გაფანტული სკლეროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაფანტული სკლეროზი

დაავადება იმუნურ სისტემაში მიმდინარე ცვლილებათა შედეგია: ლიმფოციტები აღწევენ ნერვულ უჯრედებში და მათ მფარავ მიელინის გარსს აზიანებენ; მიელინი შემაერთებელი ქსოვილით იცვლება, წარმოიქმნება ნაწიბური, რომელიც იმპულსს ნორმალურად ვეღარ ატარებს და ამ უბნებში ტვინის ფუნქციები ირღვევა.

საინტერესო ფაქტები

  • გაფანტული სკლეროზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ის ტრავმების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს ახალგაზრდა ასაკში უნარშეზღუდულობის ნევროლოგიურ მიზეზებს შორის.
  • გაფანტული სკლეროზით ავადდებიან ახალგაზრდები 15-დან 40 წლამდე. 50 წლის შემდეგ დაავადების განვითარების რისკი მკვეთრად მცირდება.
  • ცნობილია შემთხვევები, როდესაც დაავადება 2 წლამდე ასაკის ბავშვებთანაც კი გამოვლენილა.
  • დაავადება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.
  • ყოველ 1000 კაცზე დაავადების საშუალოდ 20-დან 30-მდე შემთხვევა აღირიცხება.
  • დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებას საინტერესო თავისებურება ახასიათებს - რაც უფრო მოშორებულია ტერიტორია ეკვატორს, მით უფრო მაღალია ავადობის მაჩვენებელი.
  • ჩრდილოეთის ქვეყნებში ავადობა უფრო მაღალია - 1000 კაცზე დაავადების 70-მდე შემთხვევა აღირიცხება. ამას სპეციალისტები D ვიტამინის დეფიციტს უკავშირებენ, რომელიც კანზე მზის სხივების მოხვედრისას გამომუშავდება ორგანიზმში.
  • ქალები მამაკაცებზე 2-3-ჯერ ხშირად ავადმყოფობენ, თუმცა გაცილებით მსუბუქად.
  • შეინიშნება კავშირი რასობრივ კუთვნილებასთან: იაპონელები, ჩინელები და კორეელები ამ პრობლემას პრაქტიკულად არ იცნობენ.
  • გაფანტული სკლეროზის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ევროპაში. ევროპის დიდ ქალაქებში დაავადებულთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე სოფლად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არახელსაყრელი გარემო პირობები ხელს უწყობს დაავადების განვითარებას.
  • ასიდან 25 შემთხვევაში დაავადება კეთილთვისებიანად მიმდინარეობს და ადამიანი წლობით ინარჩუნებს შრომის უნარს. უნარის მკვეთრი შეზღუდვა მოსალოდნელია მხოლოდ 10%-თან, ისიც - დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისას.
  • გამოცდას გადის გაფანტული სკლეროზის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის ფართო გამოყენება რამდენიმე წელიწადში დაიწყება.

გაფანტული სკლეროზის ხელშემწყობი ფაქტორები

  • გენეტიკური განწყობა - მუტაციურად შეცვლილი გენების გავლენა;
  • ძლიერი სტრესი;
  • ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები;
  • D ვიტამინის დეფიციტი;
  • ზოგიერთი მეცნიერი დაავადების განვითარებას უკავშირებს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, თუმცა ეს ჰიპოთეზა ჯერჯერობით არ დამტკიცებულა.


როგორ ვლინდება დაავადება

გაფანტული სკლეროზი იწყება საკმაოდ ნელა. თავდაპირველად დაზიანებული ნეირონების ფუნქციას მეზობელი უბნები ითავსებენ, ამიტომ პირველი ნიშნები მჟღავნდება მაშინ, როდესაც ნერვული ბოჭკოების თითქმის უკვე ნახევარია დაზიანებული.

ამ დროს მოსალოდნელია:

  • მხედველობის ცალმხრივი ან ორმხრივი დარღვევა;
  • თვალების ტკივილი და მხედველობის გაორება;
  • თითების მოყინვის ან ჩხვლეტის შეგრძნება;
  • კანის მგრძნობელობის დაქვეითება;
  • კუნთური სისუსტე და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.

მოგვიანებით, სკლეროზული უბნების მომრავლებისდაკვალად, თავს იჩენს სხვა ნიშნებიც:

  • სპაზმი და მტკივნეული შეგრძნებები კუნთებში;
  • შარდის შეუკავებლობა და ყაბზობა. დროთა განმავლობაში ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს ამ პროცესების კონტროლის უნარი;
  • სქესობრივი სფეროს ცვლილებები;
  • პათოლოგიური პირამიდული რეფლექსები, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანისთვის დამახასიათებელი არ არის, მათი გამოვლენა მხოლოდ ექიმ ნევროლოგს შეუძლია;
  • ფიზიკური დატვირთვისას მომეტებული მოთენთილობა და სწრაფი დაღლა;
  • კიდურების არასრული პარეზი, ნებითი მოძრაობების შეზღუდვა;
  • თვალის მამოძრავებელი, სამწვერა, სახის და ენისქვეშა ნერვების პარეზი;
  • თვალის კაკლის რიტმული რხევითი მოძრაობები;
  • ინტელექტის დაქვეითება;
  • ნევროზები, ემოციური არამდგრადობა, დეპრესიისა და ეიფორიის პერიოდების მონაცვლეობა.

მდგომარეობას ზოგჯერ მკვეთრად აუარესებს ცხელი აბაზანა, სიცხე, სხეულის ტემპერატურის მომატება, ამიტომ პაციენტებს ურჩევენ, გადახურებას ერიდონ. გაფანტული სკლეროზი რემისიისა და გამწვავების პერიოდული მონაცვლეობით მიმდინარეობს. სწორად შერჩეული მკურნალობა რემისიის პერიოდის გახანგრძლივების საშუალებას იძლევა. ნერვული უჯრედის მიელინის გარსს აქვს დამოუკიდებლად აღდგენის უნარი, ამიტომ იმ პაციენტებთან, რომლებთანაც აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე დაზიანებისა, დაავადება საკმაოდ ნელა პროგრესირებს.

დროულად მიმართეთ ექიმს

დროული დიაგნოსტიკა ადამიანს საშუალებას აძლევს, დიდხანს შენარჩუნოს სრულფასოვანი და აქტიური ცხოვრება, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ დაავადებისთვის დამახასიათებელი 2-3 სიმპტომს ერთდროულად აღმოაჩენთ. მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით ნერვულ სისტემაში დემიელინიზაციური კერების აღმოჩენა პათოლოგიის უტყუარი ნიშანია.

სპეციალისტები გვირჩევენ

მექანიზმები, რომლებიც გამშვებ როლს ასრულებს დაავადების განვითარებაში, ჯერ კიდევ შეუსწავლელია, ამიტომ პროფილაქტიკური ღონისძიებებიც შემუშავების სტადიაზეა. სპეციალისტები გვირჩევენ, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, სწორად ვიკვებოთ და ვერიდოთ სტრესს. რემისიის გასახანგრძლივებლად საჭიროა:

  • თავი ვარიდოთ გონებრივ და ფიზიკურ გადატვირთვას;
  • ფიზიკური დატვირთვა იყოს რეგულარული და ზომიერი, არა გამომფიტველი;
  • უარი ვთქვათ ალკოჰოლსა და თამბაქოზე;
  • რაციონიდან ამოვიღოთ ძლიერ ცხიმიანი საკვები;
  • მოვიწესრიგოთ წონა;
  • ვერიდოთ ჰორმონულ კონტრაცეფციას.
  • რემისიის სტადიაზეც კი რეგულარულად მივიღოთ სამკურნალო პეპარატები.