კაკალი ბუნების საოცრებაა
კაკლის გულს კი უნიკალური შემადგენლობა აქვს. ის ბუნების ნამდვილი საოცრებაა. კაკლის ხიდების ნაყენი წინაპართაგან შემორჩენილი წამალია, რომლის მაკურნებელი ეფექტი არაერთ თაობას გამოუცდია.
ნაყენის მომზადების წესი:
აიღეთ ორი სადილის კოვზი კაკლის ხიდი, ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, დაფარეთ არყით და ორი კვირით დადგით სიბნელეში.
ნაყენის მიღების წესი: ნაყენი მიიღეთ ყოველდღიურად. თავდაპირველად ორ სადილის კოვზ წყალში გახსენით მისი 5-6 წვეთი. წვეთების რაოდენობა თანდათან 20-30-მდე გაზარდეთ. მკურნალობის კურსი 3 კვირიდან სამ თვემდე გრძელდება.
ნაყენი ეფექტურია:
- უძილობის;
- რადიკულიტისა და სახსრების ტკივილის (მტკივან ადგილებში შესაზელად);
- შაქრიანი დიაბეტის;
- ჩიყვის;
- ტერფის ნახეთქების;
- თავის ტკივილის;
- ნერვული დარღვევების;
- მასტოპათიის;
- საშვილოსნოს ფიბრომიომების დროს.
ჰორმონული დარღვევებით მიმდინარე დაავადებების დროს 5-30 წვეთი ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ნაყენის მიღების უკუჩვენებებია:
- ფსორიაზი;
- ნეიროდერმიტი;
- კვინკეს შეშუპება;
- ჭინჭრის ციება;
- მწვავე გასტრიტი.
* კაკლის ღივი
ბევრს ალბათ კაკლის ღივის შესახებაც გაუგონია. ცნობილია, რომ ერთი დღე-ღამით წყალში გაღივებისას ხორბლის სასიცოცხლო ძალა 100-ჯერ იზრდება, კაკლისა კი ორ კვირაში - 1000-ჯერ!
კაკლის გაღივების უნიკალური რეცეპტი ბევრისთვის უცხოა:
- აიღეთ 1 კგ კაკალი (ნაჭუჭიანად), დაფარეთ ცივი წყლით, შედგით რაფაზე და ორი კვირით დატოვეთ. წყალი ყოველდღე გამოუცვალეთ. დღე-ღამეში ორჯერ მოურიეთ. ორი კვირის შემდეგ კაკლის ღივი მზადაა. ის მაცივარში, ქვედა თაროზე, იმავე წყლით შეინახეთ. მიირთვით დილა-საღამოს სამ-სამი კაკლის გული.
გაღივებული კაკალი აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, აღადგენს ნერვული და იმუნური სისტემების ფუნქციებს, წმენდს სისხლძარღვებს, კვებავს ძვლოვან ქსოვილს.
კაკლის ღივი ფრთხილად უნდა გამოიყენოთ პანკრეატიტის (კუჭუკანა ჯირკვლის) ანთების დროს.
-
მასტოპათია
მასტოპათია ქალების 30-60%-ს აწუხებს. მასა და ძუძუს კიბოს განვითარების საერთო მიზეზები და რისკ-ფაქტორები აქვთ. ამის კვალობაზე, მასტოპათიის მკურნალობა,
ფაქტობრივად, სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკაა. სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა, აწარმოოს მასტოპათიით დაავადებულ ქალთა ადეკვატური მონიტორინგი და მკურნალობა.
გვესაუბრება ონკოლოგიური დისპანსერის დირექტორი, მედიცინის დოქტორი მიხეილ ჯანჯალია.
-რა არის მასტოპათია?
- მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ჰორმონული დისბალანსის (წონასწორობის დარღვევის) ფონზე ვითარდება. მასტოპათია უმთავრესად შვილოსნობის (25-დან 45 წლამდე) ასაკის ქალებს ემართებათ. დაავადების მიზეზია ნეიროჰუმორული ფაქტორი. სახელწოდების პირველი ნაწილი ნიშნავს, რომ გამშვებ მექანიზმად შეიძლება იქცეს ნერვული სისტემის დაავადებები: სტრესი, დეპრესია, ნევროზი. ცნება ჰუმორული კი ორგანიზმის შინაგანი გარემოს მნიშვნელობაზე, კერძოდ, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ჰორმონების როლზე მიუთითებს.
- რა იწვევს მასტოპათიას?
- დაავადებას მრავალრიცხოვანი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მოუცლელი, საქმიანი ქალის - ბიზნესვუმენის პრიორიტეტის ჩამოყალიბება. შედარებისთვის: XIX საუკუნეში ქალი ბევრ შვილს აჩენდა და დიდხანს აწოვებდა ძუძუს; მენსტრუაცია 17 წლის ასაკში იწყებოდა, ხოლო მენოპაუზა 40 წლიდან დგებოდა.
XX საუკუნეში ქალი ერთ-ორ შვილს თუ აჩენს და იმათაც მოუცლელობის, ჰიპოლაქტაციისა თუ სხვა მიზეზების გამო ძუძუს თითქმის არ აწოვებს; მენსტრუაცია 12-14 წლიდან იწყება და 50-52 წლამდე გრძელდება. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ქალის ორგა-ნიზმი უფრო ხანგრძლივად განიცდის სასქესო ჰორმონის - ესტროგენის ზემოქმედებას. მასტოპათია კი სარძევე ჯირკვლის პასუხია ესტროგენების სიჭარბეზე.
აზიის ქვეყნებსა და იმ რეგიონებში, სადაც დღემდე არსებობს მრავალშვილიანობისა და ძუძუთი კვების ტრადიცია, ეს დაავადება გაცილებით იშვიათია.
მასტოპათიის მიზეზები შეგვიძლია რამდენიმე ჯგუფად დავყოთ:
თემის გაგრძელებას გაეაცნით ბმულზე