ფსიქოლოგიური კონსულტაცია - გამოცდილების გაზიარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია - გამოცდილების გაზიარება

მკითხველის აზრი:

ძალიან მეცოდება ნატა, მაგრამ თავადაა დამნაშავე, “ცუდი დედის” იარლიყი რომ მიიწება. შვილის სიყვარულის ხარისხი იმით ხომ არ განისაზღვრება, რამდენჯერ აკოცა დედამ ბავშვს ან თავზე ქუდი შეუსწორა.

გასათვალისწინებელია, როგორი მშობიარობა ჰქონდა ქალს. შესაძლოა არსებობდა რაღაც გართულებები და გარკვეული დროის განმავლობაში ბავშვი მისთვის ტკივილსა და მტანჯველ შეგრძნებებთან, შიშებთან გაიგივდა. იქნებ ნარკოზმა იქონია გავლენა. მგონია, რომ ამაში გასაკვირი არაფერია. მას დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში რომ ეცხოვრა, ქმარი მხოლოდ ექიმთან კი არ წაიყვანდა, ძიძასა და დამხმარე ქალსაც დაუქირავებდა. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ყველა ოჯახს არ შეუძლია. ახალგაზრდა დედას სამშობიაროდან გამოსვლისთანავე უამრავი საქმე უჩნდება: ბავშვის მოვლა, ქმრისთვის საჭმლის მომზადება, სარეცხის რეცხვა და მრავალი სხვა. ამას ემატება უძილობა. თუ ამ პრობლემებს ვერ უმკლავდები, მაშინვე “ცუდი” ხდები, მაგრამ ასე არ არის. თქვენ და თქვენს ქმარს გოგონასთან ერთად ყველაფერი კარგად გექნებათ.

მკითხველის აზრი:

ნანა 41 წლის: - ნატა, თქვენი პრობლემა ის იყო, რომ მაშინვე ვერ შეძელით გოგონას შეყვარება, მაშინვე ვერ გააცნობიერეთ და გაითავისეთ საკუთარი თავი დედის როლში. ბავშვისადმი სითბო და სიყვარული მშობიარობისთანავე არ მჟღავნდება. მე თვითონ სამი შვილის დედა ვარ და ვიცი, ეს რაც არის - მისცე ადამიანს სიცოცხლე. ქალმა არა მარტო უნდა გააცნობიეროს, რომ დედა გახდა, არამედ იწყებს ახალ ცხოვრებას. ბავშვი გაიძულებს დაივიწყო ცუდად ყოფნა და სისუსტე, უძილო ღამეები, სირთულეები, რომლებსაც ვერ გაექცევი. ამიტომ არსებობს დაუსრულებელი და წმინდა დედობრივი სიყვარული.

მართალია, თქვენთან მაშინვე არ მოვიდა ეს გრძნობა, მაგრამ ნუ ნერვიულობთ, მთავარია, თქვენ არ ხართ გულგრილი გოგონას ბედისადმი. თქვენ გვერდით გყავთ შესანიშნავი ადამიანი - თქვენი ქმარი. ის მზრუნველია, გულთან ახლოს მიაქვს თქვენი პრობლემები და ცდილობს დაგეხმაროთ. თქვენ ერთად შესანიშნავი მშობლები იქნებით, გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

მკითხველის აზრი:

თინიკო, 36 წლის: - როგორც კი ეს წერილი წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ ამ სტრიქონების ავტორი ნაზი და განებივრებული “დედიკოს გოგონაა”. ის წერს, რომ მას და მის ქმარს ბავშვი ძალიან უნდოდათ, ის ისე გაერთო ორსულობით, რომ ახალმა სტატუსმა შოკში ჩააგდო, თითქოს სულ მალე თოჯინას ჰპირდებოდნენ! გარშემომყოფთა ყურადღება, ახლობლებისა და მეგობრების მზრუნველობა რომ ახალშობილს დაეთმო, ნატამ ეჭვიანობა დაიწყო. ექიმთან ვიზიტის შემდეგ, რა თქმა უნდა, დამშვიდდა, მაგრამ საქმე მხოლოდ მკურნალობასა და აბებში როდია, მან ყურადღების მიპყრობა შეძლო. თუ ეს ქალი უახლოეს მომავალში არ შეიცვლება, მაშინ გოგონასთან ურთიერთობის პრობლემები მართლაც შეექმნება.

ფსიქოლოგის რჩევა:

ნუ შეგრცხვებათ საკუთარი ემოციებისა. ნეგატიური გრძნობები ხშირად არსებული პრობლემების შედეგია. ამიტომ მთელი ენერგია უნდა მიმართოთ არა გაღიზიანების დასათრგუნად, არამედ ღრმა მიზეზების გამოსავლენად. გახსოვდეთ, რომ თქვენს ბავშვს სჭირდებით.

ხშირად ფსიქოლოგიური პრობლემები ამა თუ იმ ფორმით წარსულ მოვლენებს უკავშირდება. ზოგის დავიწყება შეძელით, მაგრამ, რაც გახსოვთ, ვერ ხვდებით, რომ ახალ სირთულეებთან უნდა დააკავშიროთ. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მიზეზი შეიძლება გოგონას დედამ დააკავშირა წარსულში ქმრის მიერ ნათქვამთან, რომ მას ძალიან უნდა ბიჭი. და მაშინაც კი, თუ პირველივე დღეებიდან მამა სიამოვნებით ფუსფუსებს გოგონას ირგვლივ, ცოლი მაინც ეჭვობს, რომ ქმარი გულწრფელი არ არის. იმისათვის, რომ ამ გრძნობების, აზრებისა და ქცევების კვანძი სწრაფად და ადვილად გაიხსნას, უნდა მიმართოთ ოჯახის ფსიქოლოგს.

ნებისმიერი ურთიერთობა, მათ შორის დედისა და შვილის, ყოველდღე უნდა ვითარდებოდეს. თუ დღეს არ გაქვთ განწყობა, რომ ბავშვს “იავნანა” უმღეროთ, ეს არ არის საბაბი, თავი ცუდ დედად მიიჩნიოთ. თქვენი პატარასთვის თქვენ საუკეთესო ხართ!

- როცა მე და ჩემმა შეყვარებულმა სანდრომ ერთმანეთი გავიცანით, მან მითხრა, რომ მისი მშობლები შეძლებულები იყვნენ, თუმცა მათთან ნაჩხუბარი იყო და ისინი ფულს არ აძლევდნენ... ჩვენ დავქორწინდით, მე ვმუშაობდი, ის სწავლობდა და ჩემს ხელფასზე ვცხოვრობდით. მალე გოგონა გაგვიჩნდა. სანდრომ ბევრი კრედიტი აიღო, ბანკში კი ჩემი ბინა ჩადო. ამის შემდეგ მიმატოვა. იძულებული გავხდი, ბავშვი დედასთან წამეყვანა და სამსახურში დავბრუნებულიყავი, რადგან ვალები მქონდა გასასტუმრებელი.

მარი, 27 წლის

მკითხველის აზრი:

- ისეთი ისტორიაა, სისხლი გაგეყინება ადამიანს. მიკვირს, როგორი მიმნდობი და წინდაუხედავი აღმოჩდა წერილის ავტორი. ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში აუცილებელია სამგვარი ქმედება. პირველი: უნდა მიმართოთ აუტოტრენინგს. დილაობით უნდა დადგეთ სარკესთან, თვალმოუშორებლად დააკვირდეთ საკუთარ გამოსახულებას და გაიმეოროთ: “მე არასოდეს წამოვეგები ასეთ ანკესს...” მეორე: უნდა იშოვოთ საოჯახო კოდექსი, და მოძებნოთ თქვენთვის საჭირო სტრიქონები: “ქონება, რომელიც მეუღლეებმა თანაცხოვრებისას შეიძინეს და დააგროვეს, მათი თანაბარი საკუთრებაა”, ანუ სანდროს ბინა მასში არსებული ქონებით. ყურადღება მიაქციეთ სტრიქონებს: “საერთო ქონების გაყოფა შესაძლებელია როგორც ქორწინების პერიოდში, ისე ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, ორივე მეუღლის მიერ, ასევე კრედიტორის მოთხოვნისას”.

ასე რომ, კიდევ ერთი აუცილებელი საქმის გაკეთებაა საჭირო: უნდა აიყვანოთ ადვოკატი, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს და მიაღწევს ბინის გაყოფას თქვენი და ბავშვის სასარგებლოდ.