კუჭის ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუჭის ტკივილი

კუჭის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზები

კუჭი ორი ძირითადი ფაქტორის გავლენით ფუნქციობს. ერთი დამცველობითია - ლორწო, მეორე - აგრესიული - კუჭის წვენი. კუჭის ტკივილი ხშირად სწორედ ამ ორ ფაქტორს შორის ბალანსის დარღვევის შედეგია. დისბალანსის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ზოგიერთი მედიკამენტის სისტემური და ხანგრძლივი მიღება, მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებისა, ასპირინის ჯგუფის წარმომადგენლებისა;
  • თამბაქოს წევა და ალკოჰოლური სასმელების ჭარბი გამოყენება;
  • რაციონში უხეში, ცხარე, ცხელი და მლაშე საკვების დომინირება;
  • არარეგულარული კვება;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • ფიზიკური და ნერვული გადაძაბვა;
  • ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტი;
  • კუჭ-ნაწლავის სისტემის ინტოქსიკაციით მიმდინარე ინფექციები;
  • ხერხემლისა და მუცლის ღრუს ტრავმები;
  • კუჭის სისხლძარღვების თრომბებით დახშობა;
  • ძლიერი სტრესი, განგაში, დეპრესია და, საზოგადოდ, ყოველგვარი უარყოფითი ემოცია;
  • ძილისა და დასვენების დეფიციტი;
  • მემკვიდრეობა.

ფარული და შენიღბული მიზეზები

კუჭის ტკივილს აქვს ფარული მიზეზებიც. მაგალითად, ზოგჯერ ის უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთ პათოლოგიებს, როგორებიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, ათეროსკლეროზული დაზიანებანი და სხვა. კუჭზე განივრცობა ღვიძლში, სანაღვლე გზებსა და ნაღვლის ბუშტში გაჩენილი ტკივილი.

კუჭის ტკივილი ხშირად კუჭქვეშა ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პათოლოგიების გამოძახილია.

საინტერესო ფაქტები

  • კუჭის ტკივილს უმთავრესად დიდი ქალაქების ბინადრები უჩივიან - 6-12%, რაც იმით აიხსნება, რომ დიდი ქალაქების მკვიდრნი გაცილებით ხშირად ექცევიან სტრესულ სიტუაციებში. ქალაქის ნერვული პულსაცია დამღუპველად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე. არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს არაკეთილსაიმედო ეკონომიური და პოლიტიკური ვითარება - უკვე არსებული პრობლემის ფონზე ეს ფაქტორი ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია.
  • დიდი ქალაქების მკვიდრნი იკვებებიან არა ჯანსაღი საკვებით, არამედ სუროგატული პროდუქტებით. ამასთან, ჩვენში უპირატესობას ცხარე საკვებს ანიჭებენ, რაც ასევე ხშირად წარმოადგენს კუჭის ტკივილის მიზეზს.
  • შედარებით მშვიდ ადგილებში კუჭის ტკივილით გატანჯულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია და 5-6%-ს შეადგენს.

კუჭის ტკივილის ასაკი

კუჭის ტკივილის ასაკობრივი არეალი მეტად ფართოა. იგი თანაბარ პრობლემას წარმოადგენს როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ასაკოვნებისთვისაც, უმთავრესად კი 25-დან 55 წლამდე გვხვდება. 55 წლიდან მისი სიხშირე იკლებს, თუმცა იზრდება პრობლემის გავრცელება ხანდაზმულ ქალებში. აღსანიშნავია, რომ კუჭის დაზიანების პირველი ნიშნები თავს იჩენს საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში - 17-დან 20 წლამდე. თუ გასული საუკუნის 80-იან წლებში არასრუწლოვანთა შორის კუჭის ტკივილის მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვხვდებოდა, საუკუნის ბოლოს ბავშვებსა და მოზარდებთან ეს მაჩვენებელი 7%-ს გაუტოლდა. პიკი 8-12 წელს ემთხვევა.

წყლულოვანი დაავადებამსოფლიოში

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კუჭის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. დაავადების საფუძველს წარმოადგენს ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტორები და მისი როგორც ბიოლოგიური ტიპის თავისებურებანი, ადამიანის ნერვულ და ჰორმონულ სისტემათა დისბალანსი.
  • კუჭის წყლულოვანი დაავადების 20%-ში დაავადება კუჭის ლორწოვანი გარსის მიკროორგანიზმ ჰელიკობაქტერიით ინფიცირებას უკავშირდება.
  • გერმანიაში ზრდასრული მოსახლეობის 15%-ს, ამერიკაში 7-10%-ს კუჭის წყლული ემუქრება.
  • დიდ ბრიტანეთში 45-დან 54 წლამდე ასაკის მოსახლეობაში დაავადების გავრცელება 5,8%-ია.

კუჭის ტკივილი იაპონელთა ხვედრია

კუჭის ტკივილსა და წყლულოვან დაავადებას ყველაზე უკეთ იაპონელები იცნობენ. აქ კუჭის წყლულით მოავადეთა რაოდენობა მოსახლეობის 19%-ს აღწევს. სიმჭიდროვის მაღალი ხარისხი, ცხოვრების დაძაბული რიტმი, ტექნოკრატია და ეროვნული სამზარეულო ამ პროცესს ძლიერ ბიძგს აძლევს.