ინტელექტი დამოკიდებულია თავის ტვინის განვითარების დინამიკაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტელექტი დამოკიდებულია თავის ტვინის განვითარების დინამიკაზე

“ძალიან ჭკვიან” ბავშვებს თავის ტვინის ქერქი განსაკუთრებით სწრაფად უსქელდებათ 6-10 წლის ასაკში, მაქსიმუმს აღწევს 11 წლის ასაკისთვის, შემდეგ კი ნელ-ნელა უმცირდებათ. “ჩვეულებრივ ჭკვიან” ბავშვებს (ასე ყოფენ ამ თემაზე მომუშავე ნეირომეცნიერები გამოკვლეულთა კატეგორიას) თავის ტვინის ქერქი შედარებით ნელა უსქელდებათ და უკვე 8-9 წლის ასაკისათვის შემცირებით ეცვლებათ.

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, “საშუალო შესაძლებლობების” მქონე პატარებს 6 წლის ასაკში თავის ტვინის ბევრად უფრო სქელი ქერქი აღენიშნებათ, ვიდრე მათ თანატოლ ინტელექტუალებს, თუმცა, ამ პერიოდის შემდეგ “საშუალოდ ჭკვიანების” თავის ტვინის ქერქი მხოლოდ მცირდება სისქეში.

კანადელი და ამერიკელი ნეირომეცნიერების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის ფარგლებში 5-დან 16 წლის ასაკის ბავშვებთან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით განისაზღვრებოდა თავის ტვინის ქერქის სისქე და მიღებული მონაცემების შედარება ხდებოდა ინტელექტუალური ტესტების შედეგებთან.

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძალიან ჭკვიან ბავშვებთან დიდი ჰემისფეროების ქერქი მეტად დინამიურად ვითარდება, ინტელეტუალური დონე კი დაკავშირებულია არა ქერქის ამა თუ იმ უბნის რუხი ნივთიერების მოცულობასთან, არამედ ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში ტვინის განვითარების დინამიკასთან.

თინათინ გოცაძე