როგორ განვაწყოთ ტვინი ბედნიერებისკენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ განვაწყოთ ტვინი ბედნიერებისკენ

One Month-ის თანადამფუძნებელი კრის კასტილონი ყოველ საღამოს ძილის წინ იწერს (ინიშნავს) სამ რამეს, რომელთა გამოც იმ დღის მადლიერია. ზოგიერთ დღეს ის იმდენად წარმატებულია, რომ სამზე მეტი ჩანიშვნის გაკეთება უხდება. თუმცა, ყველაზე ხშირად მის ჩანაწერებში "პატარ-პატარა სიხარულებია". მაგალითად, ჭიქა ყავაზე მეგობრებთან გატარებული საღამო, დიდი ხნის უნახავ ნაცნობთან საუბარი ან კიდევ ახალი ცოდნა, რჩევა კოლეგებისგან მიღებულ-გაზიარებული. მოკლედ, კრის კასტილონს მიაჩნია, რომ აღნიშვნა და ზეიმი მცირე გამარჯვებებსაც კი სჭირდება. ამ პოზიტიური მოგონებების ჩაწერით ის გრძნობს, რომ ტვინს ბედნიერებისკენ განაწყობს.

ნუ გაიკვირვებთ - გამოკვლევები ადასტურებს, რომ მადლიერების წიგნაკსა და ბედნიერების განცდის მატებას (25 %-ით იზრდება) შორის პირდაპირი კავშირია. ამ საოცარი მეთოდის სხვა "ბონუსებიდან" კი აღსანიშნავია ძილის გაუმჯობესება და ამაღლებული განწყობილება. ასე რომ, მიბაძეთ კრის კასტილონს! ეს არცთუ ისე ძნელია. სცადეთ და დაიწყეთ ყოველი დღის სამი მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენის დაფიქსირება-ჩანიშვნა. განავითარეთ მადლიერების გრძნობა, იყავით მადლიერი ცხოვრების ყველა დღის! ასე ცხოვრების მშვენიერებასაც უკეთ შეიგრძნობთ და რაც მთავარია, ტვინი მუდმივად ბედნიერების განცდისაკენ გექნებათ მიმართული!

თინათინ გოცაძე