გადატანილი ინსულტი ტვინს 8 წლით აბერებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გადატანილი ინსულტი ტვინს 8 წლით აბერებს

ამერიკელმა ნეიროფსიქოლოგებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. მათ შეისწავლეს სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლობის 65 წელს გადაცილებული 4900 პირი. 1998 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ყველა ეს მოხალისე რეგულარულად გადიოდა მეხსიერებისა და აზროვნების სისწრაფის შესამოწმებელ ტესტირებას. პირველი გამოკვლევის შემდეგ 12 წლის განმავლობაში ინსულტი გადაიტანა ექსპერიმენტის მონაწილეთა 14,2 % -მა ადამიანმა. კოგნიტიური ტესტების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ ის კატეგორია, რომელმაც გადაიტანა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, ამოცანებს ბევრად ცუდად ართმევდა თავს. მათ მიერ დემონსტრირებული შედეგები ძალიან წააგავდა იმ პირთა მონაცემებს (იგულისხმება ტესტირების შედეგები), რომელთა ასაკიც 7,9 წლით მეტი იყო. სწორედ ამ მონაცემთა საფუძველზე მსჯელობენ მკვლევარები იმაზე, რომ ინსულტი ადამიანის თავის ტვინს დაახლოებით 8 წლით აბერებს.

ეს, რა თქმა უნდა, მეტად სამწუხარო და შემაშფოთებელი დასკვანაა. თუმცა, გასამხნევებლად გეტყვით იმასაც, რომ ინსულტისა და ნაადრევი კოგნიტიური დარღვევების განვითარების რისკის შემცირება ადვილად შეიძლება. ამისათვის აუცილებელია რეგულარული ფიზიკური აქტივობა, არტერიული წნევისა და სისხლში ქოლესტერინის ოპტიმალური დონის შენარჩუნება! ასე რომ გაითვალისწინეთ სპეციალისტთა ეს რჩევა!

თინათინ გოცაძე

ინსულტი

ჰემორაგიული ინსულტი

როგორ ავიცილოთ თავიდან ინსულტი

სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებს შორის ინსულტი მესამე ადგილზეა