მარილიანი საკვები შიმშილის გრძნობას აძლიერებს
მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა. ამასთან, ორგანიზმში მეტი მარილის მოხვედრისას მათ უძლიერდებოდათ შიმშილის გრძნობა.
მეცნიერებმა ეს შემდეგნაირად ახსნეს: დიდი რაოდენობით მარილი სხეულში ზედმეტ წყალს აკავებს, ხოლო ორგანიზმში წყლის შესანარჩუნებლად მეტი ენერგიაა საჭირო. მომატებული ენერგოდანახარჯები კი შიმშილის გრძნობას აძლიერებს. ექსპერიმენტმა თვალნათლივ აჩვენა, როგორ მოქმედებდა მარილის მოხმარების დონის ცვლილება მიღებული წყლის რაოდენობაზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მარილის დღიური ნორმა მამაკაცებში შეადგენს 10 გრამს, ქალებში 8,5 გრამს. მარილის გადაჭარბებული მოხმარება არტერიული წნევის მატების საშიშროებას ქმნის, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. ლალი ჩხიკვაძე