთაც გამორჩეული გამაგრილებელი, მაცოცხლებელი სურნელი და გემო აქვთ. ეთერზეთების ძირითად კომპონენტს მენთოლი წარმოადგენს. გარდა ამისა პიტნის ფოთლები უხვად შეიცავს კაროტინს (40 მგ%), ბეტაინს, ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ შენაერთებსა და სხვადასხვა მჟავებს.

მენთოლი, რომელსაც პიტნის ფოთლები შეიცავს, გამოირჩევა ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედებით, იწვევს გულის გვირგვინოვანი არტერიების - კორონარული სისხლძარღვების - რეფლექსურად გაფართოებას. იყენებენ სტენოკარდიის, კუჭისა და ნაწლავების ტკივილის დროს.

მენთოლის ხსნარი, კატაბალახა – მენთოლის ეთერში (იგივე ვალიდოლი) გამოიყენება სტენოკარდიის დროს. პარაფინთან ნარევში (ფანქრების სახით) ის რეკომენდებულია შაკიკის დროს. შედის აგრეთვე სხვადასხვა წვეთების (ვალოკორდინი), საგულე თუ ცხვირის წვეთების, ასევე მალამოებისა და აბების შემადგენლობაში.

პიტნის ეთერზეთებს დიდი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ეფექტი აქვთ ინჰალაციების სახით. მენთოლის სპირტი ნაჩვენებია ნეიროდერმიის დროს. პიტნის ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია გულისრევისა და ღებინების დროს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ზრდის მადას, აამებს თავის ტკივილს, აქვს ნაღველმდენი და სიცხის დამწევი მოქმედება, ასტიმულირებს გულის მუშაობას, ხსნის სპაზმებს.

ხალხურ მედიცინაში პიტნა თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებაცაა. ველური პიტნის ფოთლებისაგან გაწურული წვენი (ერთი სადილის კოვზი შერეული თეთრ ღვინოში), კარგ ეფექტს იძლევა როგორც შარდმდენი საშუალება. პიტნის ზეთი (სპირტხსნარში 1:4 პროპორციით) სასარგებლოა კანში შესაზელად ანთებითი პროცესების, თავის ტკივილის, შაკიკის დროს, ინჰალაციის სახით რესპირატორული დაავადებების დროს. პიტნის ზეთს დიდი გამოყენება აქვს არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ პარფიუმერია-კოსმეტიკაში, სხვადასხვა ფხვნილებისა და კბილის ჰიგიენური საშუალებების, აგრეთვე საკონდიტრო წარმოებაში. პიტნას სანელებლის სახით იყენებენ კვების მრეწველობაში.

თინათინ გოცაძე