ტვინის ექვსი სტიმულატორი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტვინის ექვსი სტიმულატორი

2) მედიტაცია

მედიტაცია კონცენტრირების საუკეთესო საშუალებაა. იგივე ეფექტი აქვს ლოცვას. ამ დროს განგაშისა და შფოთვის შეგრძნება ქრება, გონება ერთგვარ განმუხტვას განიცდის, შესაბამისად, კონცენტრირების უნარი იმატებს, ძილი უმჯობესდება. სასურველია, მედიტაცია დილაობით 20 წუთს მაინც გაგრძელდეს (თავიდან შეგიძლიათ 5 წუთით დაიწყოთ და დრო თანდათანობით გაზარდოთ). რაც მთავარია, მედიტაციის დრო და ადგილი უცვლელი უნდა იყოს.

3) წყალი

სვით ბევრი წყალი, რადგან ის მონაწილეობს ორგანიზმში, მათ შორის ტვინში მიმდინარე უამრავ სასიცოცხლო პროცესში. კვლევებით ნაჩვენებია, რომ წყალი ააქტივებს ტვინში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს, ამაღლებს გუნება-განწყობას, ზრდის აზროვნებით ფუნქციასა და პროდუქტიულობას.

4) თვლემა

დღის განმავლობაში აუცილებლად ჩათვლიმეთ, განსაკუთრებით, როცა ამის მოთხოვნილება გაქვთ. ეს ერთგვარი განტვირთვაა ტვინისა და მთელი ორგანიზმისთვის. ჩათვლემის შემდეგ ადამიანი ძალთა აღდგენას შეიგრძნობს. ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ თვლემა ზრდის შრომისუნარიანობას, ამაღლებს პროდუქტიულობას და, რაც მთავარია, სასარგებლოა ტვინისა და სხეულის სიჯანსაღისთვის.

5) სეირნობა

დღეში, სულ ცოტა, ნახევარი საათი (და მეტიც) გამოყავით სეირნობისთვის. სეირნობისას ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობა განიმუხტება და გონებრივი დაღლილობა უკვალოდ ქრება. მძიმე და დაძაბული სამუშაოს შემდეგ სუფთა ჰაერზე გასეირნებას სპეციალისტები ხშირად გამოძინების ეფექტსაც კი ადარებენ.

6) სუნთქვითი ტექნიკა

დღეში 15 წუთი სუნთქვით ტექნიკას დაუთმეთ. ის აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ტვინის ფუნქციობისთვის. სუნთქვის ტექნიკა მეტად მარტივია: მარჯვენა ხელის დიდი თითით დაახშეთ მარჯვენა ნესტო, ხოლო ნეკითა და არათითით (მე-5 და მე-4 თითები შესაბამისად) - მარცხენა. პირი მოკუმეთ, რომ არ გამოიყენოთ სუნთქვისათვის. ამ მდგომარეობაში ჩაისუნთქ-ამოისუნთქეთ (10-ჯერ) ისე, რომ სუნთქვის პროცესში ხმა არ გამოსცეთ. იგივე გააკეთეთ მარცხენა ხელით მარცხენა ნესტოსთვის, ამ მდგომარეობაშიც ასევე 10-ჯერ ჩაისუნთქ-ამოისუნთქეთ. აღნიშნული ტექნიკა აუმჯობესებს გულისა და ტვინის მუშაობას, მხედველობით და სმენით ფუნქციებს, აწესრიგებს არტერიულ წნევას. გახსოვდეთ, სუნთქვითი ტექნიკა უპირველესად ტვინში მიმდინარე პროცესთა საწრთობი მეთოდია!