პროგრამა ბედნიერებისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროგრამა ბედნიერებისათვის

როგორც ამას ჩვეულებრივ ასახელებენ. მაშ, რა გზა არსებობს ბედნიერებისაკენ? მეცნიერის მიერ შემუშავებული ოთხსაფეხურიანი პროგრამა 10 კვირაზეა გაწერილი. ამიტ სოოდი დარწმუნებულია, რომ ბედნიერება 40-50 %-ით დამოკიდებულია ადამიანის არჩევანზე და იმაზე, რაზეც იგი ფოკუსირდება. თუ ადამიანი შეიცვლის მიდგომებს, საზოგადოდ, შეხედულებას ცხოვრებაზე, მნიშვნელოვნად აიმაღლებს ბედნიერების დონეს.

დოქტორ სოოდის პროგრამა 4 საფეხურს მოიცავს:

ნაბიჯი პირველი - წვრთნა-ვარჯიში, რომელიც საშუალებას იძლევა ვაკონტროლოთ ფიქრები. ამისათვის მეცნიერი გვთავაზობს გამოვიყენოთ ტექნიკა 5-3-2. გაღვიძებისთანავე პირველ რიგში უნდა დაიწყოთ ფიქრი იმ ხუთ ადამიანზე, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თქვენს ცხოვრებაში. ახლობელ ადამიანებთან შეხვედრისას პირველი სამი წუთის განმავლობაში მიესალმეთ და შეეგებეთ მათ ისე, თითქოს ძალიან დიდი ხანია არ გინახავთ. დაბოლოს, ადამიანის დანახვისას პირველი 2 წამის განმავლობაში გონებაში უსურვეთ მას ყოველივე საუკეთესო.

ნაბიჯი მეორე - ემოციური მდგრადობა-გამძლეობის განვითარება. ეს უკანასკნელი მიიღწევა მადლიერების გრძნობით, თანაგრძნობის, მიღებისა და პატიების უნარით.

ნაბიჯი მესამე - გონებასა და სხეულს შორის კავშირის განმტკიცება. ამაში ადამიანს ეხმარება კითხვა, ვარჯიში, მუსიკა, ხელოვნება, ლოცვა, მედიტაცია და იოგა.

ნაბიჯი მეოთხე - ცხოვრების ჯანსაღი წესი და სასარგებლო ჩვევები, კერძოდ, ფიზიკური აქტივობა და რაციონალური კვება.

ამიტ სოოდის კიდევ ერთი რეკომენდაციაა - შედარებით მარტივად უყუროთ ცხოვრებას. როგორც სპეციალისტი აცხადებს, სულ 10 კვირიანი პროგრამით შესაძლებელია ძირეულად შეიცვალოთ აზროვნება, აქედან გამომდინარე კი აიმაღლოთ ბედნიერების განცდა.

სცადეთ, არ ინანებთ!

თინათინ გოცაძე