როგორ ავიხდინოთ ოცნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიხდინოთ ოცნება

ბიჭები მხოლოდ საჭმელ-სასმელზე იფიქრებდნენ და გემრიელად მოილხენდნენ, რომელიმე გოგო ტანსაცმლის დიდი ჩანთით მობრძანდებოდა და საათში ერთხელ გამოიცვლიდა მორთულობას, რომელიმე მეგობარს კი რაღაც გაუთვალისწინებელი მიზეზი შეუშლიდა ხელს წვეულებაზე მოსვლაში... ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ქალაქგარეთ მორიგი გასვლა შეიძლება ნამდვილ დღესასწაულად აქციოთ. მთავარია, მოიფიქროთ რაიმე საინტერესო და მხიარული. ოდესმე გიზეიმიათ ახალი წელი ზაფხულში? შესთავაზეთ მეგობრებს ახალი წლის გენერალური რეპეტიციის მოწყობა თქვენს აგარაკზე. საუკეთესო კერძი, რა თქმა უნდა, ნაყინი იქნება, სასმელი კი - კოქტეილი. გართობა შეგიძლიათ წუწაობით დაამთავროთ.

იზრუნეთ აღნაგობაზე

ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში დიეტის დაცვას აპირებდით - სიცხეში ჭამის მოთხოვნილება მცირდება და ადვილად შეძლებდით საყვარელ შემწვარ კარტოფილსა და ნამცხვრებზე უარის თქმას. მაგრამ დრო გადის, თქვენ კი დიეტის დაწყებას არ ჩქარობთ. უფრო მეტიც - დღე არ გავა, რომ ნაყინით ან გაზიანი სასმლით არ ჩაიტკბარუნოთ პირი. რატომ? იმიტომ, რომ როცა თავს ირწმუნებთ, თითქოს ზაფხულში მადა იკლებს, სინამდვილეში თავს იტყუებთ. ნუ იშიმშილებთ, თორემ ღორმუცელობის შეტევების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. ჭამეთ ხშირად და ცოტ-ცოტა, უფრო მეტად - ხილი და ბოსტნეული. გაზიან სასმელებს ერიდეთ (ზედმეტი ნახშირმჟავა მავნებელია). წყურვილის მოსაკლავად სვით მინერალური წყალი.

შეიცვალეთ იმიჯი

ალბათ, საკუთარ თავს შეჰფიცეთ: “დადგება თუ არა ზაფხული, თმას მოდურად შევიჭრი, შევიღებავ და ყველა დაინახავს, რა ლამაზი ვარ”. ივლისიც ჩათავდა, თქვენ ისევ გრძელ თმას იკეცავთ კეფაზე. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ცვლილებების გეშინიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩანაფიქრის განხორციელება არ გამოგივათ. ძალიან კარგია, თუ გარეგნობის შეცვლის სურვილი გაგიჩნდათ. ახლა უნდა იმოქმედოთ! ნუ გადადებთ სტილისტთან ვიზიტს. ნუ დაიშურებთ ფულს. აირჩიეთ კარგი სალონი და მიენდეთ ოსტატს. დაე, პროფესიონალმა თავად გადაწყვიტოს, როგორი იმიჯი მოგიხდებათ. კარდინალური ცვლილებები არ გსურთ, მაგრამ გინდათ, ახალი შტრიხი შემატოთ თქვენს გარეგნობას? გამოიყენეთ შამპუნი, რომელიც თმის ელფერს ცვლის. თუ შედეგი არ მოგეწონათ, ორიოდე კვირაში გადაგივათ კიდეც და შეგეძლებათ, სხვა ელფერი მოსინჯოთ. იმიჯით თამაში სხვა ცვლილებებისთვისაც წაგახალისებთ.

დაუთმეთ დრო ახლობლებს

საკუთარ თავს კიცხავთ იმის გამო, რომ დიდი ხანია გულითადად არ გისაუბრიათ დედასთან, არ გინახავთ ბებია და პაპა, მაგრამ დროს საამისოდ მაინც ვერ პოულობთ... სამწუხაროდ, უმეტესად სწორედ ახლობლების ხარჯზე ვზოგავთ დროს. ეს იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ, ისინი გაგვიგებენ და გვაპატიებენ. განსაკუთრებული არაფერია საჭირო, საკმარისია ცოტაოდენი ყურადღება. ესაუბრეთ, მოუსმინეთ, გაიზიარეთ მათი პრობლემები, შესთავაზეთ დახმარება.

ხელი მოჰკიდეთ სპორტს

ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადაწყვიტეთ, საკუთარი აღნაგობისთვის მიგეხედათ. რამდენიმეჯერ ფიტნესცენტრშიც იყავით, მერე კი რაღაც საბაბით თავი მიანებეთ. ახლა, საზღვაო სეზონის მოახლოებისას, საცურაო კოსტიუმს ისინჯავთ და სიზარმაცისთვის საკუთარ თავს კიცხავთ, თავს არიდებთ მეგობრებთან ერთად აუზზე წავლას, რადგან შიშობთ, რომ ბიჭზე, რომელიც მოგწონთ, სათანადო შთაბეჭდილებას ვერ მოახდენთ. რატომ? იმიტომ, რომ თავი დაირწმუნეთ, თითქოს კარგი აღნაგობა მხოლოდ ფიტნესის ნამდვილ ფანატებს აქვთ. ერთნი ბუნებამ საოცარი სხეულით დააჯილდოვა (მათი რიცხვი არც ისე დიდია), მეორენი გამუდმებით დიეტას იცავენ, მესამენი ვარჯიშით იკლავენ თავს... იმისთვის, რომ კარგი აღნაგობა გქონდეთ, არ არის აუცილებელი ტრენაჟორებზე ქანცის გაწყვეტა. არსებობს იოგა, ცეკვები, ცურვა, აკვააერობიკა. აირჩიეთ ის, რასაც ყველაზე მეტი სიამოვნებით გააკეთებთ. მოიკრიბეთ მოთმინება, დაისახეთ პატარ-პატარა ამოცანები და შეეცადეთ, საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

მიიწვიეთ პაემანზე

რამდენჯერ გითქვამთ საკუთარი თავისთვის: “რაკი ჩემი რჩეული ასეთი გაუბედავია, მე თვითონ დავპატიჟებ სადმე”. გამბედაობას იკრებთ, მიდიხართ მასთან და... სანუკვარი ფრაზის წარმოთქმის ნაცვლად საკურსოზე იწყებთ საუბარს. რატომ? აღიარეთ, თქვენ ხომ გგონიათ, რომ თქვენი ერუდიტი რჩეულისთვის უინტერესო იქნება თქვენთან ყოფნა? თუ ასეა, სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან ეს ფიქრი. ასეთი სისულელე კომპლექსებს აჩენს, დაკომპლექსებული ადამიანი კი გარშემო მყოფებში მხოლოდ სიბრალულს იწვევს. ზოგს მართლაც მოსწონს ისეთი გოგონები, რომლებიც წყნარად ელიან, როდის წაიყვანენ სავახშმოდ, მოუყვებიან საინტერესო ამბებს და თავად მხოლოდ კომენტარებს ჩაურთავენ საუბარში ყმაწვილ კაცს. მაგრამ ყველა მამაკაცს როდი ხიბლავს ისეთ გოგონებთან ურთიერთობა, ვისი გართობაც მოუწევთ. თქვენ თავად უნდა შეგეძლოთ ყველას გართობა. ამ შემთხვევაში თქვენს რჩეულს აღარც თქვენი ფეხების სიგრძე გაახსენდება და აღარც თმის ფერი. სამაგიეროდ, აუცილებლად მოხიბლავს ცეცხლი თქვენს თვალებში და იდეების მთელი გროვა.