ისტერიკული და ნევროზული შეტევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ისტერიკული და ნევროზული შეტევები

პირველი სამი დაავადებებია, რომლებსაც აქვს მიზეზი, დასაწყისი, მიმდინარეობა და დასასრული, ხოლო მეოთხე ხასიათის თავისებურებაა და, ამრიგად, ავადმყოფობა არ არის.

ისტერიკული რეაქცია

ისტერიკული რეაქციის მიზეზად შეიძლება იქცეს ფსიქიკური ტრავმა, უსიამოვნო ინფორმაცია. ხშირად ეს ინფორმაცია მოულოდნელია, ზოგჯერ - თავზარდამცემი. შინაარსობრივად ფსიქიკური ტრავმა შეიძლება ეხებოდეს როგორც საყოფაცხოვრებო უსიამოვნებებს (ცოლქმრული ღალატი, კონფლიქტი მეზობლებთან, უეცარი მატერიალური ზარალი, გაქურდვა, შეშინება და სხვა), ისე უბედურ შემთხვევებს, სიკვდილსა და კატასტროფას (საყვარელი ადამიანის დაკარგვა, მიწისძვრა, გაუპატიურება, დაბომბვა და ა.შ.). ადამიანის რეაქცია ამგვარ უსიამოვნებებზე ზედმიწევნით ინდივიდუალურია და დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ფსიქოტრავმის სიძლიერეზე, მეორე მხრივ კი პიროვნების ნერვული სისტემის გამძლეობაზე ანუ, როგორც ექიმები ამბობენ, მის ფსიქონერვულ კონსტიტუციაზე. ძლიერი ნერვული კონსტიტუციის მქონე პიროვნებას ისტერიკული რეაქციის განვითარებისთვის მძლავრი ფსიქომატრავმირებელი ზემოქმედება სჭირდება, სუსტი კონსტიტუციის მქონეს კი სუსტიც ჰყოფნის. ისტერიკული რეაქციის გარეგანი გამოხატულება მეტად მრავალფეროვანია. უეცარი ფსიქოტრავმის ზეგავლენით ადამიანი შესაძლოა უეცრად დაბრმავდეს, დაყრუვდეს, დამუნჯდეს, დაკარგოს მგრძნობელობა, დაემართოს კიდურების დამბლა, წაერთვას მოძრაობის უნარი, დაეწყოს ძლიერი პირღებინება, გაუჩნდეს ყელში მოჭერის შეგრძნება, აუვარდეს ფაღარათი, სლოკინი, კუნთების ან შინაგანი ორგანოების სპაზმები, დაკარგოს გონება ან განუვითარდეს კიდურების, ტანის კრუნჩხვა, აუვარდეს ყბის ან მთელი სხეულის ცახცახი, დაიწყოს სირბილი, სცადოს თავის დაზიანება. ასეთი რამ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს ძლიერი ფსიქიკური ტრავმის (სტიქიური უბედურება, მასობრივი კატასტროფა, საომარი მოქმედებები და ა.შ.) შედეგად. ფსიქიატრიაში ისინი ცნობილია ელდა რეაქციების სახელწოდებით. ეს რეაქციები, როგორც წესი, ხანმოკლეა, გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე საათამდე და შესატყვისი მკურნალობის ფონზე უკვალოდ ქრება. ისტერიკული შეტევის დასაწყისი ხშირად გარეგანი გამღიზიანებლის ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული. შეტევა უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე ეპილეფსიის დროს. დაცემისას ადამიანი არ იღებს ისეთ მძიმე დაზიანებას, როგორსაც ეპილეფსიური შეტევისას. შენარჩუნებული აქვს რეფლექსები, რეაგირებს სინათლეზე, ცნობიერება ებინდება, მაგრამ არ ეთიშება, რეაგირებს გარშემო მყოფებზე. შეტევა ზოგჯერ რამდენიმე საათი გრძელდება. რაც უფრო ძლიერია გარშემო მყოფთა აჟიოტაჟი, მით უფრო მეტხანს გრძელდება გულყრა. ასეთ დროს პირველი დახმარება გულისხმობს ავადმყოფთან კონტაქტის დამყარებას, საუბრის მცდელობას, ყურადღების გადატანას, დაძაბულობის თანდათანობით მოხსნას და მერე უკვე სპეციალისტის ჩართვას. ისტერიკული რეაქციის გამოვლინებას ფსიქიატრმა უნდა უმკურნალოს.


ნევროზული შეტევა

ნევროზები - ეს არის შექცევადი ხასიათის ფუნქციური ფსიქოგენური დარღვევებით მიმდინარე იმ დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც ფსიქიკური ტრავმის შედეგად აღმოცენდება. ნევროზი ყველა ასაკში სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ის ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ მისი ხასიათი და ფორმა ფაქტორთა მთელ წყებაზეა დამოკიდებული. ერთი მხრივ, ნევროზის ფორმირება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის პიროვნულ თავისებურებებს, გარეშე ზემოქმედებათა მიმართ ამტანობის მემკვიდრეობით ხასიათს, ორგანიზმის შემგუებლობის უნარს. მეორე მხრივ, ნევროზის განვითარება განისაზღვრება ფსიქიკური ტრავმით, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე, ერთმომენტიანი (მაგალითად, საყვარელი ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალება) ან ხანგრძლივი (კონფლიქტური სიტუაცია ოჯახში, სამსახურში და ა.შ.). ნევროზი ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვობაში ფსიქიკური ტრავმა აქვთ გადატანილი. ფსიქოანალიზური თეორიების თანახმად, ნევროზი და მისი სიმპტომატიკა შინაგანი კონფლიქტის შედეგია. ფროიდს ნევროზი იმ შეუსაბამობის შედეგად მიაჩნდა, რომელიც წარმოიშობა ადამიანის ინსტინქტურ ლტოლვასა და შინაგან აკრძალვას შორის. ჰორნი მიიჩნევდა, რომ ნევროზი ვითარდება როგორც ერთგვარი თავდაცვა ისეთი არასასურველი სოციალური ფაქტორებისგან, როგორებიც არის დამცირება, სოციალური იზოლაცია, ბავშვობაში მშობლების გადაჭარბებული მეურვეობა (ტოტალური კონტროლი), შვილის მიმართ მშობლების აგრესია და სხვა. ნევროზის ფსიქიკური სიმპტომებია:

  • უგუნებობა (ხშირად - უმიზეზო);
  • გაუბედაობა (ჭირს გადაწყვეტილების მიღება);
  • ურთიერთობის სირთულეები;
  • არაადეკვატური (ჭარბი ან დაქვეითებული) თვითშეფასება;
  • ხშირი განცდები, შფოთვა, შიში, ცუდი წინათგრძნობა, ფობიები, პანიკური შეტევები, პანიკური აშლილობები;
  • ხასიათის არასტაბილურობა, გუნება-განწყობის ხშირი და მკვეთრი ცვლა;
  • სტრესისადმი მაღალი მგრძნობელობა;
  • ადვილად გულისტკენა;
  • შფოთვა;
  • ფსიქომატრავმირებელ სიტუაციაზე ჩაციკვლა;
  • ადვილად დაღლა (სუსტდება მეხსიერება, ყურადღება, აზროვნების უნარი);
  • მომატებული მგრძნობელობა მაღალი ხმების, მკვეთრი სინათლის, ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ;
  • ძილის დარღვევები (აღგზნების გამო ჭირს ჩაძინება, ძილი ზედაპირულია, მშფოთვარე, არ მოაქვს შვება, დილაობით ხშირია ძილიანობა);
  • დაავადებულებს უჭირთ ფასეულობათა განსაზღვრა, ვერ ერკვევიან საკუთარ სურვილებში, არ გააჩნიათ ჩამოყალიბებული აზრი საკუთარ თავზე, სხვებზე, ცხოვრებაზე, ხშირად გამოხატავენ ცინიზმს.

ნევროზის მკურნალობა რთულია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის პრევენციას, რაც გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სტრესული ფაქტორებისთვის თავის არიდებას, ფსიქომატრავმირებელი სიტუაციების შემცირებას. ადრეულ ეტაპზე ნეიროფსიქოლოგთან მისვლა გააადვილებს მკურნალობას, ხელს შეუწყობს პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას, ფსიქომატრავმირებელი სიტუაციების შემცირებისა და განეიტრალების უნარის გამომუშავებას. ეფექტურია ფსიქოთერაპია. კარგ შედეგს იძლევა აუტოტრენინგი, ჰიპნოზი, კვების, შრომისა და დასვენების რაციონალური რეჟიმი, დიეტა, ბუნების წიაღში გასეირნება, მასაჟი, წყლის პროცედურები, ერთი სიტყვით, ცხოვრების ჯანსაღი წესი. ნევროზული შეტევისას, თუ ეს უცხო გარემოში ხდება, მნიშვნელოვანია, ავადმყოფმა იგრძნოს თანაგრძნობა, ყურადღება; აუცილებელია მასთან მშვიდი საუბარი, დაძაბულობის, შიშის თანდათანობით მოხსნა, პანიკის შემცირება, ყურადღების გადატანა, დამაშვიდებელი მედიკამენტების გამოყენება და შემდგომ - პროცესში სპეციალისტის ჩართვა.