21 სექტემბერი ალცჰეიმერის დაავადების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

21 სექტემბერი ალცჰეიმერის დაავადების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღეა

ალცჰაიმერის დაავადება (ალცჰაიმერის ტიპის სენილური დემენცია) ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც 1906 წელს, პირველად, აღწერა გერმანელმა ფსიქიატრმა ალოის ალცჰაიმერმა.

ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ექიმები აღნიშნავდნენ მოხუცებულობასა და ჭკუასუსტობას შორის კავშირს, მაგრამ მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში ალოის ალცჰაიმერმა გამოაქვეყნა 50 წლის პაციენტი ქალის (სიკვდილის შემდეგ) დაავადების აღწერილობა და ანალიზი. ამის შემდეგ სამედიცინო ლიტერატურაში კიდევ რამოდენიმე მსგავსი აღწერილობის სტატია გამოჩნდა. მალე ალცჰაიმერის დაავადება დამოუკიდებელ დაავადებად აღიარეს. როგორც წესი, იგი უვლინდება 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს, თუმცა არსებობს ადრეულ ასაკშიც დაავადების განვითარების შემთხვევები (იშვიათი ფორმა).

მსოფლიოში, დღეისათვის, 35 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება მოხუცებულობის ჭკუასუსტობა. ექსპერტების პროგნოზით, 2050 წლისთვის ამ ციფრმა შეიძლება 115 მილიონს მიაღწიოს.

დემენცია პროგრესირებადი ან ქრონიკული სინდრომია, რომლის დროსაც უფრო მეტი ხარისით ხდება აზროვნების უნარის (ანუ კოგნიტიური ფუნქცია) დეგრადაცია და დაქვეითება, ვიდრე ეს ჩვეულებირივ დაბერების პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას ახასიათებს.დემენციის დროს ხდება მეხსიერების, აზროვნების, აღქმის, მეტყველების, ორიენტაციის უნარის, გაგების, მსჯელობისა და გააზრების დაქვეითება. ალცჰეიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ალცჰეიმერის დაავადების შესწავლა ძალიან აქტუალურია, რადგანაც მსოფლიოს მოსახლეობა სწრაფად ბერდება.

ალცჰეიმერის დაავადება ვითარდება ადამიანებში მიუხედავად მათი განათლებისა და ცხოვრების დონისა. ცნობილი ადამიანებიდან იგი აღენიშნებოდა რომის პაპს იოანე პავლე II-ს, აშშ-ს მე-40 პრეზიდენტს რონალდ რეიგანს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს, ჰაროლდ ვილსონს და მარგარეტ ტეტჩერს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, ადოლფო სუარესს, მწერლებს აირის მერდოკსა და ტერი პრათჩეტს, მსახიობებს შონ კონერის, პიტერ ფალკს, ანი ჟირარდოს და მრავალ სხვას.

აღსანიშნავია, რომ დღემდე არ არის აღმოჩენილი ამ დაავადებასთან ბრძოლის საშუალება. მედიცინის საშუალებით შესაძლებელია მდგომარების მხოლოდ ნაწილობრივი კორექცია: სიმპტომების შემსუბუქება და დაავადების პროგრესირების შენელება. პრობლემაა ისიც, რომ ნათესავები და ახლობლები დასაწყისში ყურადღებას არ აქცევენ ხანდაზმული ადამიანის ქცევის ზოგიერთ უცნაურობას, თვლიან რა ამას ადამიანის ხასიათის გამოვლინებად ან უბრალოდ სიბერის ნიშნად. ხოლო როდესაც ქცევისა და ხასიათის ცვლილება საშიში ხდება როგორც ავადმყოფის, ისე მისი ახლობლებისათვის, მხოლოდ მაშინ მიმართავენ ექიმს.

ალცჰეიმერის დაავადება მძიმე ტვირთად აწვება ავადმყოფის ოჯახსა და ახლობლებს, რადგანაც ამ დაავადებით დაავადებულის მოვლა დაკავშირებულია დიდ მორალურ, ემოციურ, ფიზიკურ და მატერიალურ დანახარჯებთან.

ლალი ჩხიკვაძე

ალცჰაიმერის დაავადება