ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტები მუცელში აირების დაგროვებას იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტები მუცელში აირების დაგროვებას იწვევს

მაგალითად, ცილების მოსანელებლად - მჟავა, ნახშირწყლების მოსანელებლად კი ტუტე. როდესაც ჩვენ ერთდროულად მივირთმევთ დიდი ოდენობით ცილებისა და ნახშირწყლების შემცველ საკვებს, მათი ნაწილი ცუდად შეითვისება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თუ თქვენ ცარიელ კუჭზე მიირთმევთ ვაშლს, ის 15-20 წუთში დატოვებს აღნიშნულ ორგანოს, ხოლო თუ უშუალოდ ხორცის შემდეგ შეჭამთ, კუჭში დაყოვნდება და, რაც მთავარია, დუღილისა და ლპობის პროცესს მისცემს დასაბამს. საბოლოო ჯამში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა განყოფილებებს ორივე პროდუქტი გადაუმუშავებელი სახით მიაღწევს და გარდა პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) ფუნქციის გადატვირთვისა, პრობლემების მთელ წყებას შეგიქმნით.

როდესაც ორგანიზმში ერთდროულად ხვდება თუნდაც დაბალკალორიული, მაგრამ ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტები, მათი მონელება რთულდება. სხვადასხვა ფერმენტული სისტემის ერთდროული გააქტიურების გამო საჭმლის მომნელებელი სისტემა მეტისმეტად იტვირთება; გარდა იმისა, რომ პროდუქტები ცუდად მოინელება და შეითვისება, მათი არასრულყოფილი გადამუშავების გამო წარმოიქმნება ორგანიზმისათვის მავნე ნაერთებიც. ცნობისათვის: ცილების მონელებას კუჭში 1,5-2 საათი სჭირდება, ნახშირწყლებისას კი დაახლოებით 20-25 წუთი. სხვადასხვა სახის პროდუქტთა უწესრიგოდ და დიდი რაოდენობით კუჭში მოხვედრისას კუჭი იძულებულია, ერთდროულად გამოიმუშაოს მჟავა და ტუტე ფერმენტთა დიდი ულუფები, რომლებიც ანეიტრალებს ერთმანეთს და ფუნქციის განხორციელებაში უშლის ხელს. იმის გამო, რომ ნახშირწყლები კუჭში მცირე ხანს ყოვნდება, თორმეტგოჯა ნაწლავში, ფაქტობრივად, მოუნელებელი სახით გადადის. რაც მთავარია, მათ თან მიჰყვება ასევე მოუნელებელი ცილოვანი ნაწილები. საკვების მოუნელებელი ნარჩენები მსხვილ ნაწლავში გროვდება და შეკრულობის, მეტეორიზმისა და სხვადასხვა დაავადების მიზეზად გვევლინება.

სწორედ არასათანადო მონელების შედეგად წარმოქმნილი აირები გროვდება ნაწლავებში. ეს მავნე ნაერთები შეიწოვება ორგანიზმში, წამლავს და აზიანებს ქსოვილებს, იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ასუსტებს და მწყობრიდან გამოჰყავს იმუნური მექანიზმები, აჩქარებს დაბერების პროცესს. დაუჟანგავი ცხიმები და ნახშირწყლები ცხიმის სახით ლაგდება ორგანიზმში, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესების ცალკეული რგოლები, ვითარდება სიმსუქნე და სხვა პათოლოგიები. აქედან გამომდინარე, მეტეორიზმის პროფილაქტიკა გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, სრულფასოვან კვებას, კვების რეჟიმისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას.

ახალა კი გთავაზობთ იმ ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტების სიას, რომლებიც უმჯობესია ცალ-ცალკე მიირთვათ:

1. ნახშირწყლები და მჟავე საკვები. ნახშირწყლებია: პური, ცომეული, კარტოფილი, ტკბილი ხილი... მჟავე პროდუქტებია: ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ანანასი...

2. კონცენტრირებული ცილა და კონცენტრირებული ნახშირწყლები. ცილაა: პარკოსნები, ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი... ნახშირწყლებია: პური, მარცვლეული, კარტოფილი, ტკბილი ხილი...

3. ცილა და ცილა. ასეთი პროდუქტებია: პარკოსნები, თხილეული, ხორცი, კვერცხი, ყველი, რძე... (ანუ ორი სახეობის ცილოვანი პროდუქტის ერთად მიღება მიზანშეწონილი არ არის)

4. ცხიმი და ცილა. ცხიმია: ზეთი, ცხოველური ცხიმი, ნაღები. ცილაა: ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი...

5. მჟავე ხილი და ცილები. მჟავე ხილია: ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ანანასი... ცილებია: პარკოსნები, ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი...

6. სახამებელი და სახამებელი. სახამებლიანი პროდუქტებია: პური, კარტოფილი, მარცვლეული... (ე.ი. პურის და კარტოფილის ან მარცვლეულის ერთად მირთმევა რეკომენდებული არ არის)

7. საზამთრო და ნესვი უნდა მიირთვათ ყველა პროდუქტისგან განცალკევებულად, როგორც ცალკე კვება.

8. რძე - მიირთვით ყველა პროდუქტისგან განცალკევებულად. სხვა საკვებთან ერთად მიღებას სჯობს, საერთოდ უარი თქვათ მასზე.

9. ხილი - მიირთვით ცალკე, როგორც კვების ერთი ულუფა.

იხილეთ აგრეთვე "კვების ფაქტორი და მეტეორიზმი"