რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
კარგი ხუმრობა ნარკოტიკივით მოქმედებს
კარგი ხუმრობა ნარკოტიკივით მოქმედებს
თურმე სასაცილო სურათის ნახვა ან კიდევ კარგი ხუმრობის მოსმენა ტვინის იმავე ცენტრს ააქტიურებს, რომელსაც ნარკოტიკი. ამას აცხადებენ სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები. როგორც მათ დაადგინეს, როცა ადამიანი სასაცილო სანახაობით ერთობა ან კიდევ ანეკდოტებს კითხულობს, მის თავის ტვინში ის ნერვული წრეები აქტიურდება, რომლებიც კოკაინის მოხმარებისას, ფულის მიღების ან/და ლამაზი სახეების ცქერისას აქტიურდება.

ეს წრეები ურთიერთქმედებს დოფამინთან – ნივთიერებასთან, რომელიც კეთილდღეობისა და ბედნიერების შეგრძნებას ქმნის. სწორედ ამით ხსნიან ნეირომეცნიერები ეიფორიას, რომელიც ადამიანს კარგი ხუმრობის მოსმენის დროს ეუფლება.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მამაკაცები, რომლებსაც ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ, 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები არ აწუხებთ. ამაზე მეტყველებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მიღებული კვლევის შედეგები.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ სმარტფონები უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და განათლებაზე. თუმცა, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ მობილური ტელეფონის გარეშე ბევრ ახალგაზრდას პოსტტრავმული სტრესული მოშლილობის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება.
ვიტამინები ადამიანის მდგომარეობაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს. მანჩესტერის უნივერსიტეტის ექსპერტებმა გამოარკვიეს, რომ შიზოფრენიით დაავადებულთა რაციონში В6, В8 და В12 ვიტამინების დამატება წამლების ეფექტურობას ზრდის და დაავადების რეციდივის რისკს აქვეითებს.
ნერვულმა დაძაბულობამ შეიძლება ფიზიკური ჯანმრთელობა შეარყიოს. ამაზე ექიმები და უბრალო ადამიანებიც კი თანხმდებიან. ბოლო კვლევების თანახმად, ნერვიულობას შეიძლება დაავადებათა 40% მიეწეროს. მკვლევარების თქმით, მღელვარება და სტრესები იწვევს ჰორმონული ფონის ცვლილებას და სხვადასხვა დაავადების განვითარებას.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მოწევა ორსულობისას და საკეისრო კვეთა საშიშია ბავშვის ფსიქიკისთვის. კერძოდ, ისინი ზრდიან ობსესიურ-კომპულსიური (ანუ აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი) დარღვევების განვითარების რისკს.
დეპრესიით დაავადებულ ბევრ ადამიანს არსებული ანტიდეპრესანტი არ შველის. ამიტომ სპეციალისტები ახალი, ეფექტური პრეპარატის შექმნას ცდილობენ და ერთი ნაბიჯიღა აშორებთ ამ საქმის კეთილ ფინალამდე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შექმნილ წამალს შეუძლია ძალიან სწრაფად განკურნოს ადამიანი დეპრესიისგან.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.