ვმართოთ ემოციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვმართოთ ემოციები

როგორ ავიცილოთ თავიდან უთანხმოება ყველაზე ძვირფას ადამიანებთან - ოჯახის წევრებთან?

ბევრს არ სურს, შინ წაიყოლოს ნეგატივი, რომელსაც სამსახურში ეჯახება, ცდილობს, კარს მიღმა დატოვოს სამსახურებრივი პრობლემები. ასე ჩნდება ჩვევა, არ განვიხილოთ პროფესიული უსიამოვნებები ოჯახის წევრებთან. ერთი მხრივ, ეს სწორია, მეორე მხრივ კი... გაღიზიანება გროვდება და ადრე თუ გვიან საყვარელ ადამიანს დაატყდება ხოლმე თავს. როცა ნამდვილი მიზეზი არ იციან, ოჯახის წევრებს არ ესმით, რატომ რეაგირებთ ასე არაადეკვატურად, მაგალითად, გაურეცხავი ჯინსის დანახვაზე.

იმისთვის, რომ არ იქცეთ მთვლემარე ვულკანად, რომელმაც ნებისმიერ წამს შეიძლება მოაწყოს პომპეის უკანასკნელი დღე, უმჯობესია, შეიცვალოთ სტრატეგია:

  • გაანდეთ ოჯახის წევრებს ყველაფერი, რამაც თქვენს სულში უსიამოვნო კვალი დატოვა.
  • გამოჰკითხეთ თავიანთი ამბებიც. თბილი სიტყვების გაცვლა-გამოცვლა ანეიტრალებს მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ ნეგატივს.

მეუღლეთა ჩხუბი უმეტესად მოლოდინის გაცრუების ბრალია. მაგალითად, ცოლს, რომელიც ქმარზე გვიან ბრუნდება შინ, იმედი აქვს, რომ ცხელ ვახშამს დაახვედრებენ, როგორც თვითონ ახვედრებს ხოლმე ქმარს, და საშინლად აბრაზებს, რომ სამზარეულოში საჭმლის ნასახიც არ მოიძევება, მეუღლე კი ამ დროს ზანტად აჩხაკუნებს ტელევიზორის პულტს.

ნუ დაიწყებთ რკვევას, ვის რა ვალდებულება აკისრია მეორის მიმართ; იმოქმედეთ სხვაგვარად:

  • მამაკაცები ტელეპათები არ არიან. აბა, როგორ უნდა მიხვდეს თქვენი ქმარი, რომ დალაქავებული კაბის გამო თანაგრძნობა უფრო გჭირდებათ, ვიდრე იმის კითხვა, როგორ ჩააბარეთ წლიური ანგარიში? ნუ ეთამაშებით “გამოცნობანას”, პირდაპირ უთხარით, რაც გაწუხებთ.
  • წინასწარ შეთანხმდით იმის თაობაზე, რას გააკეთებთ საღამოს. თავდაპირველად მოუყევით ქმარს თქვენი საქმეების შესახებ და უთხარით, როდის დაბრუნდებით შინ, მერე კი ჰკითხეთ, რას აპირებს თავად, თორემ შესაძლოა იფიქროს, რომ აკონტროლებთ. შემდეგ მოილაპარაკეთ, რომელი თქვენგანი იყიდის პროდუქტებს და ვინ მოამზადებს. თუ ორივე დაკავებული ხართ, იქნებ კაფეში ივახშმოთ?
  • გახსოვდეთ, რომ აღქმა სხვადასხვანაირია. არასტანდარტულ სიტუაციაში, თქვენთან შეუთანხმებლად, ქმარი შეიძლება მოიქცეს ისე, როგორც კარნახობს თავისი შინაგანი ხმა. ნუ გაუბრაზდებით ამის გამო!

შინ შესვლისთანავე ნუ ეცემით საოჯახო საქმეებს. რა თქმა უნდა, მიყრილ-მოყრილმა ნივთებმა და გასაუთოებელი სარეცხის გროვამ შესაძლოა წონასწორობა დაგაკარგვინოთ, მაგრამ ნებისმიერი სამუშაო მოითხოვს შესაბამის ფსიქოლოგიურ განწყობას. ცოტას მიირთმევთ, დაისვენებთ და შემდეგ მშვიდად დაალაგებთ სახლს, აღარ გექნებათ წვრილმანი უსიამოვნებების გამო ჩხუბის სურვილი.

ნუ აღიქვამთ მეტისმეტად სერიოზულად თქვენს საოჯახო მოვალეობებს და ნურც ახლობლებს წაუყენებთ მკაცრ მოთხოვნებს. დიახ, ქმარს ისევ არ მიუმაგრებია ჩამოვარდნილი თარო, მაგრამ თქვენც ხომ გეზარებათ ვახშმის მომზადება? შეუკვეთეთ პიცა. უყურეთ ფილმს, მოეშვით, ხვალ კი, დასვენებული, ყველაფერს გააკეთებთ!

ბავშვმა ისევ რაღაც დააშავა? დალაგებული ოთახი აურ-დაურია? სანამ დაუყვირებდეთ, წამით შეჩერდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და შეეცადეთ, მის აღმაშფოთებელ საქციელს სხვა თვალით შეხედოთ.

როცა ბავშვები თამაშობენ, ისინი უსაქმოდ კი არ არიან, არამედ ვითარდებიან. გაიხსენეთ ეს მაშინ, როცა დაინახავთ, რომ თქვენი საყვარელი ქუდი ბეტმენის ქუდის ასლად გადაიქცა და შესთავაზეთ ბავშვს უფრო შესაფერისი “რეკვიზიტი” თავისი შემოქმედებისთვის.

ალბათ შეამჩნევდით, რომ ყვირილს შეჩვეული ბავშვები საყვედურზე აღარ რეაგირებენ. მიმართეთ მშვიდად, მაგრამ მტკიცედ - უფრო მეტ შედეგს მიიღებთ.

ნუ უწოდებთ ბავშვს ზარმაცს, უგერგილოს, უმაქნისს - მას ამით ნეგატიურ განწყობას გადასცემთ. უმჯობესია ხშირად შეაქოთ - საამისოდ მიზეზი ყოველთვის მოიძებნება.

ეცადეთ, არ დაკარგოთ წონასწორობა. თუ გრძნობთ, რომ დაძაბული ან გაღიზიანებული ხართ, დაიწყეთ სახლის დალაგება. დაგავეთ, მოწმინდეთ იატაკი, მოაწესრიგეთ აბაზანა. შრომათერაპია საუკეთესო გზაა ორთქლის გამოსაშვებად.

თუ გრძნობთ, რომ დაძაბულობა იმატებს, გადით გარეთ, ოღონდ ხმაურიანად, დემონსტრაციულად ნუ გაიჯახუნებთ კარს. დაიწყეთ სეირნობა სწრაფი ნაბიჯით (შეიძლება, გაირბინოთ კიდეც მცირე მანძილი), შემდეგ ნაბიჯი შეანელეთ.

შეიძინეთ ფსიქოლოგიური ლიტერატურა, რომელიც დაგეხმარებათ, იპოვოთ გზა პოზიტიური ცვლილებებისკენ, რათა მიაღწიოთ ჰარმონიას სამყაროსა და საკუთარ თავთან. ასეთ წიგნებში იმასაც გვირჩევენ, როგორ გავუგოთ სწორად თანამოსაუბრეს, როგორ ვიმუშაოთ საკუთარ ქვეცნობიერთან და როგორ ვმართოთ ცხოვრებისეული მოვლენები.