ნაცადი ანტიდეპრესანტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაცადი ანტიდეპრესანტები

სხივები - ექიმები

მზის სინათლით მკურნალობა ნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების (ოსტეოქონდროზისა და ართრიტის), სასუნთქი ორგანოების (ბრონქიტის, რინიტის) დაავადებების დროს. რუჯი სასარგებლოა ფსორიაზისა და აკნეს დროს, მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ - ამ შემთხვევაში გამონაყარი გართულდება და დაავადება გამწვავდება.

ვიდგეთ თუ ვიწვეთ?

მიჩნეულია, რომ ვერტიკალური სოლარიუმი გაცილებით ჰიგიენურია, რადგან კაბინის ზედაპირს არ ეხებით, ამიტომ რუჯიც უფრო თანაბარი გამოდის, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა მოგიწევთ, მაშინ როდესაც ჰორიზონტალურ მოწყობილობაში შეგიძლიათ, ისევე კომფორტულად მოთავსდეთ, როგორც პლაჟზე. თანაც თანამედროვე სოლარიუმებს აქვს ანატომიური ზედაპირი, რომელიც სხეულის კონტურებს ემთხვევა და ასევე იძლევა თანაბარი რუჯის მიღების საშუალებას. ოღონდ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ დასაწოლი ადგილი ინფიცირბული არ არია. რუჯის აპარატი მოთავსებული უნდა იყოს მშრალ შენობაში, სადაც კარგი ვენტილაციაა. ნათურები რეგულარულად იცვლებოდეს - მათი ექსპლუატაციის ვადა 400 საათია, ამის შემდეგ ისინი უსაფრთხო აღარ არის. სოლარიუმის აკრილის მინა კი 5 წელიწადში ცვდება და მასში ცუდად აღწევს ულტრაიისერი სხივები. კანი თანდათანობით შეაჩვიეთ რუჯს. პირველ სეანსზე 5 წუთი საკმარისია, შემდგომ კი 15 წუთს უნდა დასჯერდეთ. სოლარიუმის სეანსებს შორის ინტერვალი 3 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ყოველი თვის შემდეგ ერთი თვე უნდა შეისვენოთ. სეანსის დროს გამოიყენეთ დამცავი სათვალე - თვალის რქოვანასთვის ულტრაიისფერი სხივები საზიანოა. თმაზე თავსაფარი უნდა წაიკრათ, თორემ თმა დაგეწვებათ, ტუჩებზე კი დამატენანებელი ბალზამი წაისვათ.

მთელი არსებით

ძნელად თუ იპოვით მკურნალობის უფრო სასიამოვნო საშუალებას, ვიდრე ცეკვათერაპიაა. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მუშაობას, აძლიერებს იმუნიტეტს, წვავს ჭარბ ცხიმს და აუმჯობესებს თვითშეგრძნებას. გარდა ამისა რიტმული მოძრაობა ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ასაკში, როცა ოსტეოპოროზისა და მოტეხილობის რისკი, განსაკუთრებით - ქალებთან, მკვეთრად იზრდება. ცნობილია, რომ მოცეკვავეები იშვიათად ცივდებიან და ემართებათ გრიპი. უფრო მეტიც - რეგულარული მეცადინეობა საგრძნობლად აიშვიათებს ასთმურ შეტევებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ცეკვა მათთვის, ვინც უარყოფით ემოციებს ვერ ერევა. ცეკვას იოლად გამოჰყავს ადამიანი დეპრესიული მდგომარეობიდან. გარდა ამისა, ცეკვა ავითარებს მოძრაობის კოორდინაციას, რიტმის გრძნობას და ხელს უწყობს კუნთური ტონუსის გაუმჯობესებას. გამოიყენეთ ეს ანტიდეპრესანტები და სეზონური დეპრესია ვერაფერს დაგაკლებთ.