რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რა ახორცებს სწრაფად კუჭის წყლულს
რა ახორცებს სწრაფად კუჭის წყლულს
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში 2-3-ჯერ. ასფურცელაში არსებული მწებავი ნივთიერებები აცხრობს ანთებას და ანადგურებს კუჭში არსებულ მიკრობებს, თუმცა არ შეიძლება მისი სმა ორ კვირაზე მეტხანს, რადგან იგი ტოქსიკურია და დოზის გადაჭარბება სახიფათოა. ორსულებისა და მცირე ასაკის ბავშვებისთვის ასფურცელას ნაყენი არ შეიძლება.

კუჭის წყლულით გამოწვეული ტკივილების დროს შეგიძლიათ ასე მოიქცეთ: აურიეთ ერთმანეთში 1 წილი სააფთიაქო გვირილა და 1 წილი კრაზანა, აიღეთ ორი სადილის
You must have Flash Player installed in order to see this player.
კოვზი ნარევი და დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დადგით სითბოში 1 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა უზმოზე და ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ, თუ ტკივილმა შეგაწუხათ - ძილის წინაც.

კუჭის ტკივილებს უხდება სელის თესლის ნახარშიც. ხარშეთ სელის თესლი წყალში გასქელებამდე და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 5-7-ჯერ ჭამის რეჟიმისგან დამოუკიდებლად. 2-3 მიღების შემდეგ ტკივილმა შესაძლოა გაიაროს, მაგრამ არ შეჩერდეთ, განაგრძეთ სმა კიდევ 4-5 დღე, რათა ტკივილები აღარ განმეორდეს.
ასფურცელა ჭიების დასაყრელად და სახსრების სამკურნალოდ

ასფურცელა
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
გარგარი შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, A, B ჯგუფის, C, PP და სხვა ვიტამინებს,
სპეციალისტების თქმით, სექსუალური ცხოვრების დიდი ხნით შეკავება ქალის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საშიშია. ასეთ პირობებში ის უფრო ცუდად უმკლავდება სტრესს. საქმე ისაა, რომ სექსის დროს ხდება ენდორფინების - კარგი განწყობის ჰორმონები - გამომუშავება.
"გაბოროტებული" (Breaking Bad) ამერიკული კრიმინალური დრამაა, რომელიც 2008-2013 წლებში გადიოდა AMC-ზე. იგი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალრეიტინგულ სერიალად. გთავაზობთ საინტერესო ეპიზოდებს სერიალიდან:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერების თქმით, ყოველდღიურად 30 მლ მოცვის კონცენტრირებული წვენის მიღება, ხანდაზმულ ადამიანებში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. კვლევა ჩატარდა 65-77 წლის 26 ჯანმრთელი მოხალისის მონაწილეობით.
ინდოეთის სამკურნალო და არომატულ მცენარეთა ინსტიტუტის მეცნიერებმა სრულად გაშიფრეს რეჰანის გენომი. მოგეხსენებათ, ეს მცენარე უძველესი დროიდან წარმატებით გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში. ის ეფექტურია ბრონქიტის, ასთმის, ართრიტის, შაქრიანი დიაბეტის, სოკოვანი ინფექციების, გრიპის, დიარეის, დიზენტერიის მკურნალობაში.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
ცნობილია, რომ მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტებითა და საკვები ნივთიერებებითა მდიდარია. ის ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს განვითარების რისკს და ხელს უწყობს წონაში კლებას. ვაშინგტონისა და ფრაიბურგის უნივერსიტიტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაის კომპონენტი
მეხსიერების გაუმჯობესებისა და ტვინის ფუნქციათა გააქტიურებისთვის გირჩევთ მიირთვათ პიტნის ნაყენი (ჩაი). ამ საკითხზე საინტერესო დასკვნები წარმოაჩინეს ნორტუმბრიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ინგლისში გამართულ ფსიქოლოგთა კონფერენციაზე. მათ შეისწავლეს რამდენიმე მცენარის ნაყენის გავლენა ადამიანის მეხსირებასა და განწყობაზე. კვლევაში 180 მოხალისე მონაწილეობდა
იშვიათი ტროპიკული ხის Hylandia dockrillii-ს ნაყოფში, რომელიც მხოლოდ ავსტრალიის ჩრდილოეთში, კვინსლენდის შტატში ხარობს, მეცნიერებმა EBC-46 მოლეკულა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ამ მოლეკულას კიბოსთან გამკლავება შეუძლია. ამჟამად მიმდინარე კლინიკური კვლევების მსვლელობისას კენკრის კიბოსსაწინააღმდეგო თვისებები ფასდება.
15 დეკემბერი 2016
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.
08 თებერვალი 2017
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ჰოლივუდის ასაკოვანმა ვარსკვლავებმა ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდობის გახანგრძლივებისა და ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებების ძიება დაიწყეს. საუკეთესო ექიმებმა კი მიაგნეს „სასწაულმოქმედ საშუალებას“ - „სილამაზის ჩხვლეტას“. პირველი წარმატებული ჩხვლეტის შემდეგ ბოტოქსის ინექცია ჰოლივუდის გასართობადაც კი იქცა. სადღეისოდ ეს პროცედურა უბრალო მოკვდავთათვისაც ხელმისაწვდომია.

მძღოლები ხშირად ბრმად ენდობიან ნავიგატორებს, რასაც ზოგჯერ არასასიამოვნო ინციდენტი ახლავს თან. ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მსგავსი მოწყობილობა თრგუნავს ტვინის იმ ზონის აქტიურობას, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ, ნავიგაციისთვის ვიყენებთ. საჭიროა შევეცადოთ რუკაში დამოუკიდებლად გარკვევას.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ სმარტფონები უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და განათლებაზე. თუმცა, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ მობილური ტელეფონის გარეშე ბევრ ახალგაზრდას პოსტტრავმული სტრესული მოშლილობის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება.