რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
სპეციალისტები აუტიზმის სამკურნალო პრეპარატის შექმნას მიუახლოვდნენ
სპეციალისტები აუტიზმის სამკურნალო პრეპარატის შექმნას მიუახლოვდნენ
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგად ცნობილი ინსტრუმენტული კვლევის–ეეგ-ს დახმარებით აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებთან, კერძოდ Dup 15q  სინდრომის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან აქამდე უცნობი ბიომარკერი გამოავლინეს. აუტისტური სპექტრის დარღვევის აღნიშნული სახესხვაობის აღმოცენების მიზეზი მე-15 ქრომოსომის ერთ-ერთი უბნის გაორებაა. ეს არის განვითარების ყველაზე გავრცებული გენეტიკური ანომალია, რომელიც დასახელებულ პათოლოგიას უკავშირდება.

კლინიცისტები სულ უფრო ხშირად ადგენენ აუტიზმის ფორმირების მემკვიდრულ ფაქტორებს. მიუხედავად ამისა სპეციფიკური რეკომენდაციები ამ ტიპის ბავშვებისა თუ მათი მშობლებისთვის სადღეისოდ ჯერ კიდევ არ არსებობს. მეცნიერებმა 11 ასეთი ბავშვის თავის ტვინის ელექტრული აქტივობა შეისწავლეს, ასევე გამოიკვლიეს მათი
10 თანატოლის, (რომლებიც აუტიზმით იყვნენ დაავადებულნი, მაგრამ არ აღენიშნებოდათ სპეციფიკური Dup 15q სინდრომი) და 9 სრულიად ჯანმრთელი ბავშვის თავის ტვინი. Dup 15q სინდრომის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან მკვლევარებმა აღმოაჩინეს დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც არ ვლინდებოდა სხვა საკვლევ პირებთან.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათი აღმოჩენა აუტიზმის დიაგნოსტიკისა და
თერაპიიის საქმეში დიდ წვლილს შეიტანს.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თავით ფეხბურთის ხშირად თამაში ქალა-ტვინის ტრავმის მიღების იდენტურია, რაც იწვევს მეხსიერების
ძილის დეფიციტი, საზოგადოდ, ბევრი პრობლემის პროვოცირებას ახდენს. ძილის ნაკლებობა განსაკუთრებით
მეცნიერებმა სიცოცხლის გახანგრძლივების ახალი მეთოდი დაადგინეს. სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება
ინგლისელმა ნეირობიოლოგმა დინ ბერნეტმა ახსნა, რატომ ავიწყდებათ ზოგჯერ ადამიანებს, რისთვის შევიდნენ
რა არის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა? ამ დროს ტვინის ნაწილი ზიანდება და კვდება, როგორც მიოკარდის ინფარქტის დროს,
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
25 ივნისი 2018
კომფორტული წნევა ყველასთვის ინდივიდუალურია. ერთისთვის იდეალურია სტანდარტული 120/80, მეორესთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის