გრძნობის ორგანოთა ფუნქციის დაქვეითება და ფსიქოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრძნობის ორგანოთა ფუნქციის დაქვეითება და ფსიქოლოგიური პრობლემები

იმისთვის, რომ იარსებოს, ორგანიზმი წონასწორობაში უნდა იყოს გარე სამყაროსთან. ეს ნიშნავს იმის ათვისებას, რაც სასარგებლოა და იმის მოსპობას, რაც მავნებელია. აქედან მომდინარეობს დადებითი ზემოქმედებისკენ სწრაფვა და უარყოფითისგან გაქცევის სურვილი. რომელიმე ერთი სახის ინფორმაციის უკმარისობა იწვევს თავისი ვარიანტის შიმშილს, წყურვილს, მოთხოვნილებასა და სურვილს. ბუნებრივია, ადამიანი გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ყოველი არხის დაკარგვას უდიდეს ტრაგედიად აღიქვამს. გრძნობის ორგანოს დაკარგვით მხოლოდ რომელიმე ნაწილი კი არ ვარდება განცდათა სპექტრიდან, არამედ გარდაიქმნება მთელი პიროვნება, მისი დამოკიდებულება გარშემო მყოფთა მიმართ. ამრიგად, სიბრმავე თუ ყრუმუნჯობა მხოლოდ ფიზიოლოგიური ან თუნდაც ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი არა, განსაკუთრებული სოციალური როლია, რომელიც როგორც შემსრულებლისაგან, ისე გარშემო მყოფთაგან სრულიად განსაკუთრებულ ქცევას მოითხოვს. თუმცა, როგორც ყოველთვის ფსიქოლოგიაში, ისეთი ტრაგიკული მოვლენაც კი, როგორიც მხედველობის ან სმენის დაკარგვაა, პიროვნების მთლიანი სურათის მიხედვით, სხვადასხვაგვარად განიცდება.

“გამორთული” სმენითი არხი

ადამიანი, რომელსაც ინფორმაციის გადაცემის ბგერითი არხი “გამორთული” აქვს, მოკლებულია სამყაროს ადეკვატური აღქმის უნარს. მას არ შეუძლია, ღრმად ჩასწვდეს არსებულ რეალობას და ადამიანთა ურთიერთობის სირთულეებს, რომელთა შესახებ წარმოდგენას მხოლოდ სიტყვა იძლევა. დაბადებიდან ყრუ, რომელსაც არ ესმის სხვისი ხმა, სულაც ვერ სწავლობს ლაპარაკს - მუნჯი რჩება (ყრუ-მუნჯი სიყრუის გამოა მუნჯი). ადამიანი მეტყველებას წაბაძვით სწავლობს. სმენის დაქვეითება და სიყრუე აუცილებლად იქცევა ინტელექტუალური განვითარების ბარიერად.

ცხოვრებასთან შერწყმა

ყრუ-მუნჯები ერთმანეთთან ჟესტების საშუალებით ამყარებენ ურთიერთობას. ჟესტები მშობლიური ენის კალკს წარმოადგენს. ხელოვნური ენა აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას, გადასცეს ინფორმაცია. მაგრამ ეს გამარტივებული ენაა. ის ძალზე ლაკონიურია. ჩვენი ყოველდღიური სამეტყველო ენა ასეთი ადამიანებისთვის უცხო ენის ტოლფასია. არსებობს ურთიერთობის სხვა საშუალებაც. ეს დაქტილოლოგიაა - თითებით ფიგურების გამოსახვა. ეს ფიგურები ანბანის ასოებს შეესატყვისება. სპეციალისტთა აზრით, სმენადაქვეითებულ და ყრუ ბავშვებთან ურთიერთობა უნდა მოხდეს ყველა ხელმისაწვდომი და შესაძლო ხერხით, ოღონდაც პიროვნება განვითარდეს. მშობლების, აღმზრდელებისა და პედაგოგების მთავარ ამოცანად უნდა იქცეს ასეთი ბავშვებისთვის სიტყვიერი მეტყველების განვითარება. მაგრამ ყველაფერი ეს დროულად უნდა გაკეთდეს. რაც მთავარია, შეირჩეს შესაფერისი სასმენი აპარატი. ამ აპარატის გარეშე მეტყველება აუცილებლად დაირღვევა. თუ წლამდე ასაკის სმენადაქვეითებულ ბავშვს შესაფერის სასმენ აპარატს შეურჩევენ, ის, ისევე როგორც სხვა ბავშვები, ორი წლისა ალაპარაკდება, მაგრამ თუ სმენის კორექცია ხუთ წლამდე არ დავიწყეთ, მისი მეტყველების რეაბილიტაცია ძალიან გაძნელდება. ყრუ-მუნჯი ბავშვების სიმრავლე მხოლოდ ობიექტური ფაქტორების კი არა, მშობლების დაუდევრობის ბრალიც არის. დროულად შერჩეული სასმენი აპარატი და გაწეული კორექცია ხელს უწყობს სმენადაქვეითებული ბავშვის ასაკის შესაბამისად განვითარებას და ცხოვრებასთან მის შეგუებას.

მხედველობის დარღვევა

გარე სამყაროს მრავალფეროვნების შესამეცნებლად ინფორმაციის 80%-ს თვალი გვაწვდის. როცა მხედველობითი შეგრძნებები დარღვეულია ან არ არსებობს, ირღვევა აღქმაც, რადგან მის შინაარსს სათანადო შეგრძნებები ქმნის. აქ საქმე გვაქვს ნაწილობრივ ან სრულ სიბრმავესთან. თუმცა ბრმა ადამიანი სამყაროს თავისებურად აღიქვამს. არსებობს ერთი მნიშვნელოვანი და ზოგადი კანონზომიერება: ჩვენს შეგრძნებებსა და აღქმაში ყველაფერი ყველაფერთან არის დაკავშირებული. ამიტომ არის, რომ ვლაპარაკობთ თბილ ბგერებსა და ცივ სურნელებზე, ტკბილ ხმასა და მწარე მოგონებებზე... რეცეპტორული ზონები დიდი ტვინის ქერქში მწყობრად გადადის ერთიმეორეზე, მათ შორის მკვეთრი ზღვარი არ არსებობს. სწორედ ამიტომ აქვს ყველაფერს, რაც ჩვენს ირგვლივაა, ფერიც და ხმაც, სუნიც და გემოც. დაბადებიდან უსინათლოებს შეხების მაღალი სიზუსტე ახასიათებთ, ვინაიდან მხედველობას მოკლებულ ადამიანს გარემოს აღქმის პროცესში შეხების ფართოდ გამოყენება უხდება. ეს შეგრძნება ადვილად ვარჯიშდება და ადაპტირდება. ინფორმაცია, რომელსაც უსინათლო მისი მეშვეობით იღებს, მრავალფეროვანია: სიმაგრე, სირბილე, ელასტიკურობა, ფხვიერება, წებოვანება, სიმახვილე, სინესტე, სისველე, სიმშრალე, სისადავე, ხორკლიანობა, სიცივე და სხვა. ყრუსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიბრაციის შეგრძნება, რომლის მეშვეობითაც ისინი ცნობენ მუსიკალურ ნაწარმოებებს, ტკბებიან მუსიკით. ვიბრაციითვე იგებენ ადამიანის ფეხის ხმას და კარზე კაკუნს. ასე რომ, თავის ტვინი სხვადასხვა აღქმის დეფიციტის აღმოფხვრასა და კომპენსაციას სხვა შეგრძნებათა გამძაფრებით ახერხებს. უსინათლო და ყრუ-მუნჯი ადამიანებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარშემო მყოფთა მზრუნველობას, ყურადღებას, თანადგომას. იმისთვის, რომ მათ სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ თავი, ახლობლები, მეგობრები უნდა დაეუფლონ ჟესტების ენას. ამით მათ ძალიან დაეხმარებიან. მათი ადაპტაციისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, აუდიომასალები იქნება ეს თუ სპეციალური წიგნები, რათა მათ გარე სამყაროს შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვონ.