ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გაწმენდა-ტიუბაჟი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გაწმენდა-ტიუბაჟი

0,5-1 ჩაის ჭიქა თბილი წყალი, ნაღველმდენი ბალახების ნაკრები ან უგაზო მინერალური წყალი, ნახევარ საათში კი მიაყოლეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საშუალება:

• ნახევარ ჭიქა ძალიან თბილ (მაგრამ არა ცხელ) წყალში გახსნილი 1 სადილის კოვზი თაფლი;

• 1 ჩაის ჭიქა ყურძნის ან ტკბილი ვაშლის შემთბარი წვენი;

• 3 სადილის კოვზი ბოლოკის (უმჯობესია, შავის) წვენი და 1 ჩაის კოვზი მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთი;

• 3-5 სადილის კოვზი მცენარეული (უმჯობესია, ზეითუნის) ზეთი.

"საუზმე" 1 ჩაის ჭიქა ტკბილი ჩაით ან ნაღველმდენი ბალახების ნახარშით დაასრულეთ. შემდეგ დაწექით მარცხენა გვერდზე, მარჯვენაზე, ღვიძლთან, თბილი სათბურა დაიდეთ, სითბოს შესანარჩუნებლად საბანი ან ორად მოკეცილი ხაოიანი პირსახოცი გადაიფარეთ და ასე იწექით 1-1,5 საათს. შემდეგ წამოდექით, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ჩაიბუქნეთ. პროცედურა დამთავრებულია, შეგიძლიათ ისაუზმოთ.

ტიუბაჟი კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩაიტარეთ. სრული კურსი 10-15 პროცედურას მოიცავს. ნუ შეშინდებით, თუ პროცედურის შემდეგ ფეკალური მასები გაგითხელდებათ. ნურც ტკივილები შეგაშფოთებთ - სუსტი ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში ნორმად არის მიჩნეული და იმის მაუწყებელია, რომ ნაღვლის ბუშტი ინტენსიურად იკუმშება და იცლება, თუმცა ასეთ შემთხვევაში მეორე პროცედურის ჩატარებამდე ექიმს მაინც სთხოვეთ რჩევა და რომელიმე სპაზმოლიზური საშუალება მიიღეთ.

გაითვალისწინეთ! ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ნაღვლის ბუშტის ასეთი ხერხით გაწმენდა საშიშია - ნაღვლის გაძლიერებული დენისას შესაძლოა კენჭი დაიძრას და სადინარში ჩაიჭედოს, რაც მხოლოდ ტკივილს კი არ გააძლიერებს, სხვა უსიამოვნებებსაც შეგიქმნით. ასე რომ, ტიუბაჟის კურსის დაწყებამდე აუცილებლად ჩაიტარეთ ულტრაბგერითი გამოკვლევა და კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართეთ.