7 მიზეზი, რათა ვუთხრათ ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 მიზეზი, რათა ვუთხრათ ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ

2. “სასიამოვნო” სიურპრიზი

თქვენმა გმირმა გადაწყვიტა, სპაგეტი მოგიმზადოთ? შესანიშნავია! თუმცა ამის შემდეგ სამზარეულოში ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს ბომბი აფეთქდაო: მაგიდა, იატაკი და კედლებიც კი დალაქავებულია, ირგვლივ ჭუჭყიანი ჭურჭელი - თეფშები, ჯამები, კოვზებია დახვავებული. მაგრამ მამაკაცს მიაჩნია, რომ რაკი ვახშამი მან მოამზადა, მილაგება თქვენი საქმეა.

ნუ გაცხარდებით!

თუ ის თქვენთან ერთად ცდილობს წესრიგის დამყარებას, ყველაფერი რიგზეა. თუ არა, უთხარით, რომ ასეთი “სიურპრიზები” თქვენთვის არც ისე სასიამოვნოა.

3. ის სრულიადაც არ არის კეისარი

მიდიხართ ქუჩაში ქმართან ერთად, უეცრად ის ჩერდება და რაღაცის მოყოლას იწყებს. ნაცნობი სურათია? თქვენ ანიშნებთ, რომ გზა გააგრძელოს, ის კი ყურადღებას არ აქცევს თქვენს შენიშვნას.

გაიღიმეთ!

მამაკაცთა უმრავლესობა ასეა მოწყობილი, უჭირთ ორი საქმის ერთდროულად კეთება.

4. სასწაულებრივი გარდაქმნა

გამონაცვალ ტანსაცმელს: ჭუჭყიან წინდებს, სპორტულ მაისურებს, - სადაც მოხვდება, იქ ყრის. ალბათ, ჰგონია, რომ მისი საცვლები თვითონ გაიკვლევენ გზას სარეცხი მანქანისკენ.

შეჩერდით!

თქვენ არ ხართ მისი დედა, მისი აღმზრდელი. თუ არ სურს, უმარტივესი წესები დაიცვას, გაფიცვა გამოუცხადეთ. როცა სუფთა ტანსაცმელი შემოელევა, დაფიქრდება.

5. ვითომ ავადმყოფი

მამაკაცი და მისი ჯანმრთელობა კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გამოცანაა. როცა მას რამე სერიოზული აწუხებს, იტანჯება, მაგრამ ექიმთან წასვლაზე დაჟინებით ამბობს უარს; როცა ოდნავ ჩხვლეტს ყელში და ცხვირი აქვს გაჭედილი, კვნესას იწყებს და ტრაგიკული სახით წვება საწოლში - ის უბრალოდ გაციებული კი არ არის, არამედ მძიმედაა ავად!

ფრთხილად!

როცა ჩივილს მოჰყვება, შეიძლება გაეხუმროთ, მდგომარეობა შეუმსუბუქოთ, მაგრამ თუ ხედავთ, რომ ნამდვილად ცუდად არის, მდგომარეობა მართლაც სერიოზულია, აიძულეთ, ექიმს მიმართოს.

6. მოაზროვნის რჩევა

ოდესღაც, მოწაფეობისას, თქვენი ქმარი ფეხბურთს თამაშობდა და მას შემდეგ სპორტის დიდ მცოდნედ მიაჩნია თავი; ტელევიზორის წინ მჯდომი, კიცხავს მოუქნელ ფეხბურთელებს, ხმამაღლა, ზოგჯერ ყვირილით იძლევა შენიშვნებს მათი მისამართით...

გაიღიმეთ!

მიეცით საშუალება, გამოდევნოს ნეგატიური ემოციები, მოიხსნას დაძაბულობა, განიტვირთოს. გარდა ამისა, სიამოვნებით დააკვირდით, როგორ ბობოქრობს თქვენი საყვარელი მამაკაცი და გაერთეთ.

7. მკვლევრის სული

შეეჯახეთ ელემენტარულ პრობლემას, რომელიც კომპიუტერს უკავშირდება? შანსი, ამაზე მოკლე და ნათელი პასუხი მიიღოთ, უბრალოდ არ არსებობს: თქვენი ქმარი ალბათ გაუგებარი ტერმინებით აგავსებთ, საბოლოოდ კი დაგაბნევთ, რაც შეუძლია. ანტივირუსის ჩაწერა სთხოვეთ? ეს იმით დამთავრდება, რომ თავდაყირა დააყენებს ყველაფერს და მთელ პროგრამულ უზრუნველყოფას განაახლებს.

მაგრამ გაიღიმეთ!

მას ხომ სურდა, ყველაფერი საუკეთესოდ გაეკეთებინა... ტექნიკა მამაკაცში მკვლევრის სულს აღვიძებს. ნუ შეუშლით ხელს. დაე, გაერთოს და არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ დახმარებისთვის მადლობის გადახდა.