პირველი დახმარება ხერხემლის ტრავმის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება ხერხემლის ტრავმის დროს

ხერხემლის მოტეხილობის სახეები

ხერხემლის მოტეხილობის ყველაზე გავრცელებული ვარიანტია კომპრესიული მოტეხილობა. ამგვარი მოტეხილობის დროს ტრავმირებული ხერხემლის სიმაღლე იკლებს, რის შედეგადაც დაზიანებულ ადგილას იმატებს ხერხემლის მოძრაობითი ზღვარი და ნებისმიერ მოძრაობას თან ახლავს მკვეთრი ტკივილი, რომლის მიზეზიც ნერვული დაბოლოებების კომპრესიაა (ზეწოლა, მიჭყლეტა). ასეთი დაზიანება შესაძლოა წარმოიშვას ძლიერი ღერძული დატვირთვის დროს, რომელიც თან ახლავს ხერხემლის მოხრით მოძრაობებს. ამ შემთხვევაში ხერხემალი “იპრესება”. მსგავსი დაზიანება ხშირად გვხვდება ახალგაზრდებთან, რომლებიც სპორტის ექსტრემალური სახეობებით არიან გატაცებულნი. საზაოგადოდ კი ამ ტიპის ტრავმა ადამიანმა შესაძლოა ვარდნის ან დიდი სიმაღლიდან გადმოხტომის შემთხვევაში მიიღოს. ხერხემლის ასეთი ტრავმა ხანდაზმულ პაციენტებთანაც ხშირია, მაგრამ მიზეზი აქ სულ სხვა რამ არის. კალციუმის უკმარისობის, ოსტეოპოროზისა თუ სხვა მიზეზით ხანდაზმული ადამიანის ძვლოვანი ქსოვილი დასუსტებულია, ამიტომ ზოგჯერ მცირედი ზემოქმედებაც სამკარისია, რომ ხერხემალი დაზიანდეს. მოტეხილობის მეორე ტიპი, ასე ვთქვათ, მსხვრევადი მოტეხილობაა. ის გაცილებით მძიმეა, რადგან ამ დროს ხერხემლის მალა (ან მალები) რამდენიმე ნაწილად იშლება. ამ ნამსხვრევებს მოძრაობისას არა მარტო ზეწოლა, არამედ ხერხემლის ან ნერვული სტრუქტურების დაზიანებაც ძალუძს. საერთო ჯამში, გამოყოფენ მოტეხილობის შემდეგ ჯგუფებს:

  • ერთეულსა და მრავლობითს;
  • მოტეხილობებს, რომლებსაც თან ახლავს ან არ ახლავს ზურგის ტვინის დაზიანება;
  • მოტეხილობებს, რომლებსაც თან ახლავს ან არ ახლავს ნერვული ღეროებისა და მალათაშუა დისკების დაზიანება;
  • სტაბილურ და არასტაბილურ მოტეხილობებს;
  • ცალკეული მალის სხეულის, წანაზარდის და სხვა ანატომიური წარმონაქმნის მოტეხილობებს.


მოტეხილობის სიმპტომები

  • ძლიერი ტკივილი ტრავმის მიდამოში, რომელსაც შესაძლოა გონების დაკარგვაც მოჰყვეს. გამონაკლისად ითვლება შემთხვევები, როცა ადამიანს მძიმე ქრონიკული დაავადება (ოსტეოპოროზი, ონკოლოგიური დაავადება) აქვს - ამ დროს ტკივილის სინდრომი უფრო სუსტია.
  • სისუსტე ან დამბლა ტრავმის დონეზე არსებულ კიდურებში. ასეთი რამ ხდება ნერვული ღეროების ტრავმირების, მათი კომპრესიის ან შეშუპების დროს.
  • ხერხემლის კისრის ან გულმკერდის ნაწილის ტრავმირებისას შესაძლოა გაძნელდეს (ან საერთოდ შეწყდეს) სუნთქვა.
  • ხერხემლის წელის მიდამოს ტრავმირებისას შესაძლოა დაირღვეს შარდის გამოყოფა. ტკივილი, ჩვეულებრივ, გადაეცემა მუცლის მიდამოს.

პირველი სამედიცინო დახმარება

არსებობს ექიმამდელი დახმარების ორი ძირითადი წესი, რომლებიც ხერხემლის დაზიანებისთანავე უნდა შესრულდეს:

1. შეძლებისდაგვარად მოიხსნას ტკივილი. ამისთვის იყენებენ ხელთ არსებულ ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას მაქსიმალური დოზით. შეიძლება ისეთი საშუალების გამოყენებაც, როგორიც ანალგინია.

2. დაფიქსირდეს ტრავმირებული ადგილი.

ხერხემლის რომელიმე ნაწილის დაფიქსირება დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, ძნელია - ამისთვის საჭირო საშუალება ჩვეულებრივ პირობებში არ არსებობს, ამიტომ სასურველია, დავაფიქსიროთ ხერხემლის მთელი სვეტი, რისთვისაც გამოვიყენებთ ადამიანის სიმაღლის ნებისმიერ მყარ მასალას. სპეციალური საკაცე წარმატებით შეიძლება შეიცვალოს ორი ვიწრო (ან ერთი ფართო) ფირფიცრით და დაზარალებული მასზე დაებას. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება რბილი საკაცის გაკეთებაც, ოღონდ დაშავებული მასზე მუცლით უნდა დავაწვინოთ. ეს არ არის ტრანსპორტირებისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ამ დროს ჭირს დაშავებულის სახისა და სუნთქვისთვის თვალყურის დევნება, რაც აუცილებელია ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმის დროს. განურჩევლად იმისა, ხერხემლის რომელი ნაწილია დაზიანებული, აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს კისრის მიდამო. კისრის ნაწილი რომც არ იყოს დაზიანებული, თავის გატოკებისას შესაძლოა ხერხემალიც გაინძრეს. კისრის დაფიქსირება შესაძლებელია სპეციალური საყელოთი, რომლის ზომაც კისრის სიმაღლეს ემთხვევა. ასეთი საყელო შეგიძლიათ თავად დაამზადოთ მუყაოსგან, შიგნიდან ბამბა ან რბილი ნაჭერი ამოუფინოთ, ხოლო გარედან ბინტით დაამაგროთ. შეიძლება სხვა მასალების გამოყენებაც. დაშავებულის საკაცეზე ან ფარზე გადაყვანა დიდი სიფრთხილით და სინქრონული მოძრაობით უნდა მოხდეს. ამ დროს ხერხემლის ყველა ნაწილი დამხმარეთა ხელებით უნდა იყოს დაფიქსირებული.

არ შეიძლება

  • ზურგდაშავებული ადამიანის წამოსმა ან წამოყენება;
  • ხერხემლის კისრის ან სხვა ნაწილის “ჩასმის” მცდელობა;
  • დაშავებულისთვის ხელ-ფეხის გაწევა ან გათრევა;
  • წამლის მიცემა, თუ დარღვეული აქვს ყლაპვის ფუნქცია ან უგონოდაა;
  • საავადმყოფოში მჯდომარის გადაყვანა.