კომაში მყოფი ადამიანებისთვის ცნობიერების დაბრუნება შესაძლებელი გახდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კომაში მყოფი ადამიანებისთვის ცნობიერების დაბრუნება შესაძლებელი გახდება

ვირთაგვებზე, ასევე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით საფუძვლიანად შეისწავლეს კომაში მყოფი ადამიანების თავის ტვინი. როგორც დადგინდა, კომა ხშირად დაკავშირებული იყო ნათხემის პატარა ქერქული უბნის დაზიანებასთან. მათი აზრით, ადამიანის ცნობიერებაზე სწორედ ეს პატარა უბანია პასუხისმგებელი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ახალი მეთოდიკის შემუშავებას, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდება კომაში მყოფი ადამიანებისთვის ცნობიერების დაბრუნება. ეს მართლაც გადატრიალება იქნება მედიცინაში!

საყურადღებოა სხვა კვლევის მონაცემებიც - ტვინის სკანირება სადღეისოდ უკვე იძლევა იმის განსაზღვრის საშუალებას, მოუწევს თუ არა ადამიანს საბოლოოდ კომიდან გამოსვლა.

რაც შეეხება კონკრეტულად კვლევას: სპეციალისტები ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის გამო კომაში მყოფი 27 პაციენტის ტვინის სკანირების მონაცემებს ადარებდნენ 14 ჯანმრთელი მოხალისის კვლევის შედეგებს. ტრავმიდან სამი თვის შემდეგ 4 პაციენტი კომიდან გამოვიდა. დანარჩენები კი უწინდებურად იმყოფებოდნენ ვეგეტატურ მდგომარეობაში. კვლევის ავტორებმა თავის ტვინის უკანა სარტყლისებური ხვეულის ქერქულ წარმომადგენლობასა და ტვინის სხვა უბნებს შორის მნიშვნელოვანი კავშირი დაადგინეს. ცვლილებები ყველა პაციენტთან მსგავსი იყო, ჟანგბადის უკმარისობის დონისა და ტრავმის სიმძიმისაგან დამოუკიდებლად. თუმცა, უკანა სარტყლისებური ხვეულის ქერქულ ნაწილსა და მედიალურ პრეფრონტალურ ქერქს შორის ურთიერთქმედება მკვეთრად განსხვავდებოდა იმ ადამიანებთან, რომლებიც გონს მოვიდნენ და იმ პაციენტებთან, რომლებიც კომაში დარჩნენ. კვლევები გრძელდება.

თინათინ გოცაძე