როგორ ავიცილოთ შაკიკის შეტევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ შაკიკის შეტევა

ჰოთდოგი, ბეკონი, ძეხვი, სალიამი; ყველი, არაჟანი; ცხარე ჩინური სოუსები; დამარილებული ქაშაყი, ქათმის ღვიძლი, ლობიო; წითელი ღვინო, ლუდი, შამპანური, ხელოვნური დამატკბობლების შემცველი პროდუქტები და სასმელები - კოკა-კოლა და სხვ. ასევე, სითხის უკმარისობა; შიმშილი და ჰიპოგლიკემია - შიმშილის დროს სისხლში შაქრის ოდენობა მცირდება, ეს თავის ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა შაკიკის შეტევას დაუდოს სათავე; გარემო პირობები - სიცხე, სიცივე, კაშკაშა სინათლე, ქარი, ძლიერი ხმაური, მკვეთრი სუნი; ზოგიერთი მედიკამენტი. შინაგან ფაქტორებს მიეკუთვნება: ხანგრძლივი ძილი ან უძილობა; გადაღლილობა და ფსიქოემოციური გადაძაბვა; ფიზიკური აქტიურობა, მათ შორის - სქესობრივი კონტაქტი; ჰორმონული ძვრები: პუბერტატული პერიოდი, მენსტრუაცია, ორსულობა, კლიმაქსი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ განწყობას, განსაკუთრებით - დედის მხრიდან, ხოლო თუ შაკიკს ორივე მშობელი უჩივის, ბავშვს ათიდან მხოლოდ ერთი შანსი აქვს, დარჩეს ჯანმრთელი. ხშირად შეტევის პროვოცირებას რამდენიმე ფაქტორის ერთდროული ზემოქმედება ახდენს. მაგალითად, თუ ქალს მენსტრუალური ციკლის შუაში თეთრი ღვინო, ყველი ან შოკოლადი სიამოვნებას ანიჭებს, უშუალოდ მენსტრუაციის დროს იმავე პროდუქტებმა შესაძლოა შაკიკის შეტევა გამოიწვიოს.

დაავადების ძირითადი სიმპტომია თავის ტკივილი. ის ლოკალიზდება თავის ცალ მხარეს, შუბლისა და საფეთქლის მიდამოში და გადაეცემა იმავე მხარეს - თვალბუდესა და კეფაში. აქვს ძლიერი მოპულსირე ხასიათი. შესაძლოა გაგრძელდეს 4-დან 72 საათამდე. გაივლის თავისთავად. თანმხლები სიმპტომებია გულისრევა, პირღებინება, ბავშვებში - მუცლის ტკივილი.

შაკიკის შეტევის მოხსნის საუკეთესო გზა მისი დასაწყისშივე აღკვეთაა - სანამ თავის ტკივილი ჯერ კიდევ არ განვითარებულა, მაგრამ მისი წინამორბედი სიმპტომები უკვე აშკარაა. ბევრი შეტევას ძილით ებრძვის. ძილის დროს სიმპტომები ხშირად ისე გაივლის, რომ შეტევა შესაძლოა აღარც კი განვითარდეს, მაგრამ ზოგჯერ თავის ტკივილი სწორედ ძილში იწყება. შაკიკის მწვავე შეტევებს ეფექტურად ხსნის სეროტონინის აგონისტები - ზოლმიტრიპტანი, ნარასტრიპტანი, სუმატრიპტანი, რომლებიც გაფართოებულ სისხლძარღვებზე მოქმედებს. შაკიკიან ავადმყოფებს დიდი რაოდენობით სჭირდებათ ბ ჯგუფის, ც და ე ვიტამინები, მინერალები (მაგნიუმი), ამინომჟავები (ტრიპტოფანი, ტაურინი), პოლიუჯერი მჟავები (ომეგა-3), ფერმენტები (გინკო-ბილობა, კურკუმა) და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებები.

პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური საშუალება ცხოვრების ჯანსაღი წესია - ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა შეუნაცვლოთ მუშაობა და სუფთა ჰაერზე დასვენება. იხილეთ ვრცლად