მეხსიერების გასაუმჯობესებლად საკმარისია 10-წუთიანი ვარჯიში
კალიფორნიისა და ცუკუბის უნივერსიტეტების მეცნიერები. მათ 36 ახალგაზრდა მოხალისის მონაწილეობით ერთობლივი კვლევა ჩაატარეს. კვლევის მონაწილეები დღეში 10 წუთი მსუბუქ ვარჯიშებს ასრულებდნენ, რის შემდეგაც მათ მეხსიერების დონის შესაფასებელი ტესტირება უტარდებოდათ. საკონტროლო ჯგუფის პირები ასევე გადიოდნენ ტესტირებას, ოღონდ ფიზიკური აქტივობის გარეშე. კვლევაში მონაწილე საცდელ პირებს ტვინის სკანირებაც უტარდებოდათ.
ნავარჯიშები პირების ტვინის გარკვეულ უბნებს შორის მჭირდო (გაძლიერებული) კომუნიკაცია შეინიშნებოდა, რომელიც იმავდროულად ინფორმაციის შენახვასა და გახსენებასთან იყო კავშირში.
სპეციალისტთა განცხადებით, დღეში სულ მცირე, 10-წუთიანი იოგა, ფეხით სიარული ან ფიზიკური ვარჯიში საგრძნობლად აუმჯობესებს მეხსიერებას. ასე რომ, აუცილებლად დაუთმეთ დღეში 10 წუთი მაინც ვარჯიშს.
თინათინ გოცაძე