ბანალური დეპრესია თუ ფსიქოზი? - მამაკაცის უჩვეულო ქცევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბანალური დეპრესია თუ ფსიქოზი? - მამაკაცის უჩვეულო ქცევა

სიძუნწე

ზოგჯერ სიძუნწე ნორმალურია - თუ ეს თვისება აქვს ადამიანს, ის ასე გალევს მთელ სიცოცხლეს, მაგრამ როდესაც ადამიანი უეცრად იწყებს თითოეული თეთრის თვლას, ამას შესაძლოა თავისი მიზეზები ჰქონდეს. მაგალითად, ადამიანს სურდეს რამის შენარჩუნება, საკუთარი სამყაროს შემოსაზღვრა, რესურსების დაგროვება, საკუთარი ცხოვრების სრული კონტროლი. ძალაუფლებისადმი მამაკაცის მისწრაფება თავისთავად არც არის საკვირველი, მაგრამ გადამეტებული ლტოლვა შესაძლოა ფსიქოპათოლოგიური პროცესების ნიშანი იყოს.

დესპოტიზმი და მუდმივი კონტროლისადმი მისწრაფება

მამაკაცებში დესპოტიზმის გამოვლენა ვრცელდება მთელ სამყაროზე და ხშირად ასაკთან ერთად მძიმდება. მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს სრულიადაც არ სიამოვნებთ აღსაზრდელი ბავშვების მდგომარეობაში ყოფნა. მამაკაცს მათი საკუთარი შეხედულებისამებრ მართვა სურს. ცვლილებებსა და პათოლოგიებზე შეიძლება ვილაპარაკოთ სწორედ ზეწოლის ხარისხის, ასევე - იმ საკითხებისადმი ყურადღების მიხედვით, რომლებიც ადრე მას საერთოდ არ აინტერესებდა. განწყობის უეცარი ცვლილებები, გადაჭარბებული ემოციურობა, სიხისტე საკუთარი თავისა და სხვების შეფასებაში - ეს აღზრდისა და მშობლების ურთიერთდამოკიდებულების შედეგია. ის შეიძლება იყოს პიროვნების თვისება და ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებაც. ახალგაზრდობაში ეს თვისება შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ ასაკთან ერთად მისი გამოვლენა კლინიკურ სურათს დაემსგავსოს.

ლოთობა და ალკოჰოლიზმი

ერთი-ორი კათხა ლუდის რეგულარული სმა უკვე საყურადღებო მოვლენაა. როდესაც ზრდასრულ ასაკში ადამიანი ვერ საზღვრავს ზომას, სვამს და მიისწრაფვის, რაც შეიძლება მეტი დალიოს, ესეც ალკოჰოლიზმია. საყურადღებოა სიტუაცია, როდესაც ალკოჰოლისადმი ლტოლვა ყალიბდება ნელ-ნელა, დიდი ხნის განმავლობაში. დგება წუთი, როდესაც ალკოჰოლი იჭრება ცხოვრების ყველა სფეროში, ბუნებრივი ხდება სამსახურში დალევაც და ადამიანი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, არ უფიქრდება, რა ცუდად აისახება ეს მისი და სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. როდესაც მამაკაცს იქ სმაც კი ნორმალურად მიაჩნია, სადაც ალკოჰოლის ადგილი არ არის, ეს უკვე დამაფიქრებელია და შეიძლება, მისი მკურნალობის საკითხიც დაისვას.

საკუთარ თავში ჩაკეტვა, გულგრილობა

ეს შეიძლება იყოს დეპრესიის შედეგიც და იმისაც, რომ მამაკაცს ფიქრი და მარტო დარჩენა სურს. მას ამის უფლება აქვს და არ არის ვალდებული, მთელი ოჯახი გაართოს. კრიზისის დროს მამაკაცებს ზოგჯერ განმარტოება სჭირდებათ. ისინი განმარტოვდებიან ავტოსადგომში ან კაბინეტში, ანდა სანადიროდ თუ სათევზაოდ მიდიან.

საკუთარი გარეგნობით გატაცება

ყველა მამაკაცი დაბადებულია ლიდერობისთვის, განურჩევლად მისი სურვილებისა და შესაძლებლობებისა. ის გრძნობს ამ ტვირთს, მოვლილი, პრეზენტაბელური გარეგნობა კი მას თვითშეფასებას უმაღლებს და საკუთარი თავის რწმენას მატებს.