როგორ ავიცილოთ სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში

. სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში მხოლოდ კვების ფაქტორის დარღვევითა და კონკრეტულად გადაძღომით როდია განპირობებული. მისი აღმოცენება უკავშირდება ნევრასთენიას, ფსიქოზებს, დანაწევრებულ კვებას (როდესაც ადამიანს სხვადასხვა ფაქტორის გამო უწევს კვების პროცესის რამდენჯერმე შეწყვეტა-შეფერხება), სხვადასხვა პრეპარატის მიღებას.

აღნიშნული პრობლემა, ჩვეულებრივ, იმ კატეგორიას აწუხებს, რომელიც წლების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევს კვების რეჟიმს და საზოგადოდ, ჯანსაღი წესით არ ცხოვრობს. ქვის, გნებავთ აგურის შეგრძნება კუჭის არეში უმალ ჩნდება კარგად დანაყრების შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით საკვებს დიდი პაუზის შემდეგ მივირთმევთ. უსიამოვნო შეგრძნება კიდევ უფრო ღრმავდება თუ საკვების მიღების დასრულებისთანავე დიდი მოცულობის წყალს დავლევთ. რატომ ხდება ასე? რა არის ამის მიზეზი? კუჭი და ნაწლავი (კერძოდ, ნაწლავის საწყისი ნაწილი _ თორმეტგოჯა ნაწლავი) სპეციალური სფინქტერით არის შეერთებული. ამ უკანასკნელის რამდენამდე მწყობრიდან გამოსვლა კი მთლიანად კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევას იწვევს. სიმძიმის შეგრძნება უხშირესად საღამოს ჩნდება, მთელ ღამეს გასტანს და ზოგჯერ დილითაც ნარჩუნდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კუჭი უარს აცხადებს ნომალურად ფუნქციობაზე და მას შველა-დახმარება სჭირდება.

იმისათვის, რომ აიცილოთ სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში:

• იკვებეთ სწორად, ხშირ-ხშირად და ზომიერი ულუფებით. ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით საკვებს ნუ მიიღებთ. "მძიმე" ანუ ძნელად მოსანელებელ საკვებზე, განსაკუთრებით საღამოს, ძილის წინ უარი უნდა თქვათ. არც დიდი რაოდენობით წყლის (ზოგადად სითხის) მიღებაა რეკომენდებული დანაყრებისთანავე. წყალი კუჭის წვენის ერთგვარად ჩამორეცხვას უწყობს ხელს და მონელების პროცესს მნიშვნელოვნად არღვევს.

• ჭამის დროს მთელი კონცენტრირება მოახდინეთ საკვებსა და მისი მიღების პროცესზე. დაუშვებელია ჭამის პროცესში კითხვა, ტელევიზორის ყურება ან კომპიუტერთან მუშაობა. რადგან ასეთ დროს ირღვევა საკვების მონელება და შეთვისება.

• საკვები კარგად დაღეჭეთ. სპეციალისტები მიგვითითებენ, რომ საკვების სრულფასოვანი შეთვისებისთვის ლუკმის გადაყლაპვამდე ის მინიმუმ 20-ჯერ უნდა დაიღეჭოს ანუ 20-ჯერ მაინც უნდა შესრულდეს ღეჭვითი მოძრაობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყლაპოს ლუკმა. ზემოთ დასახელებული მავნე ჩვევებისა და საზოგადოდ, ჭამის პროცესის პარალელურად სხვადასხვა სამუშაოს შესრულების დროს არა თუ ღეჭვის, არამედ საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფის პროცესიც ირღვევა და მონელების ფუნქცია მწყობრიდან გამოდის.

• თუ აღგზნებული, გაღიზიანებული ხართ ან კიდევ ნევროზულ მდგომარეობაში იმყოფებით, გირჩევთ, დაწყნარდეთ (მიიღოთ სხვადასხვა დამაწყნარებელი საშუალება) და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვათ საკვები. კუჭი, საჭმლის მომნელებელი სისტემა და მთლიანად ორგანიზმი უნდა მოამზადოთ საკვების მისაღებად, ნუ მიაყენებთ მას უჩვეულო და დაძაბულ ვითარებაში დარტყმას.

• ჭამის შემდეგ უმალ ნუ წამოწვებით. მართალია, საკვების დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ ჩვენ ყველა ძილისაკენ მივილტვით და ამას თავისი ნეიროფიზილოგიური საფუძვლები აქვს (მოგრძო ტვინში განთავსებულია სოლიტარული ტრაქტის ბირთვი, რომელიც სენსორულ შესავალს იღებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და ამავე დროს ჩართულია ძილის მექანიზმების მოქმედებაში), მაგრამ ეს მეტისმეტად ვნებს მონელების პროცესს. საკვების კუჭში შეკავება, ნაწლავების პერისტალტიკური აქტივობის შეფერხება, მონელების პროცესის დარღვევა და წამოწოლის შედეგად აღმოცენებული სხვა ნეგატიური მოვლენები საბოლოოდ კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნების საფუძველი ხდება.

ავტორი თინათინ გოცაძე