5 მითი ადამიანის ინტელექტზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 მითი ადამიანის ინტელექტზე

ტვინის მუშაობაზე ამგვარი წარმოდგენა მცდარია, რადგანაც აქტიური ნეირონების რეგისტრაცია ხდება იმ მომენტში, როდესაც ადამიანი ან ცხოველი ასრულებს გარკვეულ ქცევას. ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად მანქანის ტარება, კითხვა, დაკვრა. შესაბამისად, ერთი კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად ერთი სახის ნეირონები აქტიურდება, სხვა ამოცანის შესრულებისას, კი მეორე სახის, შესაბამისი ნეირონები. ამდენად, გარკვეულ მომენტში, ნეირონების მცირე პროცენტის აქტივობა არ ამტკიცებს ტვინის არასრულფასოვან მუშაობას.

მითი №2. ტვინი კომპიუტერივით მუშაობს.

ხშირად, ტვინზე ადამიანის წარმოდგენა, მოცემული მომენტისთვის აქტუალურ ტექნიკურ ინოვაციას უკავშირდება. ამიტომ მიღებულია ტვინის მუშაობის შედარება კომპიუტერთან. კომპიუტერის მეხსიერებაში შენახული პროგრამა სრულდება პროცესორის საშუალებით, ამიტომ გამოთვლა და მეხსიერება გაფანტულია. ტვინში კი ეს დაყოფა არ არის - გამოთვლა და მეხსიერება ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რადგანაც მეხსიერება ინახება იმ ნერვულ უჯრედებს შორის კავშირის სტრუქტურაში, რომელიც გამოთვლას აწარმოებს. შესაბამისად, კომპიუტერზე შეიძლება ჩაიტვირთოს ახალი პროგრამა, რომლის საშუალებითაც არსებული პროცესორით აბსოლუტურად სხვა ფუნქციების მიღებაა შესაძლებელი. იგივეს გაკეთება ტვინთან წარმოუდგენელია, რადგან მსგავსი სქემის გაკეთებისთვის ერთდროულად მილიონობით ნეირონს შორის კავშირის შეცვლა იქნება საჭირო.

მეორე განსხვავება ტვინისა და კომპიუტერის მუშაობას შორის არის ის, რომ ტვინში ნეირონებს შეუძლიათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ინფორმაციის გადამუშავება, კომპიუტერში კი გამოთვლა გარკვეული თანმიმდევრობით ხდება. ამგვარად, პროგრამის ნებისმიერი ნაწილის მოშორებისას, მთელი პროგრამა გამოდის მწყობრიდან. ტვინი კი ფუნქციონირებას ინარჩუნებს მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთ უჯრედს მუშაობის გაგრძელება არ შეუძლია.

მითი #3 ინტელექტის დონე ტვინის ზომაზეა დამოკიდებული

ტვინის ზომის შედარება ინტელექტთან უაზრობაა. კვლევებით, ტვინის ზომებით ინტელექტის დონის განსაზღვრის შედეგების მხოლოდ 10-15% აიხსნებოდა.

მითი #4 ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია შემოქმედებით, ხოლო მარცხენა რაციონალურ აზროვნებაზე.

ნაწილობრივ ეს მართალია, თუმცა ცალსახად იმის მტკიცება, რომ ერთ-ერთი ნახევარი სჭარბობს შემოქმედებითი ან რაციონალური ამოცანების გადასაჭრელად, ამარტივებს ადამიანის ტვინის მუშაობაზე წარმოდგენას და არაკორექტულია. მაგალითისთვის, გარკვეული ტექსტის შედგენისთვის ორივე ნახევარსფეროს მუშაობაა საჭირო, ხოლო დასაწერად უფრო აქტიურად მარცხენა ნახევარსფერო მუშაობს.

მითი #5 ადამიანის ტვინი-რუხი ნივთიერებაა.

ადამიანის ტვინი შედგება უამრავი სტრუქტურისგან და თითოეულ მათგანს საკუთარი ფუნქცია და რთული ორგანიზაცია აქვს.

ლალი ჩხიკვაძე